x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ცნობილ ფილმებში დაშვებული შეცდომები, რომლებიც ღიმილს მოგგვრით
image
ზოგჯერ, ფილმის ყურებისას პაუზაზე დაჭერის შედეგად, შეიძლება მონტაჟთან დაკავშირებული მოულოდნელი შეცდომები აღმოაჩინო, რაც საბოლოო ჯამში, ფილმის ხარისხზე, ალბათ, არ მოქმედებს, მაგრამ დაკვირვებული მაყურებლის ღიმილს კი ნამდვილად გამოიწვევს. რას ვიზამთ, რეჟისორები და ოპერატორებიც ხომ ადამიანები არიან, შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. ჩვენ კი უბრალოდ თვალი გადავავლოთ ამ რიმილისმომგვრელ შეცდომებს.

1. The Usual Suspects: ბრაიან სინგერის მიერ 1995 წელს გადაღებული ფილმი. ერთი კადრიდან მეორეზე გადასვლაში, როგორც ჩანს, თვითმფრინავმა ორი ძრავა დაკარგა.
image

2. იგივე ფილმში, როგორც ვხედავთ, დარტყმა განხორციელდა მინის ზუსტად შუაში, მომდევნო კადრში კი ამ ადგილმა რატომღაც მარცხნივ გადაინაცვლა.
image

3. ფილმში Harry Potter and the Chamber of Secrets (2002), დაკვირვებული თვალი ლუციუს მალფოის თეთრი ფერის გრძელი პარიკის ქვეშ ადვილად შეამჩნევს მსახიობის მოკლედ შეჭრილ მუქ თმას.

image


4. Harry Potter and the Philosopher's Stone: უცნაურია, მაგრამ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ნადიმის დროს თავიდან პოტერი მაგიდის მარჯვნივ ზის, ხოლო როცა სუფრაზე კერძები შემოაქვთ, რატომღაც მარცხნივ აღმოჩნდება.
image

5. Titanic (1997): ხომალდის ჩაძირვის დროს, გემბანის საპირისპირო მხრიდან ჩვენებისას, მთელი რიგი აღჭურვილობა გამქრალია.
image

6. ისევ ტიტანიკი: შეჩერებულ კადრში ნათლად ჩანს, როგორ მოხვდა როუზის მიერ მოქნეული ნაჯახი ჯეკს ხელზე.
image
7. ფილმში The Bourne Identity (2002) ჩხუბის დროს საზღვაო ქვეითს ქუდი ძვრება, მომდევნო კადრში კი იგი ისევ თავზე ახურავს.
image

8. იგივე ფილმში საათი ერთი კადრიდან მეორეში მარცხენადან მარჯვენა მაჯაზე გადადის.
image

9. Terminator 2: Judgment Day (1991): პოლიციის ერთსა და იმავე მანქანას ნომერი ფილმში რამდენჯემე ეცვლება.
image

10. Swordfish (2001): მანქანის საზურგის თავი ერთი კადრიდან მეორეში თავისთავად იწევა.
image

11. The Lord of the Rings: The Return of the King (2003): შრამი ფროდის მარცხენა ლოყიდან მარჯვენაზე გადაინაცვლებს.
image

12. Terminator 3: Rise of the Machines (2003): ჰიდროპლანი აფრინდება ერთი ნომრით, ფრენას კი განაგრძობს სხვა ნომრით.
image

13. American Pie (1999): ჭიქა კადრიდან კადრში ფერს იცვლის.
image

14. Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl (2003): კადრში ფილმის გმირებთან ერთად კარგად ჩანს გადამღები ჯგუფის წევრი თეთრი მოკლესახელოიანი მაისურითა და მზის სათვალით.
image

15. Commando (1985): პორშე, რომელშიც შვარცნეგერი ზის ძლიერადაა დაზიანებული, მომდევნო კადრში კი სასწაულებრივად სწორდება ყველაფერი.
image

16. Gladiator (2000): გლადიატორთა ბრძოლის დროს ერთ-ერთი ეტლი გადაბრუნდება. მტვრის გაფანტვის შემდეგ კადრში ნათლად ჩანს გაზის ბალონი.
image

17. Ocean's Eleven (2001): ბრედ პიტის ხელში ჭიქა მეორე კადრში თეფშად იქცევა, მომდევნო კადრში კი - ისევ ჭიქად.

image

18. "ლამაზმანი" - კრუასანი, რომელსაც ჯულია რობერტსის გმირი მიირთმევს, მომდევნო კადრში ოლადით იცვლება.


image

19. "შიმშილის თამაშები" - მგონი კიტნისი აქ რაღაცას არასწორად აკეთებს...

image

20. "ვარსკვლავური ომები" - დააკვირდით, ერთ-ერთი ძალიან მაღალია და კარს თავს არტყამს.

image

21. "ადამიანები შავებში" - ამ კადრზე აშკარად ჩანს აგენტ კეის უსაფრთხოების თოკები.

image

22. "ბინდი" - ნახეთ, მანქანის საქარე მინაზე ნათლად ჩანს მიკროფონი.

image

23. "ადამიანი-ობობა" - ამ ეპიზოდში მერი ჯეინს იატაკზე დასხმულ წვენზე დაუცურდება ფეხი, მომდევნო კადრში კი წვენი აღარსად ჩანს.

image

5
3394
14-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3394
  
2016, 8 თებერვალი, 19:33
ხო შემეშალა, ნინძაში კი არა ნინძა 2 -შია ეგ შEმთხვევა
2016, 8 თებერვალი, 19:32
კიდევ ის გამოგრჩა, სკოტ ედკინსი რომ გამოდის ფილმში ნინძა -ში, ტაქსით რომ მგზავრობს, ტაქსს საქარე მინას უმსხვრევენ ერთ მომენტში და როცა სკოდი მივა დანიშნულების ადგილას, ტაქსის შუშა მთელია :D
2015, 11 ივნისი, 15:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 14 მაისი, 22:40
მადლობა :)
2015, 14 მაისი, 19:40
ძალიან კარგი იყო
0 1 5