x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
შვილის მოსწრებული პასუხი ამპარტავან მამას- იგავი, რომელიც ბევრ მშობელს დააფიქრებს
ვინც უკვე ხართ მშობელი, დამეთანხმებით რაოდენ სირთულეებთანაა დაკავშირებული შვილის აღზრდა და არა გაზრდა. მშობელს არ აქვს უფლება სულ მცირედი შეცდომაც კი დაუშვას ამ საკითხში, თორემ უარყოფითად აუცილებლად მოიმკის. ხშირია შემთხვევბიც, როდესაც შვილს ვვნებთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე და იმის მოტივი, რომ უზრვუნველვყოთ ისინი კომფორტით, სულაც არ ნიშნავს მისი კეთილდღეობის ამ გზით სისრულეში მოყვანას, ვინაიდან დროთა განმავლობაში ბავშვს უყალიბდება განდიდების მანია და ხდება ამაყი და ამპარტავანი, რაც მოგეხსენებათ, რომ მომაკვდინებელი ცოდვათაგანია. თუ გავიხსენებთ სიტყვებს "მხოლოდ გაზრდა არას შვრება, თუ ბუნებამაც არა ქნაო", ამასაც დავეთანხმებით, რადგან გამონაკლის შემთხვევებში უსამართლო მშობლებს სამართლიანი შვილებიც ყავთ. ზოგადად კი ბავშვის აღზრდა არის რთული და კომპლექსური პროცესი, სადაც უდიდეს როლს მშობლები და ნაწილს კი ბუნება თამაშობს.


ამ შესავლის შემდეგ კი მინდა მოგითხროთ ერთი იგავი, სადაც განდიდების მანიით შეპყრობილ მამას შვილი მოსწრებულ პასუხებს გასცემს და ალბათ ბევრ მშობელსაც დააფიქრებს.

image


ერთ დღეს ძალიან მდიდარმა ოჯახმა თავისი შვილი სოფელში წაიყვანა იმ მიზეზით, რომ მისთვის ეჩვენებინათ, თუ რა ღარიბულად ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები. მათ რამოდენიმე დღე გაატარეს სოფელში მდგარ პატარა ღარიბულ ქოხში და ამის შემდეგ ისევ შინისაკენ გაეშურნენ. გზაში მამასა და შვილს შორის ამგვარი დიალოგი გაიმართა:



- როგორ მოგეწონა შვილო მოგზაურობა? - ჰკითხა მამამ შვილს.

* ძალიან მომეწონა მამა - უპასუხა შვილმა.

- ხომ ნახე, თუ როგორ ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები? -ჰკითხა მამამ.

* კი მამი, რა თქმა უნდა - უპასუხა შვილმა.

- კარგი მაშინ მითხარი რა ისწავლე ამ მოგზაურობიდან? - იკითხა მამამ და სიამაყით მოემზადა შვილის პასუხის მოსასმენად. შვილმა უპასუხა :

* ჩვენ მხოლოდ ერთი ძაღლი გვყავს, მათ კი ოთხი ან მეტი. ჩვენ აუზი გვაქვს, რომელიც ბოლომდე სწვდება ჩვენს ბაღს, მათ კი ტბა აქვთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ღამით ჩვენს ეზოში უამრავი ლამპიონი ანათებს, მათ კი ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები უნათებენ ბნელ ღამეებს. ჩვენი ეზო არაფერია მათ მინდვრებთან შედარებით. ჩვენ ვყიდულობთ საკვებს, მათ კი შეუძლიათ მოიყვანონ იგი. ჩვენ ჩვენი სახლის გარშემო შემორტყმული ყრუ კედლები გვიცავენ, მათ კი მეგობრები ყავთ, რომლებიც მზად არიან ყოველთვის გვერდში დაუდგნენ და დაიცვან ისინი...


მწარედ დაფიქრებული მამა უსიტყვოდ უსმენდა შვილს.


* მადლობელი ვარ მამა, რომ მაჩვენე თუ რა ღარიბები ვყოფილვართ - დაასრულა შვილმა.


image

3
1505
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1505
  
2015, 1 მაისი, 23:26
ასეთ ისტორიებს ერთ ქართუ საიტზე ვკითXულობ ხოლმე არ დავწერ აქ თორე რეკლამაში ჩამეთვლება,კარგია მაკუშ.მისყვარს ეს ისტორია
2015, 1 მაისი, 20:29
მომეწონა და გავაზიარე.
2015, 1 მაისი, 18:22
კარგი იყო....
0 1 3