x
image
natia.a
შეცდომები, რომლებსაც ქალები ბიუსტჰალტერის ჩაცმისას უშვებენ

image


ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ქალების 80% უშვებს შეცდომას ბიუსტჰალტერის არა მხოლოდ შერჩევის, არამედ ჩაცმის დროსაც, რაც ქალს საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ როგორც სათანადო ბიუსტჰალტერის შერჩევაში, ასევე მის სწორად ტარებაში.


image


1. შეამოწმეთ ზომა. როგორც სურათიდან ჩანს, ბიუსტჰალტერის სალტე შეკვრისას არ უნდა იყოს აწეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თქვენი ზომა უბრალოდ არ არის. იგი ზურგზე ჰორიზონტალურად უნდა იდგეს. სალტე ტანზე უნდა უნდა იკვრებოდეს მყარად, მაგრამ არა ძალიან მჭიდროდ. გაითვალისწინეთ, რომ დროთა განმავლობაში იგი რამდენიმე სანტიმეტრით ისედაც გაგანიერდება. ამიტომ არ ღირს განიერი ბიუსტჰალტერის ყიდვა.

2. შეარჩიეთ სათანადო ზომის ფიალა. დააკვირდით, თუ ფიალას მკერდი ცოტათი სცილდება, მაშინ უფრო დიდი ზომის ბიუსტჰალტერის ყიდვა გჭირდებათ. თუმცა ასევე პრობლემაა, თუ ფიალა ზედმეტად დიდია და ნაკეცებს იჩენს. ამ შემთხვევაში ერთი ზომით პატარა უნდა შეიძინოთ.

3. ქალების უმრავლესობას აწუხებს ბიუსტჰალტერის სალტესთან გაჩენილი ცხიმის „ნაკეცები“. შეგიძლიათ უფრო დიდი ზომის ლიფი შეიძინოთ, მაგრამ ეს პრობლემა ხშირ შემთხვევაში მაინც რჩება. უმჯობესია, თუ ბრეტელების განლაგებას შეცვლით და სურათზე მოცემული მეთოდით შეიკრავთ. ამისათვის უბრალოდ შეატყუპეთ ზურგის მხარეს ბრეტელები და დაამაგრეთ ერთმანეთზე. ამგვარად თავიდან აიცილებთ არასასურველ „ნაკეცებს“.

image

4. დაიმახსოვდეთ: თქვენი ბიუსტჰალტერის კონტურები არ უნდა ჩანდეს ტანსაცმელზე.
ამის მიზეზი შეიძლება ოყოს როგორც არასათანადო ზომა, ასევე არასწორი სტილი ან ფაქტურა.
image
5. შეუხამეთ ბიუსტჰალტერი თქვენს სამოსს. დარწმუნდით, რომ იგი სწორად არის შერჩეული თქვენი დეკოლტისთვის. თუ გადაწყვეტთ მოღებული ზურგიანი კოქტეილის კაბა ჩაიცვათ, სულაც არ არის საჭირო ლიფის სალტე ან ბრეტელები გამოაჩინოთ, საკმარისია უბრალოდ უბრეტელო ან სილიკონის მისაკრავი ლიფი გამოიყენოთ. ტანზე მომჯდარი ტოპის ქვეშ კი უმჯობესია ე.წ. push-up ბიუსტჰალტერი ჩაიცვათ.

image
6. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ბიუსტჰალტერი ტანსაცმლის ნაწილად გამოიყენოთ, შეგიძლიათ ასეც მოიქცეთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ზღვარი ვულგარობასა და მომხიბვლელობას შორის საკმაოდ ადვილად შეიძლება დაირღვეს.








1
4346
15-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4346
  
0 1 1