x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
პერსონალის შერჩევა

ნებისმიერი ორგანიზაციის მომავალი საქმიანობა პერსონალის მართვის სფეროში დიდაა დამოკიდებული იმაზე თუ როგორი კადრები იქნება შერჩეული და როგორ ჩატარდება შერჩევის პროცესი. საჭიროა მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთპერსონალის მართვის ამ ეტაპს, რათა ადგილი არ ჰქონდეს დამატებით გართულებებს ფირმის საქმიანობაში. იმისათვის რომ დაქირავებულ იქნას შესაბამისი მომუშავეებიარსებული ვაკანსიების შესავსებად, საჭიროა მოვიპოვოთ ზუსტი ინფორმაცია თვით სამუშაოს ხასიათის
შესახებ, იმ თვისებებისა და კვალიფიკაციის შესახებ, რაც აუცილებელია
გააჩნდეს პრეტენდენტს მოცემული სამუშაოს შესასრულებლად.
ესაა ე.წ. მოსამზადებელი ეტაპი პერსონალის შერჩევისათვის, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით ტარდება:

>>სამუშაოს შინაარსის ანალიზი;


>>სამუშაოს ხასიათის აღწერა (თანამადებობრივი ინსტრუქცია);


>>მოთხოვნები პერსონალისადმი.

სამუშაოს შინაარსის ღრმა ანალიზი საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ამოცანების გადაწყვეტა მოუხდებათ მომუშავეებს მოცემული სამუშაოს შესრულებისას და როგორია ამ სამუშაოს ინდივიდუალური მახასიათებლები. მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ ეტაპს წარმოადგენს იმ მოთხოვნების ჩამოყალიბება, რომელთა შესრულებაც აუცილებელია პრეტენდენტებისათვის სამუშაოს განსახორციელებლად. ანუ მაქსიმალურად ზუსტად უნდა განისაზღვროს საჭირო უნარ-ჩვევები, ზოგადი და პროფესიული ცოდნის დონე, კვალიფიკაცია, პრაქტიკული გამოცდილება და ა.შ.
შერჩევის ორგანიზაციაში მონაწილეობენ ფუნქციონალური და ხაზობრივი სამსახურების ხელმძღვანელები, მათ ეხმარებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ფუნქციონალური და ხაზობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს ეკუთვნით საბოლოო სიტყვა თანამდებობებისადმი წაყენებული მოთხოვნების ჩამოყალიბებისას და კადრების განყოფილების მიერ ამორჩეული კანდიდატებიდან სასურველის შერჩევისას. პერსონალის შერჩევის სისტემა განსხვავებულია აშშ-სა და იაპონიაში. გარკვეულწილად, იაპონურ ფირმებში “ორგანიზაციას არგებენ ადამიანს”. აქ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სპეციალურ ცოდნას, უნარ-ჩვევებს და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი მოვალეობების დაუყოვნებელი შესრულებისათვის და კონცენტრირებულნი არიან ინდივიდუალურ პოტენციალზე და სწავლის ხარისხზე. ეს იმით აიხსნება, რომ იაპონურ ფირმებში ამა თუ იმ პიროვნების დაქირავება ხდება, როგორც წესი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კონკრეტული სპეციალური უნარ-ჩვევების და გამოცდილების მიღება ხდება უშუალოდ ფირმაში. კადრებთან მუშაობის მთელი სისტემა აქ მორგებულია “მუდმივი დაქირავების” პრინციპს. აშშ-ში კი უპირატესობას ანიჭებენ ისეთი მომუშავეების დაქირავებას, რომლებსაც გააჩნიათ პრაქტიკული გამოცდილება, პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. ასეთ შემთხვევაში ახალი მომუშავეების სწავლებაზე გაცილებით ნაკლები დანახარჯებია საჭირო და დაქირავებულს შეუძლია პირდაპირ შეუდგეს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ყველა შემთხვევაში კადრების შერჩევა მიმართულია პრეტენდენტის უნარისა და შესაძლებლობების გამოვლენისაკენ, რათა განსაზღვრულ იქნეს მისი შესაბამისობა ორგანიზაციის მუშაობის თავისებურებებთან და პირობებთან. ორგანიზაციათა უმრავლესობა იყენებს ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩევის გავრცელებულ პროცედურას, რომელსაც კადრების განყოფილება ახორციელებს.


პერსონალის შერჩევის პროცედურა.

პერსონალის შერჩევის ტიპიური პროცედურა მოიცავს 6 საფეხურს, ესენია:


>>განცხადების ბლანკის და ბიოგრაფიული ანკეტის შევსება;


>>ტესტირება;


>>წინასწარი შესარჩევი გასაუბრება (გამოკითხვა);


>>რეკომენდაციების და დაკავებული თანამდებობების სიის შემოწმება;


>>სამედიცინო შემოწმება;


>>გადაწყვეტილების მიღება.

