x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აშშ 20 მილიონ $ ჯილდოს აწესებს "ისლამური სახელმწიფოს" 4 ლიდერზე,მათ შორის თარხან ბათირაშვილზე
imageამერიკის შეერთებული შტატები 20 მილიონ $ ჯილდოს აწესებს (13 მლნ.£ ) იმ პირისთვის ან პიროვნებებისთვის ვინც ინფორმაციას შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს გადასცემს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებზე.ესენი არიან:აბდულ რახმან მუსტაფა ალ ქადული, აბუ მუჰამედ ალ ადნანი, თარხან თეიმურაზის ძე ბათირაშვილი და თარიქ ბინ ელ თაჰარ ბენ ალ ფალიჰ ალ ავნი ჰარზი.



ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" თავის თავზე აიღო ტეხასში განხორციელებული თავდასხმა.


აშშს სახელმწიფო დეპარტამენტმა "ისლამური სახლმწიფოს" ოთხ ლიდერზე ინფორმაციისთვის თანხა შემდეგნაირად გადაანაწილა:სიას სათავეში უდგას ალ ქადული–ჯილდო 7 მლნ$; ან ადნანზე და ბათირაშვილზე თანხა 5 -5 მლნ.$-ია, ხოლო ჰარზიზე 3 მლნ.$



მცირე ინფორმაცია თარხან ბათირაშვილზე(იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი):დაიბადა 1986 წელს პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში. ბათირაშვილს ჰყავს ქრისტიანი მამა და მუსლიმი დედა.



თარხანი მძიმე პირობებში იზრდებოდა და ბავშვობაში ხშირად ჩეჩენ ბოევიკებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ქართულ არმიაში ჩაირიცხა. იგი მსახურობდა ქართულ ჯარში დაზვერვის სერჟანტად. მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის პირველ ომში, ჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის წინააღმდეგ.

imageსურათზე თარხან ბათირაშვილი აგვისტოს ომის დროს(2008წ.)


3 წლის წინ იგი სირიაში გაემგზავრა და ცნობილი როგორც აბუ ომარ ალშიშანის სახელით დღეს ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ერაყისა და ლიბანის ჩრდილოეთ სექტორის მეთაური და "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერია.

image

5
172
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
172
  
2015, 7 მაისი, 13:20
საკმაოდ სიმპათიური კაცია, წითურია და წვერი აძლევს მრისხანე სახეს.
2015, 7 მაისი, 13:03
ისე ყვლაზე შემზარავი სახე ამ ოთხიდან ქართველს აქვს
2015, 7 მაისი, 10:48
ამაშია "უბედურება"...
2015, 7 მაისი, 10:47
გაიხსენე ისტორია...ოდითგანვე ასეა
2015, 7 მაისი, 10:46
გავაზიარე როგორც აქტუალური თემა.
ისე კი მაგარი "უბედურება" გვჭირს ქართველებს, ეს კაცი ჯარიდან გასაშვები იყო? :(((
0 1 5