x
image
beko777
მეუღლეებო, დაისვენეთ ერთმანეთისგან, თორემ...

imageზოგჯერ გეჩვენება, რომ, თუ მეუღლეები ცალკე იცხოვრებენ, ბედნიერი ოჯახები უფრო მეტი იქნებოდა...
რატომღაც, რამდენიმე წლის ერთად ცხოვრების შემდეგ, ადამიანები მიდიან სევდიან აღმოჩენამდე: „ვნებიანი“ სიყვარული გადაიქცა „ბედნიერების შემცვლელად“ – ჩვეულებად.


მეუღლესთან პაემანზე
დაიღალეთ ყოველ დილას სამზარეულოში ტრიალით, სისულელეებზე კამათით, საღამოობით კი იმის ჯავრით, რომ პარტნიორს შეუძლია ტელევიზორთან „ჩაეძინოს“, თქვენ კი ასე გწადიათ სიჩუმე. და აი, ერთ მშვენიერ მომენტში ერთ-ერთ თქვენგანს თავში მოსდის გადამრჩენი აზრი: „ცალკე ხომ არ გვეცხოვრა?“ არა, საბოლოოდ და უკანმოუხედავად კი არ დავშორდეთ! თქვენ ხომ კვლავინდებურად გიყვართ ერთმანეთი? მხოლოდ ისე, უბრალოდ დაისვენოთ, მოგენატროთ, რათა გრძნობებს პირვანდელი მგზნებარება მისცეთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს; მტერს კი არ შორდებით, როგორც ეს ხდება განქორწინების დროს. ყოველ დილით თქვენ ტელეფონით ურთიერთობთ, შემდეგ კი ერთმანეთს მყუდრო კაფეში უნიშნავთ პაემანს, მიდიხართ კინოში ან უბრალოდ, ქალაქში სეირნობთ. ის ყოველი შეხვედრის წინ ისევ იპარსავს წვერს, გჩუქნით ყვავილებს და გეუბნებათ, რომ თქვენი დამშვენდით. რა თქმა უნდა, თქვენ ხომ დროს არ კარგავთ ფუჭად და გულმოდგინედ და მღელვარედ ემზადებით ყოველი შეხვედრისათვის. ზუსტად ისეა, როგორც ადრე!


imageყველასათვის არაა ხელმისაწვდომი
ფუფუნება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას, ყველა ქალისათვის არაა ხელმისაწვდომი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ცალკე ცხოვრება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ერთობლივი. თითოეულს დამოუკიდებლად უხდება საჭმლის, კომუნალური მომსახურების გადახდა. შეხვედრას თქვენ, რასაკვირველია, ხალხში მოინდომებთ. ყველაფერი ეს – კინო, კაზინო არცთუ იაფი გართობაა. ხშირად ასეთ ურთიერთობებს ისეთი წყვილები ირჩევენ, რომლებმაც უკვე მიაღწიეს გარკვეულ ფინანსურ წარმატებას. მათი გაგება შეიძლება, მომავალში უკვე უზრუნველყოფილნი არიან, მათ არ სურთ დათმობებზე წასვლა და სხვისი ჭკუით სიარული. და სრულიად სხვანაირად გამოიყურება ცოლ-ქმრის ცალ-ცალკე ცხოვრება, სადაც მუშაობს და ოჯახს უზრუნველყოფს მხოლოდ კაცი. უმეტეს შემთხვევაში პარტნიორთა არანაირ თანაბარუფლებიანობაზე აქ არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. ვინც იხდის, ის უკვეთავს კიდეც მუსიკას. გვხვდება შემთხვევაც, როცა ქმარი მოუთმენელი ტონით ატყობინებს ცოლს: „ახლა ჩვენ ცალკე ვიცხოვრებთ“. არცთუ იშვიათად კაცი პარალელურად მეორე ან მესამე „სამოქალაქო“ ოჯახსაც ეკიდება, თვლის რა, რომ მას უფლება აქვს ასე მოიქცეს მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლია უზრუნველყოს ყველა ცოლი და შვილები. ქალს მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ ჩუმად ჩაყლაპოს წუხილი. მას ხომ ხშირად განქორწინება ან ახალი ურთიერთობაც კი არ შეუძლია იმის შიშით, რომ არსებობის წყაროს გარეშე არ დარჩეს.


imageპრობლემები არ გვარდება
ცალკე ცხოვრება თუმცა შეიძლება წლობით გაგრძელდეს, მაგრამ ის მაინც იშვიათობად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე წესად. ფსიქოლოგთა უმეტესობა იმ დასკვნამდე მიდის, რომ ეს არის გარდამავალი მდგომარეობა. ცოლ-ქმარი, ცხოვრობს რა ასე რამდენიმე ხანს – კანონიერად თუ უკანონოდ, ეჩვევიან ცალკე ცხოვრებას, ახალ ურთიერთობებს იწყებენ და მართლა სცილდებიან ერთმანეთს ან შანსს აძლევენ ერთმანეთს – თავიდან დაიწყონ. ასე რომ, ხშირად წინადადება – ცალკე ცხოვრებაზე მხოლოდ განქორწინების გადავადებაა.
დროთა განმავლობაში პარტნიორებს ესმით, რომ ერთიმეორის გარეშე მშვენივრად შეუძლიაც ცხოვრება და ჩუმად შორდებიან ცრემლისა და ორივე მხრიდან პრეტენზიების გარეშე. თუ ცოლ-ქმარი ისევ ერთად იწყებს ცხოვრებას, ძალიან მალე ისინი ამჩნევენ, რომ ყველაფერი ბრუნდება – რაც ადრე არ აწყობდათ ერთად ცხოვრებაში, არსად არ გამქრალა. „ძველი ფოცხი“ თავის ადგილასაა. უბრალოდ, თქვენ წარმატებით შეძელით მათი დავიწყება.
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ორი ადამიანის უნიჭობა ერთად ცხოვრებისა, ყოველთვის მთელი რიგი პრობლემების კომპლექსს ადასტურებს. ყოფითი მხარე, სისულელეებზე კამათი – ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. სწორედ ამიტომ ცალკე ცხოვრება სრულიადაც არ არის ოჯახური პრობლემების მოგვარების საშუალება. ეს მხოლოდ მათგან გაქცევაა, დროებით თუ სამუდამოდ – ორივესგან არის დამოკიდებული.

0
175
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0