x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
25 საინტერესო, ნაკლებადცნობილი ფაქტი "ტიტანიკის" შესახებ
ხომალდი - ლეგენდა, ასე უწოდებენ "ტიტანიკს", რომლის ჩაძირვის საიდუმლოება დღესაც ბურუსითაა მოცული. გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო, ნაკლებდცნობილ ფაქტს ამ ლეგენდარული ლაინერის შესახებ.


image


1. "ტიტანიკის" შესახებ პირველი ფილმი მისი ჩაძირვიდან ერთი თვის შემდეგ გადაიღეს. ფილმში მთავარი როლი ითამაშა გემზე მყოფმა მსახიობმა, რომელიც დაღუპვას გადაურჩა


image



2. კიმ ირ სენი, ჩრდილო კორეის ლიდერი, "ტიტანიკის " ჩაძირვის დღესაა დაბადებული


image



3. ხომალდის ბორტზე სულ 12 ძაღლი იმყოფებოდა, მათგან გადარჩა 3


image



4."ტიტანიკის" ნამსხვრევები მხოლოდ მისი ჩაძირვიდან 73 წლის შემდეგ აღმოაჩინეს


image



5. კეიტ უინსლეტი, მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში "ტიტანიკი", აღნიშნავდა, რომ საშინლად არ მოსწონს ფილმის საუნდტრეკი «My heart will go on». უფრო მეტიც, როცა მას ესმის ეს სიმღერა, უსიამოვნებისაგან აჟრჟოლებს კიდეც


image



6. სინამდვილეში თანამედროვე ხომალდებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ შეეჯახონ აისბერგს, ვიდრე ეს "ტიტანიკს" ჰქონდა


image



7. აისბერგმა, რომელსაც "ტიტანიკი" შეეჯახა, მოგზაურობა 2000 წლის წინ დაიწყო


image



8. ხომალდის 30 მექანიკოსიდან არცერთი არ გადარჩენილა. ისინი დარჩნენ სამანქანო განყოფილებში და ორთქლის მანქანების მუშაობას არეგულირებდნენ მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იყო. ისინი ამას აკეთებდნენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ მგზავრს მისცემოდა გადარჩენის საშუალება


image



9. ლაინერის სამაშველო ნავებში შეიძლებოდა მგზავრების ნახევარზე მეტის მოთავსება, მაგრამ პანიკისა და ქაოსის გამო მგზავრების მესამედმაც კი ვერ მოახერხა ამის გაკეთება


image



10. "ტიტანიკზე" 16 ახალდაქორწინებული წყვილი იმყოფებოდა, რომლებიც საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდნენ


image



11. ხომალდზე ყველაზე ძვირფასი ნომრები დოლარის დღევანდელი კურსით 100 000 დოლარი ეღირებოდა


image



12. კატასტროფაში გადარჩენილი ერთადერთი იაპონელი გაასამართლე ოსტრაქიზმის წესით და ლაჩარი უწოდეს იმის გამო, რომ სხვებთან ერთად არ დაიღუპა


image



13. "ტიტანიკის" გარდა, არასოდეს არცერთი სხვა ხომალდი არ დაღუპულა აისბერგთან შეჯახების გამო


image



14. შოკოლადის ფაბრიკის Hershey’s Chocolate დამაარსებელმა მილტონ ჰერშიმ ბოლო წუთებზე გადაიფიქრა ლაინერით გამგზავრება საასწრაფო საქმიანი შეხვედრის გამო


image



15. "ტიტანიკი" იმდენად დიდი ხომალდი იყო, რომ ის 2 საათისა და 40 წუთის განმავლობაში იძირებოდა


image



16. მომენტიდან, როცა ხომალდიდან აისბერგი დაინახეს, იმ მომენტამდე, სანამ კურსის შეცვლის შესახებ ბრძანება იქნა გაცემული, 30 წამი გავიდა. რომ არა ეს დაყოვნება, ხომალდი გვერდს აუვლიდა აისბერგს და ტრაგედიაც არ მოხდებოდა


