x
image
worldsport.ge
აკაკი გოგია: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დედაჩემს დაუკავშირდა”

imageაკაკი გოგია შესაძლოა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში მიიწვიონ. 23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მე-3 ლიგის კლუბ “ჰალეშერს” დატოვებს, ინტერნეტპორტალ mz-web.de-სთან განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დედამისს დაუკავშირდა.
11 ოქტომბერს, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში ლაიფციგში გერმანიის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს და გოგიას თქმით, საუცხოო იქნება თუ ის ქართველების რიგებში ითამაშებს.
გოგია გერმანიაში 2001 წლიდან ცხოვრობს და ბოლო 3-4 წელია საქართველოში არ ყოფილა. თუმცა, ახლობლებს ხშირად ურეკავს. მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ქართულად წერა-კითხვა არ იცის. ქართულად გერმანულზე უკეთ საუბრობს, მაგრამ აქცენტით.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0