x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
კაცი, რომელიც 27 წელი სასჯელს უსამართლოდ იხდიდა, გაამართლეს
ზოგჯერ ცხოვრება ძალიან სასტიკია ადამინების მიმართ, თენდება დღე და ვერც კი წარმოვიდგენთ ისეთ შემთხვევას შეიძლება გადავეყაროთ, რომელიც მთელს ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად ცვლის ცუდისკენ ან კარგისკენ, წინასწარ კი არავინ უწყის... ბევრის ფსიქიკა კი ამ მოულოდნელ დარტყმას ვერ უძლებს, იშვიათ გამონაკლისს კი ყოფნის ნებისყოფა მომხდარს მშვიდად გაუმკლავდეს და არ გაუსწროს მოვლენებს ცუდი ფიქრებით.


დღეს კი მინდა მოგიყვეთ მეტად სულისშემძვრელი და წარმოუდგენელი ამბავი იმ ამბავთა შორის, რაც კი შეიძლება ადამიანს მოულოდნელად და უსამართლოდ თავს დაატყდეს. 17 წლის ვინმე Kwame Ajamu ა.შ.შ-ს ქალაქ Cleveland-ში მკვლელობისთვის დააპატიმრეს, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა და პატიმრობაში 27 წელი უსამართლოდ გაატარა.

image

image



რა მოხდა სინამდვილეში 1975 წელს?


1975 წელს ა.შ.შ-ს ქალაქ Cleveland-ში ბიზნესმენ-კოლექციონერ Harold Frank-ს ფულის გამოძალვის მიზნით მაღაზია Fairmount-ის წინ თავს დაესხა სამი პიროვნება, რომელთაც სცემეს მსხვერპლი, გაძარცვეს, მჟავა შეასხეს და საქმის დასრულების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ამის შემდეგ კი ტროტუართან მდგარი მწვანე ავტომობილით მიიმალნენ.

imageimage

ფაქტს ჰყავდა თვითმხილველი 12 წლის Eddie Vernon-ი. მოწმის ცრუ ჩვენების საფუძველზე კი სრული გამოძიების გარეშე დააკავეს ყველა ეჭვმიტანილი- აჯამუ 20 წლის ძმასთან Wiley Bridgman-თან და 19 წლის მეგობართან Ricky Jackson-თან ერთად, თუმცა მათგან არცერთი მათგანი არ იყო დამნაშავე. 12 წლის ედის მტკიცებულებით მომხდარ ფაქტს შეესწრო და ნახა მკვლელობის ადგილას აჯამუ ძმასთან და მეგობართან ერთად, თუ როგორ ესროლეს ბიზნესმენს კონკრეტული იარაღიდან და მწვანე ავტომობილით გაიქცნენ. სინამდვილეში იმ დროს იმყოფებოდა სკოლიდან შინ მიმავალ საბავშვო სკოლის ავტობუსში, გასროლის ხმაზე კი ინტერესის მიზნით მივიდა მკვლელობის ადგილას და ვერანაირ ფაქტს ვერ შეესწრო, მხოლოდ მოკლული Harold Frank-ი დახვდა. სასამართლოზე სულ სამი ჩვენება მისცა და სამივე ერთმანეთისგან განსხვავებული. თუმცა, საკმარის მიზეზად მიიჩნიეს პროკურორმაც და მოსამართლემაც და სამივე სკვდილმისჯილს სასჯელი ხანგრძლივი პატიმრობით ჩაუნაცვლეს.


2013 წლის აპრილში Eddie Vernon-ი 50 წლის ასაკში ნარკოტიკული დანაშაულისა და მწვავე ავადმყოფობის გამო საავადმყოფოში აღმოჩნდა და გულმხურვალე ცრემლებით მოინანია თავის მოძღვართან და განაცხადა, რომ 38 წლის გამომძიებლისგან "შანტაჟირების" მიზნით მისცა სასამართლოზე ცრუ ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის მშობლებს შეექმნებოდათ საფრთხე, სინამდვილეში კი ეს სამი ადამიანი სრულიად უდანაშაულოა. ეს ყველაფერი კი მოგვიანებით წერილობით გადასცა სასამართლოს.


ოლქის პროკურორმა Tim McGinty-მ განაცხადა, რომ უზარმაზარი მსხვერპლის გამო კონპენსაციის მიზნით თითოეული დაზარალებული, ოჰაიოს სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ციხეში გატარებული ყოველი წლისათვის 40 000 $-ს მიიღებს, რაც ჯამში 4, 1 მილიონს უდრის. Wiley Bridgman-ი და Ricky Jackson-ი თითქმის 40 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ხოლო თავად Ronnie Bridgman-ი იგივე Kwame Ajamu კი დროზე ადრე, 2003 წელს, სიკვდილმისჯილთა საკანში 27 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს და როდესაც სამშობლოში მიდიოდა და სწორ ავტობუსს ვერ ნახულობდა, სწორედ მაშინ გაიცნო ქალი, რომელიც შეუყვარდა და ერთი წლის შემდეგ ცოლად შეირთო.

image


ძალიან ემოციური სცენა გაიმართა სასამართლოზე მაშინ, როდესაც მოსამართლე პატიმრების უდანაშაულობას აცხადებდა, დარბაზში მყოფთაგან ცრემლი ვერცერთმა მათგანმა ვერ შეიკავა, თავად მოსამართლე კი ამ ყველაფრის შემდეგ აჯამუს გულმხურვალედ ჩაეხუტა.

image

imageimage



















image

image


"მე გამძარცვეს, ჩემი ცხოვრება და სული წაიღეს, მოკლეს ის ყველაფერი, რისიც ოდესმე მწამდა. მე ძალიან ბევრი რამ მინდოდა, იქნებ სულაც დღეს თქვენს წინაშე კარგი გამომძიებელი ვყოფილიყავი, ან თუნდაც ბარაკ ობამა?! თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ კი ოდესმე გადავეყრები სადმე "Eddie Vernon"-ს, მტრად არ გადავეკიდები, მიპატიებია მისთვის ის ცრუ ჩვენება, მესმის მისიც... მე მხოლოდ ჩემი მეუღლე მაბედნიერებს, რომელიც ჩემი დიდი მხარდამჭერი და მეგობარია"- ამბობს აჯამუ.



Ricky Jackson და Wiley Bridgeman.

imageimageimageimage

2
1113
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1113
  
2015, 27 ივლისი, 12:40
ჰოო ინ, მეც სულ ემოციებით ვწერე :( დიდსულოვანი და ნებისყოფით სავსე ყოფილა, ბევრი ამას ვერ გაუძლებდა.
2015, 27 ივლისი, 12:37
ცრემლებით წავიკითხე
0 1 2