x
image
worldsport.ge
პიკე: "იუვე" რთული მეტოქეა"

imageკატალონიის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. იტალიურ გუნდზე და ფინალზე თავისი მოსაზრება კატალონიელთა მცველმა ხერდ პიკემ გამოთქვა, რომლის თქმითაც "იუვენტუსი" დიდი გუნდია და "ბარსელონა" ფავორიტი სულაც არაა.
"იუვენტუსი" ძალიან რთული მეტოქე იქნება. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და უდიდესი ისტორია აქვთ. ეს იტალიური გუნდია, მაგრამ დაცვით ფეხბურთს არ თამაშობს. მადრიდშიც კი მათ შემტევი ფეხბურთის სურვილი შევამჩნიე. ჩვენ ფავორიტები არ ვართ. ძალიან ემოციურად ვარ, მაგრამ ახლა ფინალზე არ ვფიქრობ. მანამდე ლა ლიგა და კოპა დელ რეი გვაქვს მოსაგები. ლიგის ფინალამდე კი თითქმის ერთი თვეა დარჩენილი", - განაცხადა პიკემ.
"იუვენტუსს" და "ბარსელონას" წლეულს ჰეთ-თრიქის შესრულებას შანსი აქვთ. "იუვემ" ჩემპიონატი უკვე მოიგო, "ბარსა" კი იგივეს გაკეთებასთან ძალზე ახლოსაა. ამასთანავე, ორივე გუნდს, ჩემპიონთა ლიგის პარალელურად, თავიანთი ქვეყნების თასის ფინალიც ელის.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0