x
image
worldsport.ge
გერმანული მედია: კლოპი "რეალის" მწვრთნელია

imageმადრიდის "რეალს" მომავალი სეზონიდან გერმანელი იურგენ კოპი დამოძღვრავს. ამის შესახებ გერმანული რადიო deutschland-ი დარწმუნებით იუწყება. გერმანული მედიის ცნობით, კლოპი მადრიდში გასამრჯელოს სახით 8 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტი კი სამწლიანი იქნება. ამავე წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ცნობას მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებაღა აკლია.
კლოპი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებს. "რეალში" კი იტალიელი კარლო ანჩელოტის სკამი საკმაოდაა შერყეული, მას შემდეგ რაც "სამეფო კლუბმა" სეზონი უტიტულოდ ჩაამთავრა.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0