x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად
წყალი, ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელობით მეორე ნივთიერებაა ჟანგბადის შემდეგ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის თითქმის 2/3 შედგება წყლისგან. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს 4 კვირა, მაშინ, როცა წყლის გარეშე იგი ვერ გაძლებს არაუმეტეს 7 დღისა. წყალი დაბერების პროცესის ინდიკატორია. ბავშვის ორგანიზმი დაბადებიდან ერთი წლის ასაკამდე შეიცავს 80-85% წყალს. 18 წლის ასაკისთვის, ორგანიზმში წყლის შემცველობა მცირდება 65-70%-მდე, ხოლო მოხუცებულობაში 25%-მდე.

image

ბევრი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ ახლგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ორგანიზმის ხარისხიანი წყლით და იმ რაოდენობით მომარაგებაშია, რომელიც აუცილებელია ნორმალური ნივიერებათა ცვლის პროცესისთვის. წყალი უნივერსალური გამხსნელია, იგი ასრულებს „სატრანსპორტო სისტემის“ როლს (გადააქვს მკვებავი ნივთიერებები, ანტისხეულები, ენზიმები, მეტაბოლიზმის პროდუქტები და ა.შ), გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესის პროდუქტები და ხელს უწყობს თერმული წონასწორობის შენარჩუნებას.


წყალი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც გვხვდება უზარმაზარი რაოდენობით და ბუნებრივ პირობებში სამივე აგრეგატულ (ფიზიკურ) მდგომარეობაში - მყარი, თხევადი და აირადი (ორთქლი).



ХVIII-ე საუკუნის შუა პერიოდამდე, წყალი ითვლებოდა დაუყოფელ ნივთიერებად. მხოლოდ 1783 წელს, ფრანგი ქიმიკოსი ანტუან ლორან ლავუაზიე მივიდა დასკვნამდე, რომ წყალს რთული აგებულება გააჩნია და მის შემადგენლობაში შედის წყალბადი და ჟანგბადი. ამის შემდეგ, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წყალს ყველა თვლიდა უსუნო, უგემო და უფერო შენაერთად, რომლის აღწერაც შეიძლებოდა ერთადერთი შესაძლებელი ფორმულით - წყალბადის ოქსიდი - H2O.

imageთუმცა, 1932 წელს, მთელს მსოფლიოში გავრცელდა სენსაციური ცნობა, რომ ბუნებაში ჩვეულებრივი წყლის გარდა, არსებობს ეგრეთ წოდებული მძიმე წყალი. ხოლო დღესდღეობით ცნობილია, რომ წყლის იზოტოპური ნაირსახეობა შეიძლება იყოს 135.


მაშასადამე, წყალი ერთადერთი უპირველესია ჩვენი სასიცოცხლო ფაქტორებიდან. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ცნობების დაწერა შეიძლება მასზე, აღარ განვავრცობ სტატიას და პირდაპირ თემაზე გადავალ, რომ თუ სწორად არ გამოვიყენებთ წყალს, ის ზიანს მოუტანს ჩვენს ორგანიზმს, უფრო კონკრეტულად კი, ყინულიან ცივ წყალს შეუძლია თქვენი საკვები მომწამვლელი გახადოს.

image
საბჭოთა პერიოდის დროს რენტგენოლოგიაში პროფესორი Lindelof denbraten-ის პრაქტიკაში 1969 წელს ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი: ბარიუმის ფაფის მონელების პროცესი კუჭში უნდა დაეფიქსირებინათ რენტგენით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფაფა მანამდე ტოვებს კუჭს, ვიდრე მასზე დაკვირვება განახორციელა პროფესორმა. ამ ყოველივეს მიზეზი კი გახდა მაცივრიდან გამოდგმული საკვები, რომელიც გაცხელების გარეშე მოხვდა კუჭში- ცივ მდგომარეობაში. ამ ფაქტით დაინტერესებულმა პირებმა კი მოახდინეს ექსპერიმენტების ჩატარება და დაადგინეს, რომ თუ საკვებს მივირთმევთ ცივ წყალთან ან ნებისმიერ ცივ სასმელთან ერთად, მაშინ კუჭის მონელების პროცესი, რომლიდან 4-5 საათი ერთ-ერთი ნორმალური დროა, საგრძნობლად, 20 წუთამდე შემცირდება. ამგვარი კვების სისტემატიურობა კი ხელს უშლის ნორმალურ მონელებას და იწვევს ნაწლავების დაავადებას- ხრწნას. ასევე აღსანიშნავია, რომ სიმსუქნის წინაპირობაა.


