x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
ათი ფანტასტიური ფაქტი "თავისუფლების ქანდაკების" შესახებ
ამ გრანდიოზული სკულპტურის სრული სახელწოდება შემდეგნაირად ჟღერს: "თავისუფლება, რომელიც მსოფლიოს ანათებს", ჩვენ კი მას "თავისუფლების ქანდაკების" სახელით ვიცნობთ, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც ამერიკული ფასეულობების - თავისუფლების და დემოკრატიის სიმბოლომ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის ცოდნა მის შესახებ მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ბევრისათვის უცნობი ათი ფანტასტიური ფაქტი, რომლებიც უფრო ახლოს გაგაცნობენ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ქანდაკებას.


image


10. "შავი ტომი"



image

1916 წლის 30 ივლისს აშშ-ში ფართო მასშტაბის ტერორისტული აქტი მოხდა. კუნძულ ბლეკ-ტომ-აილენდზე, რომელიც თავისუფლების კუნძულთან ახლოს მდებარეობს, მოხდა ძლიერი აფეთქებები, რომლებმაც ნაწილობრივ დააზიანა "თავისუფლების ქანდაკება". აფეთქების ძალა 5, 5 -ბალიან მიწისძვრას უდრიდა. ტერორისტული აქტის მოწყობაში ბრალი დასდეს გერმანელ დივერსანტებს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მსოფლიო კონფლიქტში ნეიტრალიტეტს იცავდა, აქ მზადდებოდა იარაღი, რომელიც შემდეგ გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს ეგზავნებოდა. აფეთქების დროს კუნძულზე 1 მილიონ კილოგრამზე მეტი შავი დენთი, ტროტილი და დინამიტი ინახებოდა, რომელიც ინგლისში, საფრანგეთსა და რუსეთში უნდა გაეგზავნათ. მხოლოდ სასწაულმა იხსნა ეს აუარება მასალა აფეთქებისაგან. ამ შემთხვევის შემდეგ თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანი დახურული იქნა მნახველებისათვის და ასე რჩება დღემდე.



9. "თავისუფლების ქანდაკება" ადამიანებისაგან


image

1918 წლის 22 აგვისტოს კემპ-დოჯის მოედანზე აშშ-ის არმიის 18 000 ჯარისკაცი შეიკრიბა. მათ ერთად შექმნეს "თავისუფლების ქანდაკება" მიწაზე. ყველა ჯარისკაცი ჩაცმული იყი შავ ფორმაში მათ გარდა, ვინც ჩირაღდნის მარცხენა ხელის და სტატუის კონტურის ფორმირებაში მიიღო მონაწილეობა. სიცხისაგან და ხუთვისაგან 12-მა ჯარისკაცმა გონი დაკარგა. ფოტოსურათმა, შექმნილმა იმისათვის, რომ მსოფლიო ომის გაგრძელების შემთხვევაში სარფიანად გაეყიდათ სამხედრო ობლიგაციები, გამოყენება ვერ ჰპოვა.



8. რეპროდუქციები


image

"თავისუფლების ქანდაკების" ორი 9-მეტრიანი რეპროდუქცია დგას ბუფალოში, ეროვნული ბანკის სახურავზე. კიდევ ერთ 3-მეტრიანი რეპროდუქცია, რომელსაც ხელში ბიბლია უჭირავს, მდებარეობს კალიფორნიის შტატში. მემფისში მდგომი 8-მეტრიანი ქანდაკების ხელში ბიბლიას ჯვარი ცვლის, ეს სკულპტურა ატარებს სახელს: "ქრისტეს თავისუფლების ქანდაკება". გარდა ამისა, არსებობს უამრავი მცირე ზომის ასლი, რომლებიც აშშ-ის საზღვრებს გარეთ მდებარეობს.



