x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
პროდუქტები, რომლებიც სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს


image

კვება და სექსუალური ლტოლვა მჭიდრო დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან - გასტრონომიული პროდუქტებით ლიბიდოს "გამოღვიძების" შესახებ ექსპერიმენტები დღემდე გრძელდება. ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა, მაგალითად ღვინო და ხამანწკები, ასეულობით წლებია მიჩნეულია ძლიერ აფროდიზიაკებად. გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტს, რომელთა შესახებაც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სქესობრივი ლტოლვის სტიმულირებას ახდენს.


1. შავი შოკოლადი

image

შავი შოკოლადი - კლასიკური აფროდიზიაკი, რომლის თვისებები უკვე დიდი ხანია ეჭვქვეშ აღარ დგას. ეს უგემრიელესი პროდუტი შეიცავს ფენილეთილამინსა და სეროტონინს, რომლებიც ემოციური სითბოსა და სიმპათიის წარმოქმნას უწყობს ხელს და შეყვარებულობის გრძნობას იწვევს. მარამ ეს ყველაფერი არაა - შოკოლადი შეიცავს კოფეინსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აჩქარებს და ლიბიდოს "აღვიძებს", შესაბამისად, ზრდის სექსუალობას. ბრიტანელი მეცნიერების დასკვნის მიხედვით, თავად შოკოლადის ჭამის პროცესი (პირში ნაზი ლღობა) იწვევს გულისცემის აჩქარებას და თითქმის იგივე შეგრძებებს, რასაც ხანგრძლივი ვნებიანი კოცნის შემდეგ განიცდის ადამიანი. თუმცა ყოველივე ეს მხოლოდ და მხოლოდ დიდი რაოდენობით კაკაოს შემცველი, შავი შოკოლადის თვისებაა. რძიანი ან თეთრი შოკოლადი, ან თუნდაც შოკოლადის ნამცხვარი ან ტორტი გაახარებს გემოს რეცეპტორებს, მაგრამ დიდი რაოდენობით შაქარი და ცხიმი, რომელსაც ისინი შეიცავს, "შესანსლავს" თქვენს ენერგიას და სანაცვლოდ მხოლოდ ზედმეტ კალორიებს დაგიტოვებთ.


2. ჟელატინი

image

სექსი - ფიზიკური აქტივობის ის სახეობაა, რომელიც დიდი ენერგიის ხარჯვასთანაა დაკავშირებული და დამატებით დატვირთვას აძლევს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, განსაკუთრებით სახსრებს. კოლაგენი არის ის ნივთიერება, რომელსაც ძალუძს სახსრების ელასტიურობისა და მოქნილობის ამაღლება. მისი მიღება ორგანიზმს შეუძლია ჟელატინის შემცველი პროდუქტებიდან. 1998 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამგვარი პროდუქტების მოხმარებამ შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მოახდინოს ტრავმირებულ სახსრებზე. ამას გარდა, კოლაგენი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას და ააქტიურებს რეგენერაციულ პროცესებს სახსრებში. შედარებით დაბალკალორიულობის მიუხედავად ეს დესერტი დაგეხმარებათ იყოთ მოქნილები და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება სქესობრივი აქტისგან შემდგომი ფიზიკური დისკომფორტის გარეშე.


3. წითელი ღვინო

image

წითელი ღვინო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აფროდიზიაკია. იგი ერთგვარი "კატალიზატორია", რომელიც გემრიელი და ნოყიერი ვახშმის შემდეგ საწოლისკენ მიმავალ გზაზე წარმატებით გადაგიყვანთ. ამასთან, წითელი ღვინო ბევრი ალკოჰოლური სასმელისგან განსხვავებით, დაბალკალორიულობითა და სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა.


