x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პირველი პაემანი და სექსი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით(როგორ იქცევიან მამაკაცები?)

image
ვერძი:

გარანტიას გაძლევთ, ის წაგიყვანთ ზოოპარკში, რათა გაგაცნოთ თავისი სანათესაო, ან
დაგპატიჟებთ უმაგრეს რესტორანში, სადაც ბრძანებებს გასცემს და შეკვეთებს მისცემს თავად. ის არ შეგეკითხებათ რისი დალევა ან მირთმევა გსურთ და თუ თქვენ დააპირებთ თქვენი აზრის დაფიქსირებას, ვერძი შეშფოთდება. როდის დაკავდეთ სექსით? როცა გინდათ! თუ მას არ მოეწონეთ, ის უბრალოდ დაკავდება თქვენთან სექსით და თუ მოეწონეთ, ის იქნება ვნებიანი და დილით შესაძლოა ხელიც კი გთხოვოთ.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულია ევან მაკგრეგორი.


კურო:
კარგი იქნებოდა, კუროსთან პირველი პაემანი საერთოდ თუ არ გექნებათ. მაგრამ ცხოვრება ასეთია... ის შეგახვედრებთ თქვენ ისეთ არამზადასაც, როგორიც კუროა. ამ შემთხვევაში შეეცადეთ ყველაფერზე შეეწინააღმდეგოთ. სექსზე დათანხმდით მხოლოდ დიდხნიანი ურთიერთობის შემდეგ. შესაძლოა შემდეგ კურომ დააფასოს თავისი გამარჯვება და სხვა თვალითაც შემოგხედოთ.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულია დევიდ ბექჰემი.

ტყუპები:
გიხაროდეთ პირველი პაემნის! ტუპები იქნება თქვენს მიმართ ძალიან ყურადღებიანი, რადგან ჯერ ვერ მოასწარით თავი მოაწყინოთ მას. როდის დაკავდეთ სექსით? რაც შეიძლება სწრაფად. მოგწონთ ჯგუფური სექსი? გაითვალისწინეთ, რომ სექსის დროს ტყუპები ავლენენ თავიანთ ყველა "მე"-ს. არ დაგავიწყდეთ, რომ მას შეიძლება მალე მოსწყინდეთ, ასე რომ სწრაფად იმოქმედეთ.
ამ ნიშნის ქვეშ დაიბადა ჯონი დეპი.

კირჩხიბი:
კირჩხიბი მიგიწყვევთ სასადილოდ თავისთან, რათა თქვენ ყველაფერი მოამზადოთ თვითონ. ასე ის უფრო იაფადაც გამოძვრება, ვიდრე რესტორანში წასვლით. რაც შეეხება სექსს, არ იჩქაროთ. დაელოდეთ მომენტს, როცა ის გაგიმხელთ, რომ თქვენ მისი მთელი ცხოვრების სიყვარული ხართ. ის ამას აუცილებლად გეტყვით, თან საკმაოდ მალე. ოღონდ არ გაგიკვირდეთ, თუ ის ამას დილითვე უარყოფს - განსაკუთრებით მაშინ, თუ კირჩხიბის დედიკო დააკაკუნებს კარზე და იკითხავს ყველაფერი რიგზეა თუ არა.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ტომ კრუზი.

ლომი:
ლომთან პირველი შეხვედრა თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს - ის მოგიყვებათ უამრავ საინტერესო ისტორიას საკუთარი თავის შესახებ! თქვენ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ მოგეჩვენებათ, მეორე შეხვედრის დროსაც, როდესაც ლომი გაიმეორებს თავის ისტორიებს. როდის დაკავდეთ სექსით? თქვენით გადაწყვიტეთ. სექსი არაჩვეულებრივი საშუალებაა ცოტა ხნით მაინც დაადუმოთ ლომი. რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ ყურსასმენები გაიკეთოთ, ან უბრალოდ უარი უთხრათ მას შეხვედრებზე, მაგრამ ჩვენ ხომ ლომზე ვლაპარაკობთ?! ამ ელეგანტურ, სიმპატიურ, საყვარელ და გამბედავ არსებაზე, რომელსაც მომაჯადოებელი გამოხედვა აქვს! ორი შეხვედრის შემდეგ, თქვენ ყურებამდე შეგიყვარდებათ ის და ვერც წარმოიდგენთ ცხოვრებას მის გარეშე. ამიტომ, თუ გეყოთ გამბედაობა, მესამე პაემანზე გაიხადეთ. მერწმუნეთ, თუ ასე არ მოიქცევით, ბევრს დაკარგავთ.
ამ ნიშნის ქვეშაა დაბადებული ანტონიო ბანდერასი.

ქალწული:
ბოლოსდაბოლოს გადაწყვეტს დაგპატიჟოთ სადმე.. სავარაუდოდ ჰარე კრიშნას ერთ-ერთ ცენტრში წაგიყვანთ, სადაც მოგიწევთ მიირთვათ გაუგებარი საკვები. ან სხვა გასართობს შემოგთავაზებთ, მაგრამ იმავე სტილში. იყავით ყურადღებით, როდესაც შემოგთავაზებთ ერთ "უმაგრეს" ადგილას წასვლას, სადაც შეგიძლიათ თითო ჭიქა დალიოთ, რომელიც სადღაც ახლოს, დედამიწის მეორე მხარეს არსებობს... როდის დაკავდეთ სექსით? არასდროს! არამზადა ქალწული ისევე გამოდგება სექსისთვის, როგორც ძაღლი თივის საჭმელად. თუმცა, გემოვნებაზე არ დაობენ.
ამ ზოდიაქოს წარმომადგენელია: კიანუ რივზი