7. როგორ იწვოდა ჩირაღდანი


image


"თავისუფლების ქანდაკების" ორიგინალი ჩირღდანი 1982-1986 წლებში შეცვალეს, როცა ქანდაკებას გენერალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. თავდაპირველი ჩირაღდანი კოროზიამ გააფუჭა, გამოწვეულმა წყლისა და ყინვების ზეგავლენით. ახალი ჩირაღდანი ფრანგი ოსტატების მიერ იქნა შექმნილი, მათ მის შესაქმნელად დაწნეხვის მეთოდი გამოიყენეს. ეს ზუსტად ის მეთოდია, რომლითაც მთელი ქანდაკება გაკეთდა თავის დროზე. ახალ ჩირაღდანში ალის გარეთა ზედაპირი დაფარულია ოქროს თხელი ფენით, ხოლო ჩირაღდნის სხვა ნაწილი სპილენძით. ძველი ჩირაღდნის ნახვა შესაძლებელია "თავისუფლების ქანდაკების" მუზეუმში.



6. თავდაპირველად "თავისუფლების ქანდაკება" ეგვიპტისათვის იყო განკუთვნილი


image


1867 წელს "თავისუფლების ქანდაკების" შემქმნელმა ბარტოლდიმ სტატუის კონსტრუქცია ეგვიპტის მმართველთან ისმაილ-ფაშასთან ერთად განიხილა. ქანდაკება უნდა დადგმულიყო სუეცის არხის შესასვლელთან და უნდა განესახიერებინა ფერმერი, რომელსაც ხელში ჩირღადანი ეჭირა. არქიტექტორმა ქანდაკებაზე ორი წელი იმუშავა, რის შემდეგაც ისმაილ-ფაშას შესთავაზა მანტიაშემოხვეული ქალის ქანდაკება, რომელიც შუქურის როლს შეასრულებდა. ეგვიპტის მმართველმა უარი თქვა შემოთავაზებაზე, რადგან სტატუის ფასი მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.



5. დემოკრატიის ქალღმერთი


image

1989 წელს ჩინეთს დემოკრატიისათვის მებრძოლთა საპროტესტო ტალღამ გადაუარა, რომელიც სამხედრო ძალის მიერ სასტიკად იქნა ჩახშობილი. მაშინ დემოკრატიის დამცველებმა ააგეს 10-მეტრიანი ქანდაკება, რომელიც ძალიან ჰგავდა თავისუფლების ქანდაკებას და მას "დემოკრატიის ქალღმერთი" დაარქვეს. სტატუა შექმნეს ნატიფი ხელოვნების ცენტრალური აკადემიის სტუდენტებმა და ის გაკეთებული იყო ქაფის, პაპიე-მაშესა და მუყაოსაგან. ქანდაკებამ ჩინეთის ხელისუფლება საშინლად განარისხა, მათ სტატუას "საზიზღრობა"უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს ჩინეთია და არა ამერიკა. "დემოკრატიის ქალღმერთი" სამხედრო ძალებმა შექმნიდან ხუთი დღის შემდეგ გაანადგურეს.



4. ვისკონსინელი სტუდენტების ხუმრობა


image

1978 წელს ორმა მხიარულმა სტუდენტმა - ჯიმ მელონმა და ლეონ მარკანმა გაიმარჯვეს ვისკონსინის შტატის უნივერსიტეტის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის პოსტებზე. მათი ერთ- ერთი წინასაარჩევნო სახუმარო დაპირება მდგომარეობდა იმაში, რომ თავისუფლების ქანდაკება ვისკონსინში უნდა გადაეტანათ. დაპირება რომ შეესრულებინათ, სტუდენტურმა კავშირმა შეუკვეთა სკულპტურის მაკეტი. მათ გააკეთეს მხოლოდ ხელი და თავი, რათა შექმნილიყო იმის შთაბეჭდიელბა, რომ ქანდაკების დანარჩენ ნაწილს წყალი ფარავდა. სტუდენტების ნაწილი გაბრაზდა და მათ მიერ ქანდაკების დასამზადებლად გაღებული 60 ცენტის უკან დაბრუნება მოითხოვეს, მაგრამ უმრავლეოსაობას ისე მოეწონა ჩანაფიქრი, რომ ჯიმი და ლეონი მეორე წელსაც აირჩიეს სტუდენტური კავშირის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად.



