x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი ხელმოწერით
imageადამიანის ხასიათის გამოსაცნობად უამრავი ხერხი არსებობს, რომლებიც მეტ-ნაკლები სიზუსტით მუშაობს. ამ სტატიაში ხელმოწერის ანუ ავტოგრაფის მიხედვით ხასიათის ამოცნობაზე გესაუბრებით. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ დააკვირდეთ ადამიანის ხელმოწერას და გააანალიზოთ იგი შემდეგი დეტალების მიხედვით:
ხელმოწერის ზომა: ფართე, გაშლილი – აქვს გლობალური სისტემური აზროვნება; კომპაქტური – აქვს კონკრეტული აზროვნება.

ხელმოწერის სიგრძე: გრძელი– არის დაჯინებული და აქვს პრობლემის არსში ღრმად წვდომის უნარი; მოკლე - აქვს მოვლენათა არსის სწრაფად აღქმის უნარი; არ შეუძლია მონოტონური მუშაობა.

ხელმოწერის ტიპი: მომრგვალებული - აქვს რბილი, კეთილი, გაწონასწორებული ხასიათი; წაწვეტებული - არის დამოუკიდებელი, სწრაფად ღიზიანდება.


ასოებს შორის დაშორება: დიდი დაშორება – არის კეთილი; მჭიდრო ნაწერი – არის ეკონომიური, ზოგჯერ ძუნწიც.

ხელმოწერაში სხვადასხვა ელემენტების არსებობა: წრე- იდეებზე ან პრობლემებზეა ჩაციკლული; მძიმეები - ფრთხილი და ჯიუტია; ნახატები - შემოქმედებითი აზროვნება აქვს; კომბინირებული ელემენტები - ისწრაფვის საკუთარი მოღვაწეობის ოპტიმიზებისკენ.

ხელმოწერის დახრილობა: მარცხნივ – მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი; მარჯვნივ - გაწონასწორებული ხასიათი, სხვების მიმართ გამგები; პირდაპირი - თავშეკავებული, მოაზროვნე; სხვადასხვაგვარი დახრილობა - გულჩათხრობილი, არაგულწრფელი; "მწოლიარე" ასოები - სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე.


ხელმოწერის "კუდის" მიმართულება: მაღლა - ოპტიმიზმი; დაბლა - პესიმიზმისკენ მიდრეკილება; მარჯვნივ (ანუ პირდაპირ) - გაწონასწორებული ხასიათი.


ხელმოწერის "კუდის" სიგრძე: რაც უფრო გრძელია "კუდი", მით შეუწყნარებელია ადამიანი სხვისი აზრის მიმართ.

ხელმოწერაზე ხაზის გასმა: დაბლა - თავმოყვარე ადამიანი, რომელსაც ადვილად სწყინს და დიდად არის დამოკიდებული გარშემომყოფთა აზრზე; ზემოთ– სიამაყე, პატივმოყვარეობა; ხაზგადასმული ხელმოწერა – თვითკრიტიკულობა, საკუთარი თავით უკმაყოფილება.




სულ ესაა. ვფიქრობ საინტერესო და სახალისო ტესტია. იქნებ ემთხვევა კიდეც.

თუმცა ვინ იცის, ასე მარტივია "ერთი ფუთი მარილის" შეჭმის თავიდან აცილება?

0
96
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0