x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
შეყვარებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე ულამაზესი გოგონა სიცოცხლეს გამოასალმა

"ქართველო ვაჟკაცო"! რატომ უკლავ დედას შვილს და შვილს დედას? ვინ მოგცა შენ ამის უფლება! ძალადობით მოპოვებული სიყვარული რაში გარგია?!

ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ძალადობა ქალებზე. გაბოროტებული მამაკაცები ვერ ეგუებიან ყოფილი ცოლებისგან, თუ შეყვარებულისგან უარს და ისე კლავენ რომ ხელიც კი არ უკანკალდებათ.

გუშინ, ღამით კიდევ ერთი ლამაზი გოგონა გახდა ძალადობის მსხვერპლი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში, 23 წლის გიორგი მჭედლიშვილმა, ეჭვიანობის ნიადაგზე თავის შეყვარებულს, 22 წლის გვანცა კილაძეს ბასრი დანით ყელი გამოჭრა. გარდაცვლილი გოგონა მეგობარმა აღმოაჩინა, რომელიც შოკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და თბილისის პსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება მკვლელს, იგი ქუჩაში იპოვა ხალხმა დასერილი, როგორც ჩანს ეს ჭრილობები მან თავის თავს თვითონ მიაყენა. მკვლელი სხეულზე მიყენებული ჭრილობებით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

imageimageimageimageimageimageimageimageimage

8
6382
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
6382
  
2015, 18 მაისი, 16:46
კი ნამდვილად.ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლე რა უფლებით წაართვა
2015, 18 მაისი, 16:37
შენი თქმის არ იყოს ამაზე ხელი როგორ უნდა აეწია და საერთოდ ასე სასტიკად როგორ მოიქცა, მართლა არ მესმის. რაც არ უნდა მოხდეს სასიკვდილოდ როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი.
2015, 18 მაისი, 0:49
არა გოგონაზე რომ თქვით აეკიდებაო არადა კლასელი ყოფილა
2015, 18 მაისი, 0:43
რას ვამბობ? ეგ რო კაცი ყოფილიყო მასეთ რამეს ჩაიდენდა?ახვარი კი არა უარესია მარა აქ არ დავწერ მაგდენს.მაგას მკურნალობა კი არა უნდა ჩაქოლო
2015, 18 მაისი, 0:32
ალეკსანრდე 13 რა იცით საქმის ვიტარება ასე რატომ ამბობთ...მკვლელობა და ძალადობა არის საშინელება
2015, 17 მაისი, 15:25
რა კარგი ბავშვია, ხელი როგორ აწია ამ ანგელოზზე :( აეკიდებიან ხოლმე ეგრე ათას ახვარს, მაგარი ბიჭები, რომ ჰგონიათ და იმიტო :(
2015, 17 მაისი, 14:50
რა საშინელებააა
0 1 8