x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ქვეყნები, სადაც ცოლ-ქმრული ღალატი ეროვნულ ტრადიციად ითვლება

image
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, არსებობს ქვეყნები, სადაც ცოლ-ქმრული ღალატის ტრადიციაა დამკვიდრებული. ქვემოთ შევეცდები რამდენიმე ქვეყნის მაგალითი წარმოგიდგინოთ.

1. კამჩატკის ჩრდილოეთით დიდი ხნის მანძილზე ოჯახისთვის დიდ პატივად ითვლებოდა, თუ დიასახლისი სტუმრისგან შვილს გააჩენდა. ამ სასიხარულო მოვლენას მთელი სოფელი ზეიმობდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ამ ჩაკეტილ სოფელში ადგილობრივი მამაკაცებისგან იშვიათად იბადებოდა ჯანმრთელი ბავშვები. ამიტომ სასიყვარულო „პროცესში“ უცხოელის „ჩართვით“ ამ პრობლემის მოგვარება კარგი გამოსავალი იყო.



image
2. ალიასკაზე მცხოვრებ ესკიმოსებსა და ჩუქჩებში ძველთაგანვე იყო ცოლის „გაქირავების“ ტრადიცია. ცოდესაც უფრო ძლიერი კლანის წარმომადგენელი სათევზაოდ მიდიოდა, შეეძლო თან წაეყვანა ვინმეს ცოლი, რომელსაც შემოთავაზებული კანდიდატურებიდან ირჩევდა. „ნაქირავები“ ცოლი ყველანაირად ცდილობდა ყოფილიყო არა მხოლოდ სანიმუშო დიასახლისი, არამედ ვნებიანი საყვარელიც. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო.


image
3. სექსუალური „სტუმართმოყვარეობის“ პრინციპებს დიდი ხანია იცნობენ ავსტრალიელი, არუნტას ტომის აბორიგენები. ისინი ხშირად „უზიარებდნენ“ ერთმანეთს ცოლებს. მაგრამ, ამ შემთხვევაში ინიციატორები იყვნენ ქალები: თუკი ოჯახის დიასახლისს სხვა მამაკაცი მოეწონებოდა და მასთან სექსუალურ ურთიერთობას მოისურვებდა, ეს ძალიან დიდ პატივად ითვლებოდა და ამ მამაკაცს უარის თქმა არ შეეძლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარი ქალის მეუღლეს შეიძლებოდა პირადად მისი და მისი ოჯახის შეურაცხყოფად მიეღო.


image
4. მსგავსი ტრადიცია არსებობდა მაღალმთიან ტიბეტშიც, სადაც მიიჩნეოდა, რომ თუკი სტუმარმა თვალი დაადგა ოჯახის დიასახლისს, ეს დიდი პატივი იყო. უფრო მეტიც, ასეთი ყოფილა ღმერთების სურვილი და ეს ფაქტი სასიკეთო ნიშანი იყო მთელი სოფლისთვის. საერთოდაც, ტიბეტში მიიჩნეოდა, რომ ქალი მანამ არის აღფრთოვანებისა და პატივისცემის ღირსი, სანამ ვინმესთვის სასურველია. შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ აქ ქალწულის ცოლად მოყვანა არ შეიძლებოდა და თუ ასეთი ფაქტი ცნობილი გახდებოდა, წყვილს სამუდამოდ აძევებდნენ სოფლიდან.

ამ მხრივ, გასათხოვარ გოგოებს ძალიან დიდი პრობლემები ექმნებოდათ, რადგან წესის თანახმად, გათხოვებამდე ქალი მინიმუმ 20 მამაკაცთან უნდა ყოფილიყო, რაც ტიბეტის უკიდურესად მცირერიცხოვანი მოსახლეობის პირობებში პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.

ამიტომ ხშირად გოგოები მარტო ან დედებთან ერთად გამოდიოდნენ მოშორებით მთიან ადგილებში და საათობით ელოდნენ, სანამ ვინმე უცხო მამაკაცი გამოივლიდა. სთხოვდნენ მას მიეცა ან მიეყიდა რაიმე ნივთი: სამაჯური, სამკაული, სარკე და ა.შ. რათა შემდეგ სოფლის მკაცრი თავკაცებისთვის ამით მაინც დაემტკიცებინათ, რომ მამაკაცების საჭირო რიცხვი „შეგროვებული“ ჰქონდათ.

ხოლო გათხოვების შემდეგ დიასახლისს ახალი „თავსატეხი“ უჩნდებოდა: ყველანაირად უნდა ეცადა რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო სტუმრად მისული მამაკაცებისთვის სასურველი...

2
1304
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1304
  
2016, 1 სექტემბერი, 11:31
ყველანი ტიბეტში :-))
2015, 24 ნოემბერი, 11:56
ღირს ამათთან სტუმრობა :D
0 1 2