x
image
worldsport.ge
სერია A-ს საგზური პირველად

imageიტალიის სერია A-ს მომავალი სეზონიდან კიდევ ერთი დებიუტანტი ეყოლება. "კარპის" შემდგომ ელიტარული ლიგის საგზური "ფროზინონემაც" პირველად მოიპოვა. 1928 წელს დაარსებულ გუნდს აქამდე ასეთი წარმატებისთვის არ მიუღწევია. "ფროზინონემ" სერია B-ს 41-ე ტურში საკუთარ მოედანზე "კროტონე" ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კონკურენტთათვის მიუწვდომელი გახდა.
ლაციოს რეგიონის წარმომადგენლებმა 41 ტურში 71 ქულის დაგროვება შეძლეს, რაც ისტორიული შედეგის მისაღწევად სრულიად საკმარისი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ რობერტო სტელონეს დამოძღვრილი გუნდი ერთი წლის წინ სერია B-ში ლეგა პრო-დან გადავიდა, ახლა კი უკვე სერია A-ს საგზური ირგუნა. “ფროზინონე” 65-ე გუნდი იქნება, რომელიც სერია A-ში ითამაშებს.



გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0