x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გამარჯვებული თელაველი ბავშვები - მუსიკოს შემსრულებელთა მე-5 საერთაშორისო კონკურსზე’’-

არჩილ თხლაშიძე

13 მაისს, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებს მიხეილ ოთარაშვილს და ნათია ჯაჯანაშვილს უმასპინძლა. საკრებულოს თავმჯდომარემ მოსწავლეებს თურქეთში, ქალაქ სიდეში გამართულ “ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მე-5 საერთაშორისო კონკურსზე’’ მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, მადლობა გადაუხადა ქალაქის ღირსეულად წარდგენისათვის კონკურს-ფესტივალზე და სამომავლოდ მრავალი გამარჯვება და წარმატება უსურვა. გამარჯვებულებმა საკრებულოს თავჯდომარეს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადეს.
მიხეილ ოთარაშვილმა და ნათია ჯაჯანაშვილმა “ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მე-5 საერთაშორისო კონკურსზე’’ თავის ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს. თურქეთში კონკურსზე გამგზავრება კომპანიებმა “შატო მერემ’’ და „ლოპოტა რეზორტმა“ დააფინანსეს.

არჩილ თხლაშიძეაღსანიშნავია, რომ მიხეილი და ნათია ასევე, მონაწილეობდნენ “ი.ს. ბახის ეროვნულ კონკურსში’’ სადაც მთავარი პრიზები მოიპოვეს, ნათია ჯაჯანაშვილმა კანარის კუნძულებზე გამგზავრება, ხოლო მიხეილ ოთარაშვილი ვალერიან შიუკაშვილთან ერთად პარიზში კონცერტს გამართავს

0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0