x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ უკეთიათ წითელი ძაფი ცნობილ სახეებს? - თალისმანი ავი თვალისგან


image




თვალი რომ გადავავლოთ ცნობილ სახეებს, მსახიობებს, მომღერლებს და ა.შ უმეტესობა მათგანს წითელი ძაფი უკეთიათ მაჯაზე. დაგბადებიათ თუ არა შეკითხვა, თუ რატომ ატარებენ სისტემატიურად წითელ ძაფს მაჯაზე? დღესდღეობით ძალიან ბევრი ატარებს წითელ ძაფს ისე რომ მატ ამის მნიშვნელობაც კი არ იციან.ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი, რომელმაც ეს ტენდენცია შემოიღო, იყო მადონა, მას მერე რაც გახდა უძველესი ებრაული ეზოთერული კაბალის მიმდევარი.

კაბალის მიმდევრებს სჯერათ, თუ მათ თექის წითელ ძაფს გაუკეთებენ ოჯახის წევრები, მეგობრები ან საყვარელი დამიანი, ის დაიცავს მათ ბოროტი თვალისგან.

კაბალის მიმდევრებს ასევე სჯერათ, რომ უარყოფითი ენერგია მარცხენა ხელიდან შედის ადამიანის სხელში. ამიტომაც იბნევენ წითელ ძაფს მარცხენა ხელზე. ხშირ შემთხვევებში მატ ეს ძაფი მოაქვთ წმინდა ადგილებიდან.

სლაველებსა და აღმოსავლეთელ ხალს კი აქვთ ასეთი ტრადიცია, წითელი ლენტი ან ასევე წითელი ძაფის მაჯაზე გაკეთება. თითოეულ ერს აქვს განმარტება და ლამაზი ლეგენდაც, თუ რატომ ატარებენ ისინი წითელ ძაფს ან ლენტს.


რისგან გვიცავს წითელი ძაფი, როდესაც ის გვიკეთია მარჯვენა მაჯაზე?

სლავებსა და ზოგ აგმოსავლეთელ ხალხს სჯერათ, რომ წითელი ძაფის მარჯვენა მაჯაზე გაკეთება, მათ მოუტანს სარმატებასა და კეთილდღეობას.
როგორც წინათ ვახსენეთ, მოდის მიმდევარი ადამიანები ისე ატარებენ წითელ ძაფს თავიანთ მაჯაზე, რომ არც კი იციან რა დატვირთვა აკვს მას. მინდა გითხრათ, რომ ის არავითარ შემთხვევაში ზიანს არ მოგაყენებთ. პირიქით, თუ ძაფი ბუნებრივი ბამბისგან არის დამზადებული, სასარგებლოა კიდეც თქვენი ჯანმრთელობისთვის.მაგრამ თუ თქვენ გსურთ, ატაროთ წითელი ზაფი, როგორც თალისმანი, რომელიც დაგიცავთ ბოროტი ტვალისგან, მაშინ აუცილებლად უნდა ისწავლოთ ძაფის გაკვანძის წესები.

როგორ გავკვანძოთ სწორად თალისმანი?

წესის თანახმად, თალისმანი უნდა იყოს გაკეთებული საყვარელი ადამიანის, ახლობელის ან კეთილისმსურველი ადამიანის მიერ.

კაბალის მიმდევრებს სჯერათ, რომ დამოუკიდებლად თალისმანის გაკეთება და მისი დაბნევა არანაირი ენერგეტიკის მატარებელი არ იქნება და შესაბამისად არ დაგიცავთ თვალისგან.ასევე ვისაც სწორად აქვს თალისმანი გაკვანძული, მან აუცილებელი პირობა არ უნდა დაარღვიოს, არავის არ უნდა უსურვის ცუდი. და თუ ის დაარღვევს პირობას, მაშინ ნეგატიური ძალა შევა მის წითელ თალისმანში და თალისმანი დროთა განმავლობაში დაკარგავს თავის ძალას.

რაც შეეხება სლავებს, მათ ცოტათი განსხვავებული წესი აქვთ თალისმანის გაკვანვასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ თავად გაკვანძოთ თალისმანი, ოღონდ მასზეუნდა იყოს შვიდი გვანძი.თითოეულ გაკვანძის დროს ძლიერ უნდა შესთხოვოთ თქვენი სურვილი. არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ ცუდზე, რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია ჩააქსოვეთ ამ პროცესს.

არ ინერვიულოთ თუ თალისმანის გაკეთების პროცესში ძაფი გაწყდა. კაბალის მიმდევრებს სჯერათ, რომ თუ ძაფი გაწყდა გაკვანძვის პროცესში, უბედურება რომელიც უნდა დაგტყდომოდათ თავს, აგცდათ. ჭითელმა ძაფმა უკვე შეძლო თქვენი გადარჩენა და შესაბამისად მან ძალა დაკარგა, ამიტომ ახალი ძაფი უნდა აიღოთ თალისმანის გასაკეთებლად.

0
3876
შეფასება არ არის
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
3876
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0