x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
სოციალური ქსელების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე
ტერმინი სოციალური ქსელი არც ისე დიდი ხნისაა. გასული საუკუნის 30–იან წლებში ამერიკელი სოციოლოგები ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთკავშირებს სწავლობდნენ, ასეთ კავშირებს სოციოგრამების, ანუ ერთგვარი დიაგრამების სახით გამოსახავდნენ. ამ გამოსახულებებში ცალკეული პიროვნებები წერტილებით იყვნენ აღნიშნულნი, მათ შორის კავშირები კი ხაზებით. ამ სახით ვიზუალიზებულ ადამიანთა საზოგადოებას, ანუ ურთიერთგადამკვეთ ხაზთა რთულ სისტემას, სოციალური ქსელი დაარქვეს.


დღესდღეობით სოციალური ქსელები ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში.
ისინი კომუნიკაციის დამყარების საუკეთესო საშუალებად ითვლება. მათი საშუალებით მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორეში ძალიან მარტივად ხდება დაკავშირება. თამამად შეძლება ითქვას, რომ სოციალურმა ქსელებმა, ინტერნეტმა, რადიკალურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრება. მაგრამ შეცვალა სასიკეთოდ თუ საუბედუროდ ეს საკითხი სადაოა და ადამანთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.


ტერმინმა –
“სოციალური ქსელი“ მოგვიანებით სოციოლოგიიდან ინტერნეტში გადაინაცვლა.ინტერნეტში იგი ისეთ ვებგვერდებს ან სერვისებს აღნიშნავს, რომელსაც თვითონ მომხმარებლები ამდიდრებენ. ასეთი საიტები ერთგვარ სოციალურ გარემოს წარმოადგენენ, რომელიც საერთო ინტერესებით დაკავშირებულ მომხმარებლებს ერთმანეთთან ურთიერთობის, ინფორმაციის და გამოსახულებების გაცვლის საშუალებას აძლევს. ბოლო ხანს სოციალური ქსელები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის მაგალითია თუნდაც FACEBOOK, რომლის მომხმარებელმაც 500 მილიონს გადააჭარბა.მისი შემქმნელი კი მარკ ცუკერბერგი,
თავის დროზე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელად აქცია.


სოციალური სამყაროს ეპოქაში ადამიანი ინტერნეტ სამყაროს ცენტრში ექცევა. მომხმარებელი თავად ირჩევს როდის და რას უყუროს, რას უსმინოს რა წაიკითხოს. უფრო მეტიც თავად ქმნის იმას, რაც მერე სხვისთვისაც საინტერესო ხდება.

ქართული ინტერნეტის შექმნაში პირველი ნაბიჯები გადაგდა საქართველოს დევნილი ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციამ ფინეთიდან. პირველი ქართული(ქართულ ენაზე შესრულებული ვებ–საიტი) 1996 წლის დასაწყისში შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ, ეს იყო “დედა ენა“. მეორე ქართული ვებ–საიტი გახდა “შავლეგო“, რომელიც დაარსდა ასევე 1996
წელს ბესარიონ გუგუშვილის მიერ. Rnetworldstats.com-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის მომხმარებეთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. 2010 წლის მონაცემებით : თბილისში ინტერნეტის მომმარებელთა რაოდენობა 55%, ქუთაისში 53%, ბათუმში 51%, ხოლო სხვა ქალაქებში 40%. საქართველოში გამოკითხულთ 74% ამბობს რომ იყენებს ინტერნეტს ყოველდღე, 14%– კვირაში 2–3–ჯერ, 6% კვირაში ერთხელ, ხოლო 5% თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად.


დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობის 28, 7% ინტერნეტია აქტიური მომხმარებელი, რაც მართლაც რომ არ არის პატარა ციფრი. ამიტომ მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის დადებითი და უარყოფითი შედეგები რაც მოაქვს საციალურ ქსელებს და მათ მოხმარებას.

სოციალურ ქსელებში შეიძლება შევხვდეთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს.აღსანიშნავია რომ ვირტუალურ სამყაროში internet ასაკი როგორც ასეთი აღარ არსებობს.უფრო სწორად აღარ ითვლება განმსაზღვრელ ფაქტორად, რომელიც გავლენას ახდენს როგორც თვით ადამიანის ქცევაზე, ასევე ამ ადამიანის ფსიქიკაზე. უდავოა, რომ ქსელი გარდაქმნის
ადმიანს სხვა ტიპის არსებად. კომპიუტერის მონიტორის ეკრანი გახდა უკვე ადამიანის ტვინის ნაწილი. აკადემიკოსი პაველ სიმონოვი ხაზს უსვამს “ინფორმაციულ შიმშილს“, რომელიც განსაკუთრებულ ზიანს აყენებს განვითარუბლ ტვინს. ამიტომ მისი ნორმალური სიცოცხლისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია გარემოს გამდიდრება. საყურადღებოა ის გავლენა, რომელსაც ახდენს სოციალური ქსელები ადმიანის ფსიქიკაზე:


1.ინფორმაციის ფრაგმენტულობა და დანაწევრება იწვევს აღქმისას კოგნიტური დატვირთვის მომატებას.


