x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტესტი ლოგიკაზე

პროფესორი ეკითხება სტუდენტს.


პროფესორი: თვითმფრინავში იყო 500 აგური, ერთი ჩამოვარდა. რამდენი აგური დარჩა თვითმფრინავში?

სტუდენტი: ძალიან მარტივია 499 აგური დარჩა.

image






პროფესორი: შემდეგი კითხვა. სამი მოქმედებით როგორ ჩავსვათ სპილო მაცივარში?

სტუდენტი: 1. ვაღებთ მაცივრის კარს. 2. ვსვამთ სპილოს მაცივარში. 3. ვხურავთ მაცივრის კარს.

image






პროფესორი: შემდეგი. როგორ მოვათავსოთ ირემი მაცივარში ოთხი მოქმედებით?

სტუდენტი: 1. ვაღებთ მაცივრის კარს. 2. გამოგვყავს სპილო მაცივრიდან. 3.ჩავსვამთ ირემს მაცივარში. 4. ვხურავთ მაცივრის კარს.


image






პროფესორი: მშვენიერია. შემდეგი შეკითხვა. ცხოვლების მეფეს, ლომს აქვს დღეობა. უკლებლივ ყველა ცხოველი მოვიდა ერთის გარდა. რატომ არ მოვიდა ის ცხოველი?

სტუდენტი: იმიტომ რომ ირემი ისევ მაცივარშია.

image







პროფესორი: შესანიშნავია! გავაგრძელოთ. შეუძლია ბებოს ნიანგებით სავსე ჭაობი გადასცუროს?

სტუდენტი: რა თქმა უნდა შეუძლია. ყველა ნიანგი ხომ ლომის დღეობაზეა.

image






პროფესორი: გილოცავ! ბოლო შეკითხვა დამრჩა. ბებო შევიდა ჭაობში, სადაც ნიანგები მართლაც არ იყვნენ, მაგრამ მაინც მოკვდა. რა დაემართა?


სტუდენტი:??? დაიხრჩო?

image






პროფესორი: არა, სამწუხაროდ მას დაეცა აგური, რომელიც თვითმფრინავიდან ჩამოვარდა.

სტუდენტი: :@@@@@

image







პროფესორი: გადაბარებაზე მოხვალთ!

image
















2
236
6-ს მოსწონს
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
236
  
2015, 20 მაისი, 23:36
აი ასეთი ლოგიკააა სასწავლებლებში გამოცდაზე :))))))))))))
2015, 18 მაისი, 19:37
კარგი იყო :D
0 1 2