სასწორი:
პირველი პაემანი სასწორთან, როგორც წესი არაჩვეულებრივად მიმდინარეობს. ის წაგიყვანთ პოპულარულ და გემოვნებიან ადგილას, სადაც ღვინო იქნება არაჩვეულებრივი და დიალოგიც შესანიშნავად აეწყობა. არამზადა ჩვეულებრივად გადაიხდის კოლოსალურ თანხას - მას ხომ ბევრჯერ უნახავს, რომ ასე იქცევიან ნამდვილი მამაკაცები. მაგრამ თქვენ ყველაფერს გააფუჭებთ ფრაზით: "როდის დამირეკავ?" თუ წლების შემდეგ, ეს არაკაცი თქვენ გაგიხსენებთ და დაგირეკავთ, რაც შეიძლება დიდხანს არ დასთანხმდეთ სექსზე - მაინც არაფერს კარგავთ. საბოლოოდ ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ გადაწყვეტთ.
ამ ნიშნის ქვეშ დაიბადა მეთ დეიმონი.

მორიელი:
მორიელი მაშინვე მიგიზიდავთ და დაგიმორჩილებთ. უკვე პირველი შეხვედრის მერე ეცოდინება ის ყველაფერი, რაც მას სჭირდება, მაგრამ თქვენ არაფერი გეცოდინებათ მასზე. რადგან ღიანკალს უამრავი გეგმა აქვს, თქვენ ვერასდროს იპოვით შესაფერის დროს სექსისთვის. ამიტომ მიაშურეთ საძინებელს მაშინ, როდესაც ამას ვაჟბატონი მორიელი მოისურვებს. სავარაუდოდ ეს იქნება ნაცნობობის პირველივე დღესვე. დილით ის სავარაუდოდ ვერც გაიხსენებს თქვენს სახელს. არაუშავს! ეს იყოს ამ არაკაცისთვის საიდუმლო, რომელის ამოხსნაც აუცილებლად მოუნდება.
ამ ნიშნის ქვეშაა დაბადებული: ლეონარდო დიკაპრიო

მშვილდოსანი:
დიახ, ის ეცდება ლოგინში შეგიტყუოთ. ის ძალიან ხელგაშლილია, განსაკუთრებით პირველი პაემნის დროს. ოღონდ ნუ გაგიკვირდებათ, თუ დიდებულ სასტუმროდან, სადაც ატარებთ შესანიშნავ დროს თქვენს ლამაზ არამზადასთან ერთად, გამოგაძევებენ, რადგან ის ყელამდეა ველაბში. როდესაც დაინტერესდებით თუ რა იყო "ეს"? მშვილდოსანი წყნარად გიპასუხებთ, რომ წარმოდგენაც არ აქვს. თუ თქვენ მასთან გააბამთ დიდხნიან ურთიერთობას, ნერვიულობისგან შესაძლოა ნაოჭებიც გაგიჩნდეთ.
ამ ნიშნის წარმომადგენია ბრედ პიტი.

თხის რქა:
პირველ შეხვედრას თხის რქა გაატარებს იმაზე ფიქრით, ღირს თუ არა დახარჯოს თქვენზე ფული. სიმართლე ვთქვათ, პირვლეი პაემანი თქვენ გაგახსენებთ დღეს, როდესაც სამსახურში მისაღებად გასაუბრება გქონდათ. რჩევას მოგცემთ: შეეცადეთ გამოიყურებოდეთ ისე, რომ მან მილიონ დოლარად შეგაფასოთ. როდის დაკავდეთ სექსით? ჩაიხედეთ თხის რქის დღიურში, იქ აუცილებლად იქნება ეს დღე აღნიშნული. თხის რქას ყველაფერი დაგეგმილი აქვს. მათ შორის სექსიც, რომლის დროსაც თავს კარგავს.
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულია ორლანდო ბლუმი.

მერწყული:
მოსალოდნელია, რომ პირველი პაემანი, არ იყოს ჩვეულებრივი. სავარაუდოდ მერწყული დაინტერესებულია თქვენით, როგორც პიროვნებით და სწორედ ამიტომ დაგპატიჟათ მან. მხოლოდ რამდენიმე შეხვედრის მერე დააფიქსირებს მერწყული, რომ მის წინ გოგონაა. აი, აქედან შეგიძლიათ დაამუშაოთ იგი. რაც შეეხება სექსს, აქ არ არის არანაერი კანონი, რომელსაც უნდა დაემორჩილოთ. ოღონდ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მერწულმა ვერაფერი შეამჩნიოს, თორემ შეიძლება ჩათვალოს, რომ მან თქვენ გამოგიყენათ... ამის შემდეგ თავი დამნაშავედ იგრძნოს და სინდისის ქენჯნის გამო მიგატოვოთ.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულია: ეშტონ კაჩნერი.

თევზები:
თუ პირველ პაემანზე გინდა მოხვდეთ ნორმალურ რესტორანში, მაშინ ის აირჩიეთ თქვენით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ გაიაროთ კილომეტრები, რათა იპოვოთ "კომფორტული" ადგილი, სადაც ვაჟბატონი თევზი თავს კარგად იგრძნობს. როდის დაკავდეთ სექსით? სიმართლე გითხრათ, არ ვიცით. როდესაც ის დათვრება, მას მიატოვებს ყოფილი შეყვარებული და როცა ის მოინდომებს, აი, მაშინ. არ გაგიკვირდეთ, თუ ის დილით დაგადანაშაულებთ, რომ თქვენ ის გააუპატიურეთ.
ამ ნიშნის ქვეშაა დაბადებული: ხავიერ ბარდემი.

1
1400
5-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
1400
  
2015, 11 მაისი, 18:05
ქალწული ვარ და :D:D რეებს წერთ
0 1 1