აქვე კი (თვითონ სტატიიდან გამომდინარე, რომელიც ვთარგმნე) მინდა უცვლელად დავწერო ისიც, რომ "McDonald's"-მა ხრიკებით საკმაოდ ბევრი გამოიმუშავა, რადგან მომხმარებელს სთავაზობს "ბუტერბროდს, ჰამბურგერსა და ჰოთდოგს" გამაგრილებელ, ცივ სასმელებთან ერთად, რომელთა გავლენის გამო საკვები კუჭიდან მალევე გამოიდევნება, მალევე იღვიძებს შიმშილის გრძნობა და გიჩნდებათ ჭამის სურვილი კვლავ. რაც არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციას და იწვევს გასუქებას.

image


არადა ცხელი სასმელები- ყავა, ჩაი და ა.შ კვების დროს მაღალი ღირებულებებით ხასიათდება, თუმცა რატომღაც მათ არავინ არეკლამებს და თვალში მხოლოდ ცივი კოკას, პეპსის და სხვათა ნათელი პლაკატები გვედება, რომლებიც როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნე, ხელს უშლის საკვების სწორ მონელებას და აღარ ხდება ორგანიზმის მიერ ცილებისა და სხვა ნივთიერებების ათვისება. ამიტომ მათ საყურადღებოდ, ვინც სისტემატიურად მიირთმევს საკვებთან ცივ სასმელებს, იცოდეთ, რომ ცილები არ გაიხლიჩება ამინომჟავებად. შედეგად კი გამოიწვევა ნაწლავების ანთებითი პროცესები, კოლიტი, მუცლის ტიფი, დისბაქტერიოზი.


იგივე შეიძლება ითქვას ნაყინის დესერტად მირთმევაზე და ის ვითომ ფაქტიც, რომ ცივი წყალი კლავს წყურვილის გრძნობას, მცდარი მოსაზრებაა, ვინაიდან ყველა სითხე, რაც ორგანიზმში ხვდება, უნდა იქნას ორგანიზმის მიერ გათავისებული და მისი მიღების შემდეგ წყურვილის გრძნობის გაქრობას დაჭირდება იმდენი დრო, რამდენიც მიღებული სითხის 36, 6 სხეულის ტემპერატურამდე გათბობას. ამრიგად, ნუ დალევთ ცივ სითხეებს ჭამის წინ და შემდგომ, თუმცა რეკომენდაციას ზოგადად ჭამის წინ და შემდგომ პერიოდზე, არც ოთახის ტემპერატურის სითხეების მიღებაზე გვაძლევენ.

image


გთავაზობთ სქემას, თუ რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში, ჩვენი სხეულის წონიდან გამომდინარე.

image



P.S. ამით დროებით დაგემშვიდობებით და გისურვებთ ჯანმრთელობას.


12
14737
32-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
14737
  
2015, 19 აგვისტო, 12:22
გაიხარე შენ.
2015, 19 აგვისტო, 11:53
უამრავი პლიუსი შენ, ძალიან კარგი სტატიაა და სასარგებლო. დავალაიქე
2015, 11 ივლისი, 11:49
გმადლობთ. პივას, ღვინოს და არაყს რაც შეეხება ლოგიკურია, რომ დღეში 2-3 ლიტრის მიღება მავნებელი იქნება, თუმცა მათ შემთხვევაში რა და როგორაა ზუსტად ამ კონკრეტულ მომენტში ვერ გეტყვით.
2015, 11 ივლისი, 10:25
არ ვიცოდი. საინტერესო იყო! ყოჩაღ სტატიის ავტორს. ერთი ის მაინტერესებს ეგ პივაზე ღვინოზე და არაყზეც ვრცელდება?
2015, 25 მაისი, 0:14
იიინ :* ჩემნაიროო, წყალი საერთოდ არ მიყვარს თU არ მომწყურდა, ძალიან ცოტას ვსვამ და ჭამის დროს მითუმეტეს, თუმცა მისი უვნებლობა კვების დროს, მეც ამ სტატიიდან გავიგე :)
2015, 25 მაისი, 0:13
მადლობა თაკო :*
2015, 24 მაისი, 23:24
Ai makush ra magari statiaa.namdvilad at vicodi ase male tu anelebda sakvebs civil wyali.tumca me civi wylis moyvaruli at var.magari statiaa
2015, 21 მაისი, 13:27
ძალიან ძალიან ძალიან საინტერესოა
2015, 20 მაისი, 18:45
მადლობა აჩიკუნა ;)
2015, 19 მაისი, 14:17
საინტერესო იყო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10