x
image
მანჩო 777
ყველაზე უცნაური ანატომიური ტანსაცმელი, რაც კი ოდესმე გინახავთ
თანამედროვე დიზაინერები სულ უფრო და უფრო მეტად გვაოცებენ თავიანთი გამომგონებლური ნიჭითა და კრეატიულობით. ხანდახან მათ მიერ შექმნილი ნივთები ყოველგვარი ფანტაზიის ზღვარს სცილდება. ასე, მაგალითად, ამ ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს ანატომიური ხასიათის ტანსაცმლის შექმნა. ეს შეიძლება იყოს როგორც ადამიანის სხეულის ნაწილებით დახატული მაისურები, ასევე ფეხსაცმელი, რომელიც ფეხის ფორმას იმეორებს, ან სულაც თავის ფორმის მუზარადი, აღარაფერს ვამბობ შემზარავი შესახედაობის კბილებიან ფეხსაცმელებსა და ტვინის ფორმის ქუდზე. რომ მოიფიქრო და მერე ჩაიცვა ასეთი "შედევრები", ნამდვილად ორიგინალური ადამიანი უნდა იყო და არც საზოგადოებრივ აზრს უნდა აქცევდე ყურადღებას.

როცა უყურებთ ამ ნივთებს, ფიქრობთ, როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს თავში ასეთი რამის შექმნა ან რას შემოგვთაზებს კრეატიული მოდა წლების შემდეგ? -ალბათ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.

მაშ ასე, მინდა შემოგთავაზოთ 15 ფოტოსურათი, რომლებზეც დიზაინერების "შედევრები" -ანატომიური ტანსაცმელი და ფეხსაცმელია აღბეჭდილი.


image



1. ფეხსაცმელი იმისათვის, ვისაც პედიკურის გაკეთება დაეზარა


image


2. ასეთი ზურგჩანთით ნეტავ როგორ უნდა გამოხვიდე ქუჩაში?


image


3. ჰალსტუხი თურმე ყოველთვის როდია სოლიდური


image


4. არ გინდათ მაისური ბანჯგვლიანი ღიპით?


image


5. ბუნებამ ლამაზი მკერდით დაგაჯილოდოვათ?- მაშინ მისი გამოჩენა ღირს


image


6. ტვინის ფორმის ქუდი----ბებიამ მოუქსოვა


image


7. თავის სხეულზე კიდევ ერთ სხეული აცვია


image


8. თასმებით შეკრული ფეხები


image


9. მაისური "ძველი" ბიჭებისათვის


image


10. თავის ფორმის მუზარადი


image



11. ეს ფეხსაცმელი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც დიდი ზომის ფეხი აქვს და ვიზუალურად სურს დაპატარავება


image


12. ფეხსაცმელი საშინელებათა ფილმების მოყვარულთათვის


image


13. რა სიმპათიური სამაჯურია, არა?


image


14. ფეხსაცმელები სტომატოლოგებისათვის


image


15. აბა გაბედეთ და ამ მაისურში ჩაცმული გამოდით ქუჩაში


image


ეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სცილდება იმ ჩარჩოებს, რის ყოველდღიურად ტარებასაც ჩვენ მიჩვეული ვართ. დარწმუნებული ვარ, თუკი რომელიმე თქვენგანი ამ კოლექციიდან რომელიმეს ჩაცმას გაბედავს, გარშემომყოფთა ყურადღება მას გარანტირებული ექნება.

13
1521
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1521
  
2016, 19 მაისი, 16:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 16 მაისი, 10:29
მდაა საინტერესოა
2015, 21 აგვისტო, 18:39
სამაჯურს ვერ გავიკეტებდი
2015, 19 მაისი, 16:51
გეთანხმები, ინ :)
2015, 19 მაისი, 16:50
საშინელებაა
2015, 19 მაისი, 15:01
რა საძაგლობაა, შორს ჩემგან :D
2015, 19 მაისი, 14:57
სამაჯური :D
2015, 19 მაისი, 14:55
რავიცი, ამის ჩაცმის რა მოგახსენოთ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10