x
image
worldsport.ge
ჯერარდი: “ვიმედოვნებ ერთ დღეს “ლივერპულში” დავბრუნდები”

image“ლივერპულის” “სული და გული” სტივენ ჯერარდი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამერიკაში “ლოს ანჯელეს გალაქსის” ღირსებას დაიცავს. სტივენი იმედოვნებს, რომ ის “ლივერპულში” ისევ დაბრუნდება.
“ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს “ლივერპულში” დავბრუნდები. გუნდთან განშორება რთულია, მაგრამ მომწონს ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკეთ გავიცნობ. ჩემთვის “ლივერპულში” გატარებული ბოლო ერთი კვირა ძალიან მძიმე იქნება. თუმცა ჩემი ურთიერთობა “ლივერპულთან” ამით არ დამთავრდება. ერთ დღეს რომელიმე პოზიციაზე კლუბში დავბრუნდები, თუ ასე ვერ მოხერხდა, დავბრუნდები, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი”- Daily Mail-ი ჯერარდის სიტყვებს ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა “ლოს ანჯელეს გალაქსისთან” წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0