x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კონფლიქტი : მისი ბუნება
თუ თანამშრომლობა თავსდება კონტინუუმის განზომილების ერთ ბოლოში– განზომილებისა, რომელიც აღწერს თუ ინდივიდები და ჯგუფები როგორ მუშაობენ ერთად– კონფლიქტი მოთავსდება ამ განზომილების მეორე ბოლოში.

კონფლიქტი არის პროცესი, რომელშიც ინდივიდი ან ჯგუფი
აღიქვამს, რომ სხვები ახორციელებენ ან მალე განახორციელებენ აქტიობას, რომელიც შეუთავსებელია ინდივიდის ან ჯგუფის ინტერესებთან. კონფლიქტის არსებითი ელემენტები, როგორც ჩანს, არის: (1) ინდივიდებს ან ჯგუფებს შორის ოპოზიციური ინტერესები ; (2) ოპოზიციის აღიარება ;(3) თითოეული მხარის რწმენა, რომ მეორე მხარე მოქმედებს, რათა ხელი შეუშალოს მათ ინტერესებს; (4) აქტიობები, რომლებიც ფაქტიურად იძლევიან ხელის შეშლას.

სამწუხაროდ, კონფლიქტი არის სოციალური ცხოვრების განუყოფელი
ნაწილი და ის საკმაოდ მტკივნეული შეიძლება იყოს ორივე მხარისთვის. რა ფაქტორები განსაზღვრავენ, რომ ინდივიდები და ჯგუფები აღმოჩნდებიან ჩართულნი ამ აშკარა ირაციონალურ პროცესებში? და რა უნდა გაკეთდეს, რომ შევამციროთ ასეთი ქცევა?

კონფლიქტების დეფინიცია ხაზს უსვამს შეუთავსებელი ინტერესების
არსებობას, აღიარებას და მართლაც შეუთავსებელი ინტერესები ქმნიან კონფლიქტის განსაზღვრულ სახეებს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ზოგჯერ შეუთავსებელი ინტერესების არსებობისას კონფლიქტი არ ვითარდება და სხვა შემთხვევაში, კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას იქ, სადაც შეუთავსებელი ინტერესები მხარეებს შორის არ არსებობს – მხარეებს უბრალოდ სწამს, რომ ის არსებობს. ამრიგად, აშკარაა, რომ კონფლიქტი შეიცავს რაღაც უფრო მეტს, ვიდრე შეუთავსებელი ინტერესები. მონაცემები მიუთითებენ, რომ სოციალური ფაქტორები გაცილებით მეტ როლს თამაშობენ კონფლიქტის ჩამოყალიბებაში, ვიდრე შეუთავსებელი ინტერესები.



ერთ–ერთ ასეთ სოციალურ ფაქტორს წარმოადგენს მცდარი ატრიბუცია–
შეცდომა, რომელიც ეხება სხვისი ქცევის მიზეზებს. როდესაც ინდივიდი აღმოაჩენს, რომ მის ინტერესებს ხელი ეშლება, ის ცდილობს, გაერკვეს, რატომ მოხდა ასე? იყო ეს ცუდი შემთხვევის შედეგი? ხომ არ დაუშვა თვითონ დაგეგმვაში
შეცდომა? თუ, ეს იყო სხვა პირის ან ჯგუფის განზრახვითი ხელისშეშლის შედეგი? თუ ჩათვლის, რომ ეს უკანასაკნელი იყო მიზეზი, კონფლიქტის თესლი უკვე ჩაგდებულია, თუნდაც რომ მეორე პირს არაფერი ჰქონდეს გაკეთებული. ერთი სიტყვით, მცდარი ატრიბუცია, რომელიც ეხება ნეგატიური შედეგების მიზეზებს, ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონფლიქტის განვითარებაში და ხშირად მაშინაც კი, როცა შეიძლებოდა მისი აცილება.


მეორე სოციალური ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს
თამაშობს კონფლიქტის წარმოშობაში არის მცდარი კომუნიკაცია. კონფლიქტი შეიძლება იყოს კომუნიკაციის შედეგი. ზოგჯერ, კომუნიკაციის პროცესი შედეგად გვაძლევს ინდივიდის გაბრაზებას ან გაღიზიანებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის განზრახვა არ ყოფილა. ზოგჯერ, უხეში კრიტიკა – კრიტიკა, რომელიც გრძნობთ, რომ არ არის პატიოსანი, ან ბოლოსდაბოლოს უსარგებლოა, ერთი სიტყვით დესტრუქციული კრიტიკა – იწვევს გაბრაზებას და შურისძიების გრძნობას– რაც საფუძველი
ხდება კონფლიქტისათვის და რაც არ მომდინარეობს ინტერესების შეუთავსებლობიდან.


მესამე სოციალური მიზეზი შეიძლება იყოს ტენდენცია, აღიქვა საკუთარი თვალსაზრისი, როგორც ობიექტური, როგორც რეალობის ასახვა, მაგრამ სხვების მიერ
ის შეიძლება აღქმულ იქნას, როგორ იდეოლოგია. როგორც ამ ტენდენციის შედეგი, რომელიც ცნობილია როგორც გულუბრყვილო რეალობა, ჩვენ ტენდენცია გვაქვს, გავზარდოთ განსხვავება ჩვენსა და სხვების თვალსაზრისებს შორის, და ამდენად, გავზარდოთ ინტერესების კონფლიქტი.
თანამედროვე გამოკვლევები მიუთითებენ, რომ ეს ტენდენცია მით უფრო ძლიერია იმ ინდივიდებში, რომლებიც დომინანტურ ან ძალისმიერ პოზიციას ფლობენ. აღმოჩნდა, რომ მათ ტენდენცია აქვთ გაზარდონ განსხვავება საკუთარ და შესაძლებელ მოწინააღმდეგების პოზიციებს შორის.


ბოლოს, ჩანს, რომ კონფლიქტის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს პიროვნული თვისებები. მაგ. იმ ტიპის ადამიანებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მაღალი კონკურენტულობა, ყველაგან და ყველაფერში – სიჩქარე და აღზნებულობა, ტენდენცია აქვთ უფრო ადვილად და ხშირად იყვნენ კონფლიქტში.

ამრიგად, კონფლიქტს თანამშრომლობის მსგავსად, განსხვავებული
ფესვები აქვს. მართალია, ცენტრალური მათ შორის მართლაც შეიძლება იყოს ინტერესების შეუთავსებლობა,
მაგრამ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მისი სოციალური და კოგნიტური მიზეზები.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ანა შარია
ანა შარია
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0