image


17. არსებობს ვერსია, რომ "ტიტანიკის" დაღუპვის ძირითადი მიზეზი გახდა ეგრეთწოდებული ყინულოვანი მირაჟის ეფექტი, რომელმაც თვითმხილველებს ხელი შეუშალა დროზე დაენახათ აისბერგის კონტურები. ამაზე მეტყველებს გადარჩენილთა ნაამბობი


image



18. გემის რესტორნის «A la carte»-ს შეფ-მზარეულს იმდენი ალკოჰოლი ჰქონდა დალეული, რომ მშვენივრად გაუძლო 2 საათი ყოფნას ატლანტიკის ოკეანის ყინულივით ცივ წყალში


image



19. 1997 წელს გამოსულ ფილმს "ტიტანიკი" ჰქონდა გაცილებით მეტი ბიუჯეტი, ვიდრე ხომალდის მშენებლობას თავის დროზე


image



20. გემზე მყოფი მუსიკოსები შეუჩერებლად უკრავდნენ რამოდენიმე საათის განმავლობაში. უკლებლივ ყველა მუსიკოსი დაიღუპა


image



21. "ტიტანიკის" მეოთხე საკვამლე მილი დეკორატიული იყო და მხოლოდ ვენტილატორის როლს ასრულებდა


image



22. ლაინერი იმდენად დიდი იყო, რომ მხოლოდ ნახშირის შეყრას მის ორთქლის ღუმელებში 176 ადამიანი ჭირდებოდა


image



23. "ტიტანიკს საკუთარი გაზეთიც კი ჰქონდა - "Atlantic Daily Bulletin", რომელიც ყოველდღიურად გამოდიოდა


image



24. იმ ტრაგიკულ დღეს ტიტანიკის ბორტზე იმყოფებოდა 2 224 ადამიანი, მათ შორის 711 გადარჩა, დანარჩენები კი დაიღუპნენ. გარდაცვალების მთავარი მიზეზი გახლდათ ჰიპოთერმია ოკეანის ცივ წყალში


image

25. კინო - შედევრი "ტიტანიკი ", რომელიც გადაიღო ჯეიმს კამერონმა, წარდგენილი იყო თოთხმეტ ოსკარზე და მიიღო თერთმეტი მათგანი


image

8
998
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
998
  
2015, 3 მაისი, 18:38
მადლობა :)
2015, 3 მაისი, 18:37
კარგია მეც ვაპირებდი ამაზე დაწერას....მომეწონა ხვალ გავაზიარებ :*
2015, 3 მაისი, 18:34
და რა მოსაწყენი იქნებოდა ეგ ისტორია,,, მოსაწყენი და ბანალური, სხვებისაგან არაფრით გამორჩეული
2015, 3 მაისი, 18:31
ტიტანიკის ისტრორია კი იქნებოდა ეწერებოდა ვიკიპედიაში.როგორც მსოფლიოში ერთ დროს აგებული უდიდესი გემი დაცურავდა ამდენ წელს და ჩამოწერეს ვთქავთ 1975 წელს)))))
2015, 3 მაისი, 18:27
ვაიმე, არაჩანდა, ზუსტად ეგ გავიფიქრე, მაგას რომ ვწერდი.... მაშინ ხომ აღარ იქნებოდა ტიტანიკის ისტორია, თუნდაც ტრაგიკული :)
2015, 3 მაისი, 18:24
" 30 წამი გავიდა. რომ არა ეს დაყოვნება, ხომალდი გვერდს აუვლიდა აისბერგს და ტრაგედიაც არ მოხდებოდა"... დ აარც წიგნებს დაწერდნენ, არც ფილმებს გადაიღებდნენ..არც მუზეუმებს გააკეთებდნენ და ბოლო ბოლო არც ეს სტატია დაიწრეებოდა...30 წამს თურმე რა დონეზე შეუძლია ისტორიის შემობრუნება
2015, 3 მაისი, 18:22
ძალიან ემოცოური ფილმია, ნამდვილად კარგი გადაღებაა:)
2015, 3 მაისი, 18:19
ვკითXულობდი და ის ემოციები განმიახლდა რაც ამ ფილმის (ბოლოვარიანტზე ვამბობ) ნახვისას განვიცადე,კარგა ხანს სულ მეტირებოდა გახსენებაზე
0 1 8