x
image
მანჩო 777
გასაბერი ბიუსტჰალტერები - გასული საუკუნის 50-იანი წლების მოდური ჰიტი
გასული საუკუნის 50-იან წლებში აშშ -ში ქალის სილამაზის ეტალონად ითვლებოდა ფუმფულამკერდიანი ქალები მრგვალი ფორმებით. გამხდარ ქალბატონებს არაერთი უცნაური ხერხის გამოგონება უხდებოდათ, რომ თავიანთი პატარა მკერდისათვის რამოდენიმე საოცნებო სანტიმეტრი მიემატებინათ.


image


ერთ-ერთ ასეთ ხერხს წარმოადგენდა გასაბერი ბიუსტჰალტერი. წარმოიდგინეთ ეს აქსესუარი ჯამებში ჩადგმული საჰაერო ბუშტებით. სწორედ ასეთი იყო Fredericks of Hollywood-ის გასაბერი ბიუსტჰალტერები-იმ დროისათვის ქალთა ძალიან მოდური აქსესუარი. ისინი ქმნიდნენ ფუმფულა ბიუსტის ილუზიას, მაგრამ ჰქონდათ ერთი უარყოფითი თვისება: ბიუსტჰალეტერები საკმაოდ ხშირად სკდებოდა, ხანდახან სრულიად უმიზეზოდაც კი. ჰაერი ხმაურით გამორბოდა ხან ერთი ჯამიდან, ხან მეორედან.


image




მაგრამ რომელ ქალს შეაჩერებდა ეს წვრილმანი, როცა სასწორზე იდო ყველაზე მნიშვნელოვანი-სილამაზე. გოგონებს ისიც კი არ აბრკოლებდათ, რომ ზოგიერთ მამაკაცს ამ აქსესუარის ეშინოდა კიდეც. ისინი ქალთან მიახლოებას ვერ ბედავდნენ იმის შიშით, რომ დაწოლის შედეგად ლიფი ქალის ტანზე არ გამსკდარიყო.


image


ამ ფაქტთან დაკავშირებით ხშირად შეხვდებით სხვადასხვა გასაოცარ ისტორიას, როცა ბიუსტჰალტერის მატარებელ ქალბატონებს ეს მოდური აქსესუარი საკმაოდ უადგილო ადგილას უსკდებოდათ: მთებში მოგზაურობისას, თვითმფრინავით ფრენისას, წყალში ცურვისას (სხვათაშორის, ფირმა საბანაო კოსტიუმებსაც უშვებდა).


image


მართალია თუ არა ეს ჭორები, არავინ იცის, შესაძლებელია ეს კარგად მოფიქრებული ანტირეკლამა იყო კონკურენტების მხრიდან, მაგრამ ამ ანტირეკლამამაც კი ვერ შეუშალა ხელი გასაბერი ბიუსტჰალტერების პოპულარობას. Fredericks of Hollywood - ის ლიფები დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა ქალებში : სილამაზე ხომ ყველა დროში მოითხოვდა მსხვერპლს.


image


3
74
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
74
  
2015, 11 მაისი, 16:32
ვაიმე რამდენი ვიცინე :)) კარგი იყო :))
2015, 6 მაისი, 22:35
უდროო დროს რომ დაიძახებდა: ბუჰ ..:დდდ
2015, 6 მაისი, 21:26
არ ვიცოდი და კარგად ვიხალისე:))
0 1 3