2.ჰიპერტექსტური რეჟიმის გამოყენება
მოითხოვს რთულ, ჩახლართულ სისტემაში ორიენტირების უნარს.


3.JAVA-აპლეტების გამოყენება ინტერნეტში
ინტერაქციული მუშაობის პროცესში მოითხოვს აზროვნების სპეციალური ალგორითმების გამოყენებას.


4.ხანგრძლივი მუშაობისას ადამიანი განიცდის “ინფორმაციული ხმაურის“ ზემოქმედებას იმის შედეგად, რომ უმეტეს ვებ–გვერდებზე სასარგებლო და უსარგებლო, საინტერესო და უინტერესო, ინფორმაცია არეულია. ამ უსაზღვრო ინფომაციის გარემოცვაში ადამიანი დამოკიდებული ხდება სოციალურ ქსელებზე, იმდენად დამოკიდებული რომ დაკარგული აქვს დროის შეგრძნება.

სოციალურ ქსელები უმეტესდ იზიდავს მოზარდებს, რომლებიც კონტაქტების დამყარების მხრივ ხშირად აკეთებენ არასწორ არჩევანს. პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა მათ მიაყენოთ ზიანი. მოზარდთა უმეტესობას სამწუხაროდ არ ესმით, რომ ყველაფერი რასაც ისინი განათავსებენ ქსელში, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება და შესაძლოა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს ინფორმაცია მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. განუსაზღვრელი დროით ქსელში ყოფნა ადამიანს ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, წყვეტს რეალობას და აკარგვინებს დღევანდელობის შეგრძნებას. ამასთანავე ხელს უშლის მათ გაზრდას და განვითარებას. სოცილური ქსელი ხდება მათი ნარკოტიკი, ისე რომ ხშირად ვერც კი ხვდებიან რატომ შეიძლება იყოს საზიანო. არანაკლებ ხიფათის მომცველია სარისკო სექსუალური ქცევისკენ მიმართული წინადადებების და მოწოდებების გამოქვეყნება, რის შედეგადც მოზარდები შეიძლება იქცნენ “სექსუალური მტაცებლების“, ბავშვთა პორნოგრაფიის, მოზარდებთან “სექსუალური თამაშების“ მოყვარულთა მსხვერპლად. მიუხედავად იმისა თუ რა შედეგით დამთავრდება მსგავსი შემთხვევები ეს უდიდესი ზიანის მომტანი იქნება მათი ფსიქიკისათვის. განსაკუთრებით ბავშვებთან, მსგავსმა ფაქტებმა შესაძლოა მათი მომავალი ცხოვრებაც კი შეცვალოს. განსაკუთრებული სიფრთხილე კი მშობლებს მართებთ. დაკვირვება და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში მშობლებს არ აქვთ წარმოდგენა იმის თაობაზე თუ რითაა დაკავებული დღე და ღამე კომპიუტერთან მიმჯდარი მათი შვილი. ასევე სასწავლო დაწესებულებებში ყოველვის სათანადოდ ვერ კონტროლდება რას საქმიანობს და რომელ ქსელში შედის ინტერნეტით მოსარგებლე მოსწავლე ინფორმატიკის გაკვეთილზე. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები იძლევიან რეკომენდაციას: სკოლებში შეიზღუდოს სასწავლო პროცესთან კავშირის არ მქონე ყველა სახის გასართობი საქმიანობა ინტერნეტში, მათ შორის განსაკუთრებით გაკონტროლდეს სოციალურ ქსელში მოსწავლეთა შეღწევის ყველა მცდელობა. სასწავლო დაწესებულებებმა უნდა მოახდინონ მათი ბლოკირება.



არსებობს გამოსავალი : კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
რეალობაში! სასურველი ინტერნეტი მხოლოდ აუცილებელი საქმისთვის გამოვიყენოთ, გასართობად შევიდეთ მხოლოდ მაშინ როდესაც სხვა საქმეები მოგვარებულია, მკაცრად ვაკონტროლოთ ინტერნეტში “სეირნობის“ დრო, ერთი საათი ან საათნახევარი სავსებით საკმარისია საღამოს.სუფთა ჰაერზე სეირნობა და რეალური ურთიერთობა ბევრად უფრო სასიამოვნოა და ნაკლები ზიანის მომტანი ფსიქიკისთვის.

0
77
შეფასება არ არის
ავტორი:ანა შარია
ანა შარია
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0