x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
შეცდომები, რომლებსაც პირველადი დახმარებისას ვუშვებთ - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება სკოლაშივე იწყება, რათა ყველა ადამიანს შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში სხვას დახმარება აღმოუჩინოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალიან მალე გვავიწყდება ან, უფრო უარესი, არასწორად გვამახსოვრდება, უმეტესად სტერეოტიპებისა და ყურმოკრული ხმების შედეგად. ამ ფსევდოცოდნამ შეიძლება დაზარალებული უარეს მდგომარეობაში ჩააგდოს. ამიტომ ამ სტატიაში საუბარი იქნება რამდენიმე, ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე, რომელსაც პირველადი დახმარების აღმოჩენის დროს უშვებენ არაპროფესიონალები.


1. ენის ამოწევა.

უკან გადავარდნილი ენისგან სასუნთქი გზების გასათავისუფლებლად საკმარისია დაზარალებული უბრალოდ გვერდზე გადავაბრუნოთ. არ არის საჭირო ენაზე მოჭიდება და მისი ნებისმიერ ფასად ამოქაჩვა.


2. დამწვარზე ზეთის წასმა.


image

დამწვარი ადგილი პირველ რიგში კარგად უნდა გავაგრილოთ ცივი წყლით. ჩაყავით დამწვარი ადგილი წყალში 15 წუთით და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით შესაბამისი წამალი.


3. ყურების დასრესა.

image

მოყინვისას დასრესა არ შეიძლება. ამ დროს საჭიროა თანდათან გათბობა ოდნავ თბილი წყლით. ამგვარად მგრძნობელობის დაბრუნების შემდეგ ტკივილი იმდენად ძლიერი არ იქნება.


4. მაღალი ტემპერატურის დროს ჩათბობა.

თუ ადამიანს მაღალი ტემპერატურა აქვს, იგი უნდა გააგრილოთ: გადააფარეთ მხოლოდ თხელი საბანი, დაუზილეთ სხეული სველი ტილოთი, მთავარია ორგანიზმს დაეხმაროთ გათავისუფლდეს ზედმეტი სიმხურვალისგან.


5. კალიუმის პერმანგანატი.

image

კუჭის გამოსაწმენდად არ არის საჭირო კალიუმის პერმანგანატიანი ხსნარის დალევა, ამან შეიძლება უარესი შედეგი გამოიწვიოს და ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს. საკმარისია მხოლოდ 3-5 ჭიქა თბილი წყლის დალევა და პირღებინების გამოწვევა.


6. ხველისას ხელის დარტყმა.

image

როცა ადამიანს რაღაც გადაცდება და ხველას დაიწყებს არ არის საჭირო ზურგზე ხელის რტყმევა. სთხოვეთ, გააკეთოს რამდენიმე ნელი ჩასუნთქვა და სწრაფი ამოსუნთქვა. ამოსუნთქვისას უმჯობესია ოდნავ წინ გადაიხაროთ. ამის შემდეგ ამოხველება გაძლიერდება და გადაცდენილი ნაჭერი თვითონ ამოვარდება.


7. ეპილეფსიის სეტევისას პირის გაღება.

ეპილეფსიის შეტევის დროს ნუ ეცდებით რაიმე ჩაჩაროთ პირში ადამიანს. უმჯობესია მუხლებზე დადგეთ ავადმყოფის თავთან და შეეცადოთ თავი დაუკავოთ, რათა მიწაზე არ დაარტყას. ამ დროს თავის დარტყმა გაცილებით საშიშია, ვიდრე სავარაუდო ენის "გადაყლაპვა".

0
1118
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0