3. მშენებლობა


image

"თავისუფლების ქანდაკების" მშენებლობის იდეა საფრანგეთში დაიბადა. არქიტექტორმა ბარტოლდიმ 1871 წელს იმოგზაურა ამერიკაში და ქანდაკების დასადგმელად კუნძული ბედლოუ შეარჩია. გადაწყვეტილი იქნა, რომ საფრანგეთი დააფინანსებდა ქანდაკების, ხოლო აშშ კვარცხლბეკის მშენებლობას. ბაზისი უნდა შეესრულებინა ფრანგ არქიტექტორს ეჟენ-ვიოლე-დე-ლუკს, მაგრამ ის 1879 წელს გარდაიცვალა დაიგი შეცვალა გუსტავ ეიფელმა, სახელგანთქმული ეიფელის კოშკის ავტორმა. ლეგენდის თანახმად, "თავისუფლების ქანდაკების" სახის მოდელად აღებული იქნა ბარტოლდის დედის სახე. საფარნგეთში უამრავი კონკურსი, გამოფენა და სხვა ღონისძიება გაიმართა ქანდაკების მშენებლობისათვის საჭირო თანხის შესაგროვებლად. ასე, რომ, სტატუა უბრალო ფრანგი ხალხის ფულით იქნა შექმნილი.



2. კუნძულ ბედლოუს მოჩვენება


image

მეკობრეებზე მონადირე (შესაძლოა, თავადაც მეკობრემ) კაპიტანმა უილიამ კიდმა, ლეგენდის თანახმად, თავისი განძი თავისუფლების კუნძულზე დამალა, რომელიც მაშინ ბედლოუს სახელს ატარებდა.1892 წელს ორ ჯარისკაცს აზრად მოუვიდა მოეძებნა ეს განძი. შუაღამისას, როცა მათ ნაწილს ეძინა, ისინი განძის საძებნელად გაიპარნენ. სულ მალე მთელი გარნოზონი შეძრა არააამქვეყნიურმა ყვირილმა. განძის საძებნელად წასული ერთი ჯარისკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ხოლო მეორე შიშისაგან აკანკალებული და სულ მთლად გათეთრებული. მან მეგობრებს უამბო, რომ იპოვეს რაღაც ყუთი, რომლის გახსნისას იქედან საშინელი ურჩხული ამოძვრა, რომელსაც შავი კანი, კუდი, რქები და ფრთები ჰქონდა.



1. დევიდ კოპერფილდი და "თავისუფლების ქანდაკების" გაქრობა




ილუზიონისტმა დევიდ კოპერფილდმა 1983 წელს უამრავი თვითმხილველის თვალწინ გააქრო თავისუფლების ქანდაკება. ამისათვის მას დასჭირდა სპეციალურად მოწყობილი სცანა, მასზე დადგმული ორი კოშკი, თაღი და ფარდა, რომელიც ქანდაკებას მხედველობის არედან მალავდა. როდესაც ფარდა დაიხურა, ხალხი, რომელიც სცენაზე იდგა, ნელ-ნელა შემობრუნდა. შეიქმნა ილუზია, რომ ქანდაკება ადგილზე აღარ იყო. გარდა ამისა, კოპერფილდმა შექმნა სინათლის რგოლი "თავისუფლების ქანდაკების" გარშემო და მეორე ასეთივე რგოლი თავის გარშემო. ასე რომ, როცა სცენამ მოძრაობა დაიწყო, ილუზიონისტის დამხმარეებმა უბრალოდ გამორთეს სინათლე ქანდაკების გარშემო და ჩართეს მეორე რგოლი, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მხედველობითი ეფექტი.

2
418
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
418
  
2015, 20 მაისი, 17:13
ახლა ხომ იცი? თუ, რა თქმა უნდა, მართლა წაიკითხე ::D
2015, 20 მაისი, 17:10
ძალიან საინტერესო იყო )))) არ ვიცოდი ნამდვილად ))
0 1 2