4. ხამანწკები
image


დიახ, ამ დელიკატესმა დამსახურებული ადგილი მიიღო სექს-სტიმულატორი პროდუქტების სიაში. მისი უმი სახით მოხმარება ორგანიზმს ყველა საჭირო მინერალებით უზრუნველყოფს და ძალას მატებს. ამ ყველაფერზე ფაქტები თავისთავად მეტყველებს: 1 უნცია უმი ხამანწკა ადამიანს რკინის დღიური ნორმის 10%-ით და B12 ვიტამინის - 92%-ით უზრუნველყოფს. ხამანწკები განსაკუთრებით მდიდარია თუთიით: იგივე რაოდენობით ხამანწკა ამ მიკროელემენტის დღიური ნორმის 170% -ს უზრუნველყოფს (ეს ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა მამაკაცებისთვის, რადგან თუთიის ნაკლებობა პირდაპირ გავლენად ახდენს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის კლებაზე და, შესაბამისად, სექსუალურ აქტივობაზე). ამას ისიც ემატება, რომ ხამანწკის მიღებისას დამატებით იღებთ ვიტამინების ისეთ კომპლექსს, როგორიცაა მაგნიუმი, ფოსფორი, ვიტამინი D, ომეგა-3.



5. შვრიის ფაფა
image


ალბათ გგონიათ, რომ ეს ხუმრობაა! სულაც არა. შვრია არის წყარო ბეტა-გლუკანის - ნივთიერების, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას. ქოლექსტერინის რეგულირება საგრნობლად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ამაღლებს იმუნიტეტს და ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს. შვრია ასევე მდიდარია მაგნიუმითა და სელენით, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონების გამომუშავებასა და რეგულირებას.


6. ბანანი

image

მაღალი კვებითი ღირებულების გარდა, ბანანი არის დიდი რაოდენობით ვიტამინებისა და მინერალების წყარო. მასში შემავალი კალიუმი და ფოლის მჟავა უზრუნველყოფს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის აქტივირებას და უჯრედების განახლებას. ამას გარდა, თუ გადაწყვეტთ ბავშვის გაჩენას, ბანანის შეტანა ყოველდღიურ რაციონში ზრდის კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსს და ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას. ოლიგოსაქარიდები, რომელსაც ეს ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს, ახდენს ორგანიზმში კალციუმის მეტაბოლიზმის რეგულირებას და ზრდის ძვლის სიძლიერეს - შესაბამისად, თქვენ აღარ მოგიხდებათ კამასუტრის ფირცლების შლა უსაფრთხო პოზიციების ძიებაში.


7. წიწაკა ჩილი

image

თუ გსურთ დაუვიწყარი, ვნებიანი ღამე გაატაროთ პარტნიორთან, ნუ შეგეშინდებათ მანამდე კერძში დიდი რაოდენობით წიწაკის დამატებისა და პირის დაწვის. კაფსაიცინს - ნივთიერებას, რომელიც წიწაკიანი საჭმლის მიღების შემდეგ პირის ღრუში უსიამოვნო შეგრძნების პროვოცირებას ახდენს - აქვს თერმოგენული ეფექტი და ამაღლებს მეტაბოლურ აქტივობას. ამგვარად, თავისუფლდება დიდი რაოდენობით ენერგია და აქტიურდება კალორიების წვის პროცესი. კაფსაიცინი ცხიმში ხსნადია: მცირე ოდებით იგი შეიწოვება კანში ან ლორწოვან გარსში, იწვევს მსუბუქ გაღიზიანებას და ამაღლებს მგრძნობელობას. სცადეთ აკოცოთ პარტნიორს წიწაკიანი სოუსის მირთმევის შემდეგ - თქვენ აუცილებლად იგრძნობთ განსხვავებას.



4
303
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
303
  
2015, 20 მაისი, 9:55
გმადლოობ:)
2015, 20 მაისი, 1:13
გავაზიარეეე
2015, 19 მაისი, 16:28
ეუფ ))
2015, 19 მაისი, 15:31
ლუდიც ... :დ
0 1 4