x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიახლე მედიცინაში- ახალი თერაპიის წყალობით უსინათლოები თვალის ჩინს აღიდგენენ
თვალი (ლათინურად oculus) მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში. ანატომიურად და ფუნქციონალურად სამი ნაწილისგან შედგება: პერიფერიული ორგანოების, გამტარი გზებისა და მხედველობის ცენტრებისაგან.

image

ერთ-ერთი აუცილებელი ორგანოა ადამიანის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. თუმცა ჩვენს დღევანდელ რეალობას თან ახლავს თვალის უამრავი და შეიძლება ითქვას ნაადრევ ასაკში გამოწვეული დაავადებები, როგორიცაა მაგალითად გლაუკომა. გლაუკომა არის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის ნერვის შეუქცევად დაზიანებას და მხედველობის ველის შევიწროვებას, რაც საბოლოოდ ხდება სრული სიბრმავის მიზეზი. ამიტომ მის დროულგამოვლენას და სათანადო მკურნალობას ზოგადი პროფილის ექიმის ან ოფთალმოლოგის მიერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გლაუკომის დროს თვალშიგა წნევა ნორმაზე მეტია. თვალის კაკალს კი გარკვეული წნევა სჭირდება ფორმის შენარჩუნებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, თვალში გამომუშავდება თვალშიგა სითხე ანუ წყალწყალა ნამი, რომელიც უზრუნველყოფს თვალის უსისხლძარღვო სტრუქტურების კვებას. წყალწყალა ნამი სპეციალური სადრენაჟო აპარატით გაედინება თვალიდან სკლერალურ სისხლძარღვებში. ნორმაში არსებობს მუდმივი ბალანსი წყალწყალა ნამის წარმოქმნასა და მის გადინებას შორის, რაც უზრუნველყოფს თვალშიგა წნევის ნორმის ფარგლებში არსებობას (15–20 მმ ვწყ. სვ.). აღნიშნული ბალანსის დარღვევა (სითხის გამომუშავება მატულობს ან გადინებაა შეფერხებული) იწვევს წყალწყალა ნამის დაგროვებას თვალში და მისი ქსოვილების (განსაკუთრებით მხედველობის ნერვის) დაზიანებას, რაც საბოლოოდ ხდება სიბრმავის მიზეზი.


imageimage
გლაუკომის გამომწვევ და ხელშემწყობ ფაქტორებს შორის გამოიყოფა- ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება. მართალია, გლაუკომა უმთავრესად ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ, მაგრამ ბოლო ხანს, სხვა დაავადებათა მსგავსად, მისი გაახალგაზრდავებაც შეინიშნება. ეს დაკავშირებულია ორ ფაქტორთან: უპირველეს ყოვლისა, გამოვლენის საშუალებებთან - აპარატურის სრულყოფამ, მაღალტექნოლოგიურმა კომპიუტერულმა საშუალებებმა, საზოგადოდ, სადიაგნოსტიკო მეთოდების დახვეწამ მოიტანა ის, რომ დღეს ადრეულ სტადიებზეა შესაძლებელი დაავადების გამოვლენა. მეორე ფაქტორი კი, რომელსაც უკავშირდება გლაუკომის გაახალგაზრდავება, სტრესული ფონის მატებაა. კატექოლამინების, ადრენალინისა და ნორადრენალინის დიდი რაოდენობით გადმოსროლა სისხლში ხელს უწყობს გლაუკომის განვითარებას.



მაშასადამე მილიონობით ადამიანია დღეს მსოფლიოში გლაუკომით დაავადებული და მედიცინა აქამდე თუ უძლური იყო მის წინაშე, ანუ ვერ ახდენდა თვალის სრულად ატროფირებული ქსოვილების აღდგენას, სულ ცოტა ხნის წინ ბერნის უნივერსისტეტის მკვლევარებმა დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა და უსინათლოებს აქვთ შანსი თვალის ჩინი დაიბრუნონ.


პიგმენტური რეთინიტი, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია უმთავრესი მიზეზებია გლაუკომის გამოსაწვევად, რასაც ადამიანი მიყავს სრულ სიბრმავემდე. მკველვართა გუნდი კი გამიზნულია შეაჩერონ ბადურის განადგურების პროცესი და იხსნან ადამიანი სრული სიბრმავისგან. გამოცდილებმა კარგათ იციან ხანგრძლივი მკურნალობაც რომ უშედეგოა.


ახალი თერაპიული მეთოდით, რომელსაც "ოფთოგენეტიკური" ეწოდება, ბრმა პაციენტს უდგამენ თვალში სრული სინათლის მქონე იმპლატანტს, რომლის ცილები ხელს უწყობენ მკვდარი უჯრედების აღდგენას და თვალის ჩინიც თანდათანობით უბრუნდება ადამიანს.


image


სინათლეზე მგრძნობიარე პროტეინები- Opto-mGluR6 და ცილები, თვალის ბადურის სხვა ცილების იდენტურია და ამიტომ ჩვენი იმუნური სისტემა არ უარყოფს მათ.


მეცნიერებმა უკვე გამოიყენეს ეს მეთოდი პიგმენტური რეთინიტის შემთხვევაში თაგვებზე. მღრღნელებმა თერაპია ძალიან კარგათ გადაიტანეს და დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რითმს, ხედავენ. ამ სამეცნიერი მუშაობისა და წარმატების შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ PLoS Biology-ში. ძალიან მალე კი თერაპიას ჩაუტარებენ ადამიანებს, რამდენიმე წელში კი სიბრმავე უკან დაიხევს და სამუდამოდ გადაშენდება.




P.S. გაუფრთხილდით თვალის ჩინს, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაანიავეთ თქვენი ოთახი, დღეში 2-ჯერ ჩაიტარეთ თვალის ვარჯიშები, კომპიუტერთან ჯდომის ყოველ 1 საათში ერთხელ შეისვენეთ 15 წუთით და რაც მთავარია წელიწადში ერთხელ გაიარეთ ოფთალმოლოგთან კონსულტაცია და დროულად აღმოფხვერით ეს ვერაგი დაავადება. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.

10
721
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
721
  
2015, 14 მაისი, 21:01
მჯერა ფიქრი :* :*
2015, 14 მაისი, 20:56
მიხარია მაკა :((
2015, 14 მაისი, 14:01
საინტერესო სიახლეა იმედია ეფექტი ექნება.
2015, 14 მაისი, 13:58
მაგის იმედი მაქვს იინ :( ამ სიახლეზე 3 წლის წინ მითხრეს რომ მუსაობენო და გემრანიაშიო თუ არ ვცდები წარნატებით ჩაიარაო და უახლოეს 5 წელში აქაც შემოვაო. ღმერთმა ქნას.
2015, 14 მაისი, 13:37
მაგარი სტატიაა ,იმედია არც ძვირი იქნება და მალეც დაინერგება
2015, 14 მაისი, 13:04
საინტერესო ინფორმაციაა ♥
2015, 14 მაისი, 12:35
კარგია
2015, 14 მაისი, 12:23
მადლობა ალექს ;)
2015, 14 მაისი, 12:21
გავაზიარე
2015, 14 მაისი, 12:20
საინტერესოა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10