x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
„იმედმა“ ყველა რეკორდი მოხსნა უზნეობისა და უმსგავსობის ქადაგებაში

image

სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართა ორგანიზაცია World Congress of Families-ის გასვლითი რეგიონული კონფერენცია.

მთავარი თემა იყი"დასავლური ცივილიზაცია და ტრადიციული ღირებულებები".კონფერენციის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოს
"დემოგრაფიული განვითარების ფონდი".

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მას სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.


კონფერენციაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები, კერძოდ შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან დიდი ბრიტანეთიდან და ხორვატიიდან.

კონფერენციაზე, აგრეთვე ფილმი „პატრიარქის“ ჩვენება გაიმართება.


ქართული მხრიდან სიტყვით გამოვიდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მიმართა:მინდა მივმართო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს, მის მეუღლეს
ქალბატონ ინა გუდავაძეს, მის დას ქალბატონ ნანა პატარკაციშვილს და ასევე
ბადრის ოჯახის ქონების მმართველ მოურავებს. თქვენი ოჯახის მიერ
კონტროლირებულმა ტელევიზია „იმედმა“ ბოლო დროს ყველა რეკორდი მოხსნა
საქართველოში უზნეობისა და უმსგავსობის ქადაგებაში. ამ საქმეში მან
სააკაშვილის „რუსთავი 2“-საც კი აჯობა. ჩვენი საზოგადოების მრავალი წევრი
გაოგნებული უცქერის იმ ვაკხანალიას, რომელიც „იმედის“ ეთერში მიმდინარეობს.
გრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ არ გესმით, რომ ამით თქვენ
არცხვენთ ბადრი პატარკაციშვილის სახელს. იმედი გვაქვს, რომ შეისმენენ
საზოგადოების წევრების და მათ შორის ჩემს არაერთ შეგონებას და
გამოასწორებენ მდგომარეობას თქვენს ტელევიზიაში".

image

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დასმულ კითხვაზე აქვს თუ არა
შესაძლებლობა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანს, იმუშაოს მის
მფლობელობაში არსებულ რომელიმე კომპანიაში, შეკითხვა ბიზნესმენმა
უკომენტაროდ დატოვა და აღნიშნა, რომ ისინი დღეს საქართველოს პატრიარქის
მიერ ოჯახის სიწმინდის დღის დაწესებას აღნიშნავენ.

3
75
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
75
  
2015, 17 მაისი, 22:51
მართალია ეს კაცი
2015, 17 მაისი, 21:50
ეს "იმედი" მართლა უზნეობის აპოგეეა,,
2015, 17 მაისი, 21:44
ცოტა ხანში ქუჩასი რო დაიწყებენ ზასაობას და როგორც საზღვარგარეთ არის მართლა პარადებს გამარტავენ მერე დაიცვან კიდე მაგათი უფლელები, ამათი დედაც.იქ სექსუალური უნცირესობებიო,რელიგიური უმცირესობებიო, ეროვნული უმცირესობებიო და ჩვენი მართლმადიდებელი ქართველების უფლებები კიდე ყველას ერთ ადგილას ჰკიდია.
0 1 3