x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
როგორია მამაკაცის სილამაზის სტანდარტები სხვადასხვა ქვეყანაში (+ ფოტოები)
ბოლო დროს საინფორმაციო საშუალებებში სულ უფრო მეტი საუბარია იდეალური მამაკაცისა და ქალის სტანდარტებზე. მართალია, პირადად მე მიმაჩნია, რომ ისეთი ინდივიდუალური არსების, როგორიც ადამიანია, ზოგად სტანდარტებში მოქცევა მთლად გამართლებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ მაინც საინტერესო იქნება რას ფიქრობს ამაზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ამიტომ გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მამაკაცის სილამაზის სტანდარტების ამსახველ ფოტომასალას.

მაშ ასე, ასეთია იდეალური მამაკაცის "სახე" სხვადასხვა ქვეყნებში:

1. ამერიკის შეერთებული შტატები
image

მამაკაცის სილამაზის ამერიკული იდეალი გულისხმობს განიერ მხარ-ბეჭს, კარგად განვითარებულ ბიცეფსებსა და გულ-მკერდის კუნთებს. საკვანძო ტერმინია "V-ს მსგავსი" ფიგურა. ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ე.წ. ლამბერსექსუალი მამაკაცის სახე: წვერებითა და კუბოკრული ფლანელის პერანგით.


2. მექსიკა


image

"მაჩიზმი" ანუ "მამაკაცური შოვინიზმი" - მექსიკელი მამაკაცის უცვლელი და გარდაუვალი ატრიბუტია. კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცები, რომლებიც თავს მექსიკური კულტურის ტრადიციულ ღირებულებებთან აიგივებენ, აუცილებლად იყენებენ "მაჩიზმს" დომინანტურ სტრადეგიად საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში.


3. ბრაზილია
image
თეთრი მამაკაცები მიიჩნევიან უფრო მნიშვნელოვნად, გავლენიანად ვიდრე მუქკანიანები. ქერა, სწორი თმა აქ განსაკუთრებიტ ფასობს. გერმანიკული ნაკვთები ინტენსიურ რუჯთან ერთად ბრაზილიაში მამაკაცის სილამაზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად მიიჩნევა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა კარგად განვითარებულ კუნთებს.


4. სამხრეთ აფრიკა
image
საკვირველია, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ლამაზად ითვლება ღია ფერის კანი. 2014 წელს პოპულარულ აფრიკულ ჟურნალებში - Men’s Health South Africa და GQ South Africa - წარმოდგენილი მოდელების 70% თეთრკანიანია. თუ Google-ში "აფრიკის ყველაზე სექსუალური მამაკაცების" სურათების ნახვა დაგაინტერესებთ, ეკრანზე თეთრკანიანი მამაკაცები გამოჩნდება. რაღა გასაკვირია, რომ ამ ყველაფერის ფონზე სამხრეთ აფრიკაში კანის მოვლის საშუალებებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით ფერის გამაღიავებელი საშუალება სარგებლობს.


5. ნიგერია
image
აქ იდეალი ძლიერი და ჯანმრთელი ტანის მამაკაცია. მამაკაცურობის მნიშვნელოვანი ელემენტებია - ფიზიკური ძალა, მამაცობა, მფარველობა სუსტის მიმართ, საკუთარ თავში დარწმუნებულობა და ემოციების დაფარვა.


6. თურქეთი
image
ტრადიციული თურქული სილამაზის პორტრეტში სულ უფრო მეტად იჭრება რომანტიკის ელემენტები. სამეცნიერო ჟურნალში - Archives of Sexual Behavior- გამოქვეყნებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თურქი ქალები უპირატესობას ანიჭებენ უთმო მკერდის მქონე მამაკაცებს. ამიტომ, თურქი მამაკაცებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა ტანზე თმის მოშორება.


7. იტალია

image

იტალია მამაკაცური მოდის მექად ითვლება. იტალიელი მამაკაცები ატარებენ კარგად მომდგარ პიჯაკებს, არ ეშინიათ ფერებით ექსპერიმენტირების, თუნდაც ეს ისეთი ტრადიციული ქალური ფერები იყოს, როგორიცაა ვარდისფერი და იასამნისფერი.
Sprezzatura — ეს არის მამაკაცური სახის სპეციფიური მახასიათებელი, რაც დაუდევრობის ელემენტებს გულისხმობს. სწორედ ეს თვისება ასოცირდება ხშირ შემთხვევაში მამაკაცურ მომხიბვლელობასთან იტალიაში.


8. დიდი ბრიტანეთი
image
ინგლისელი მოდელები და პროფესიონალი ფეხბურთელები ხშირად მოჰყავთ იდეალური მამაკაცის მაგალითებად. დიდი პოპულარობით სარგებლობენ მამაკაცები მოვლილი თმით, გაპარსული ინტიმური ადგილებით. პოპულარულია ასევე ტატუს მქონე მამაკაცებიც.


9. ინდოეთი
imageთანამედროვე ინდოელი მამაკაცი უნდა გამოიყურებოდეს თავდაჯერებულად, უნდა ამტკიცებდეს სხვა მამაკაცებზე თავის უპირატესობას. სხვათა შორის, კანის ფერის გამაღიავებელი კრემი აქაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.


10. სამხრეთ კორეა
image

აქ აფასებენ შერეულ ტიპაჟს: გავარჯიშებული სხეული განვითარებული კუნთებით და ნაზი სახის ნაკვთებით. ასევე სტილურობა და მაკიაჟი. სამხრეთ კორეელ მამაკაცებში სულ უფრო პოპულარული ხდება პლასტიკური ქირურგია.


11. ფილიპინები


image
ფილიპინებში მამაკაცურობის ტრადიციულ ელემენტად ითვლება ოჯახისადმი დახმარება, სექსუალური მოწიფულობა და თვითკონტროლი. ბოლო დროს აქ სულ უფრო პოპულარული ხდება მეტროსექსუალობა.


12. ავსტრალია
image
ავსტრალიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, მამაკაცების უმრავლესობამ, შეკითხვაზე, რისი შეცვლას ისურვებდნენ საკუთარ თავში, სურვილი გამოთქვა, რომ იყოს უფრო მაღალი, ტანადი და ჰქოდენს მეტად განვითარებული კუნთები.



დაბოლოს, საინტერესო იქნებოდა, როგორია მამაკაცის სილამაზის სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში... თუმცა ეს უკვე თქვენთვის მომინდვია, ძვირფასო მკითხველნო.

5
371
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
371
  
2015, 29 მაისი, 11:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 21 მაისი, 13:07
არ მოგჩვენებიათ. მეც არ მომეწონა, როგორც ჩანს მთავარი აქცენტი მხოლოდ სახეზე აქვთ გადატანილი :D
2015, 18 მაისი, 17:31
რატომღაც არცერთი არ მომეწონა თუ მეჩვენება?!
2015, 17 მაისი, 22:14
:)))) აგვწყობია საქმე! :))
2015, 17 მაისი, 22:13
საქართველოში : ცოცარი :დ
0 1 5