საფეხური I: განცხადების ბლანკის და ავტობიოგრაფიული ანკეტის შევსება – იმ პირებმა, რომელებმაც გაიარეს წინასწარი შესარჩევი გასაუბრება უნდა შეავსონ განცხადება და ანკეტა. ანკეტის კითხვარების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური და უნდა მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ყველაზე უფრო სრულად ახასიათებს პრეტენდენტის ეფექტიანობას. კითხვები შეიძლება ეხებოდეს მის წარსულ სამუშაოს და გონებრივ შესაძლებლობას. ანკეტის პუნქტები ფორმულირებული უნდა იყოს ნეიტრალურ სტილში და გულისხმობდეს ნებისმიერ პასუხს მათ შორის უარსაც. ანკეტის მონაცემების ანალიზი შერჩევის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში გამოავლენს შემდეგ ინფორმაციას:


>>განმცხადებლის განათლების დონის შესაბამისობა მინიმალურ კვალიფიციურ მოთხოვნებთან;


>>პრაქტიკული გამოცდილების შესაბამისობა თანამდებობის ხასიათთან;


>>თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე არსებული სხვა შეზღუდვები;


>>დამატებითი დატვირთვის საკუთარ თავზე აღებისათვის მზადყოფნა;


>>იმ პირთა წრე, რომელიც რეკომენდაციას აძლევს მომუშავეს ან დაეხმარება მას დამატებითი ინფორმაციის მიღებაში.


ანკეტირების ერთ-ერთი ამოცანას წარმოადგენს პირადი თვისებების და იმ გარემოებების დადგენა, რომელიც დაეხმარება დაქირავების შემთხვევაში პრეტენდენტებს მუშაობაში.


საფეხური II: ტესტირება - შერჩევისას გადაწყვეტილებების მიღების გაადვილების მიზნით გამოიყენებენ ხოლმე ტესტებსაც. ფსიქოლოგები და პერსონალის მართვის სპეციალისტები ადგენენ შესაბამის სამუშაო ადგილზე მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისათვის პრეტენდენტების უნარის და გონებრივი შესაძლებლობების გამოსავლენად საჭირო ტესტებს.


საფეხური III: წინასწარი შესარჩევი გასაუბრება (გამოკითხვა) - ამ დროს მუშაობა შეიძლება ორგანიზებულ იქნეს სხვადასხვა ხერხებით. სასურველია ეს ეტაპი განხორციელდეს კადრების განყოფილებაში. ამ ეტაპზე დამქირავებლისათვის აუცილებელია ისეთი დეტალების გარკვევა როგორიცაა: კანდიდატის შესაძლებლობები, ცოდნის დონე, კვალიფიკაცია, გამოცდილება ინტელექტი და ა.შ. იმის გავითვალისწინებით თუ რა სირთულებთანაა დაკავშირებული ამ ინფორმაციის მიღება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასაუბრების წარმატებით ჩატარებისათვის აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების ჩამოყალიბება, ამასთან ეს კრიტერიუმები უნდა იყოს კარგად მოფიქრებული, ერთმანეთისაგან განსხვავებული და იძლეოდნენ პრეტენდენტის თვისებების რაოდენობრივი შეფასების საშუალებას.


საუბრის პროცესში ხდება ინფორმაციის გაცვლა კითხვა-პასუხის ფორმით. არსებობს სხვადასხვა სახის შეცდომები, რომელიც ამცირებს გასაუბრების შედეგებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია პრეტენდენტზე დასკვნების გამოტანა პირველი შთაბეჭდილების მიხედვით. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გათვალისწინება:


>>საჭიროა ყურადღებით მოვუსმინოთ რას და როგორ ამბობს მოცემული კანდიდატი;


>>აუცილებელია კანდიდატის ქცევაზე თვალყურის დევნება, რათა მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია მასზე;


>>გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო ინფორმაციის საფუძველზე;


მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ რამოდენიმე აუცილებელი თვისება, რომელიც უნდა გააჩნდეს ინტერვიუს ჩამტარებელს:


>>პირველი ესაა – შეეძლოს შეკითხვების სწორად ფორმულირება;


>>მეორე – ესაა გააჩნდეს გასაუბრების მიმდინარეობის კონტროლის უნარი, ანუ გააკეთოს ისე რომ პრეტენდენტები საუბრობდნენ რაც შეიძლება მეტს იმაზე, რაც მას აინტერესებს. ამისათვის პრაქტიკაში არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა დახმარებით შესაძლებელია ეფექტურად წარიმართოს გასაუბრების პროცესი: მაგ, ერთ-ერთი მეცნიერი ხ. ჯესნაპი გვთავაზობს: თუ თქვენ გსურთ რომ პრეტენდენტმა მოგაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, გასაუბრების დროს თქვენ უნდა:


> მოსაუბრეს უყუროთ თვალებში.


>არ გააკეთოთ გრძელი პაუზები.


>უნდა დაიკავოთ აქტიური პოზიცია საუბრის დროს.


> ხშირად გამოთქვათ თქვენი მოსაზრებანი დასმულ შეკითხვაზე.


>ხშირად დაეთანხმოთ მას.


რასაკვირველია ყველა ეს ხერხი არაა უნივერსალური და თავისთავად არ იძლევა წარმატების გარანტიას.


საფეხური IV: რეკომენდაციების და თანამდებობრივი ჩამონათვალის გადამოწმება - შერჩევის ერთ-ერთ საფეხურს წარმოადგენს წინა სამსახურიდან რეკომენდაციების ან სხვა ანალოგიური დოკუმენტების მოთხოვნა. თუ უკანასკნელი სამუშაო ადგილიდან დამქირავებლის რეკომენდაცია იძლევა ზოგად და მინიმალურ ინფორმაციას, მაშინ მისგან სარგებელი მეტად მცირეა. ყველაზე ხშირად ამოწმებენ უკანასკნელ სამუშაო ადგილს და სასწავლო დაწესებულებას.


საფეხური V: გადაწყვეტილებების მიღება - შერჩევა სრულდება სამსახურში მიღებით და ორმხრივი შრომითი ხელშეკრულების დადებით.

0
1468
შეფასება არ არის
ავტორი:ანა შარია
ანა შარია
1468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0