x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მსოფლიოს 10 უდიდესი მსუბუქი ავტომობილი
თუ დასვამთ კითხვას რომელია ყველაზე დიდი ავტომობილი მსოფლიოში უმეტესობა სრულიად მარტივად და ერთმნიშვნელოვნად გასცემს პასუხს: რა თქმა უნდა კარიერის თვითმცლელი.

სხვა საქმეა თუ დავინტერესდებით გავიგოთ რომელია ყველაზე გიგანტური მსუბუქი ავტომობილი ავტოინდუსტრიის ისტორიის მანძილზე.


მოდით გავეცნოთ ყველა დროის 10 უდიდეს მსუბუქ ავტომობილს.




1-Bugatti Type 41 «La Royale»-მისი ძარის სიგრძე 6, 7 მეტრი იყო, ჰქონდა 8 ცილინდრიანი ძრავი 12, 7 ლ. მოცულობით.300 ც/ძ. და ავითარებდა 200 კმ. სთ-ში.


image



2-Bucciali TAV- Bugatti Type 41 -ის ერთადერთი სერიოზული კონკურენტი, რომელიც ოდნავ მოგვიანებით, 1932 წელს გამოვიდა. ძარის სიგრძე 5, 79 მეტრი იყო, ხოლო ბორბლები ჰქონდა უზარმაზარი(36 დიუმი).

image


3-Coggiola T-Rex-ტექნიკურად იტალიური წარმოების ავტომობილი თითქმის მთლიანად HUMMER H1 -ის ასლია, ძრავი 5, 6 ლ. მოცულობით, ტურბოდიზელი და 195 ც/ძ.-ით.სიჩქარე 134 კმ/სთ-ში.

image



4-Commercial Extreme Truck-ყველაზე დიდი პიკაპი მსოფლიოში.მისი სიგრძე 6, 55 მეტრია, ხოლო სიმაღლე 2.55.სალონში 4 მგზავრი ეტევა.ძრავის სიმძლავრე 220 ცხენის ძალაა.

image


5-Alton F650-ეს გახლავთ Ford F650-ის დაგრძელებული ვარიანტი.სალონში ეტევა 8 ადამიანი, ხოლო მთლიანად ავტომობილის წონა 12 ტონაა.ძრავის მოცულობა 7.2 ლ. 220 ც/ძ.

image


6-Dunkel Industries Luxury 4×4-ავტომობილის სიგრძე 9.7 მეტრია, სიგანე 2.5, ხოლო სიმაღლე 3.6 მეტრი.ეს ავტომობილი ფაქტიურად სახლია.მასში განთავსებულია სამზარეულო, დივანი, საძინებელი და შხაპიც კი.

image


7-Superbus-მართალია მისი სახელი ავტობუსთან ასოცირდება, მაგრამ გარეგნულად და სხვა პარამეტრებით უფრო მსუბუქ ავტომობილს მიესადაგება.15 მეტრიან გიგანტს 16 კარი და 6 ბორბალი აქვს. მასში ეტევა 23 მგზავრი და მიუხედავად გიგანტური ზომისა შეუძლია 250 კმ.სთ-ში განავითაროს.

image


8-American Dream-ლიმუზინ "ამერიკულ ოცნებას"აქვს 2 ძრავა, 26 ბორბალი, მის მობრუნებას უზარმაზარი ადგილი სჭირდება, ამიტომ ავტომობილს 2 მძღოლი ემსახურება ერთი წინ ზის, მეორე უკან.მისი სიგრძე 30 მეტრია.

image


9-Chevrolet Kodiak-მართალია მსუბუქ ავტომობილად ითვლება, მაგრამ საშუალო კლასის სატვირთოს ბაზაზეა დამზადებული.

image
10-Ford Excursion-ეს ავტომობილი ითვლება ყველაზე დიდ ჯიპად დღესდღეობოთ მსოფლიოში, რომელიც სერიულად მზადდებოდა .სიგრძე 5, 76 მეტრია.სიგანე 2.03 მეტრია, ხოლო სიმაღლე 197 სანტიმეტრი.წონა 4320 კილოგრამია.ძრავის მოცულობა სხვადასხვაა 5, 4 ლ. -ით დაწყებული და 7, 3 ლ.დამთავრებული.გამოდიოდა 2000-2005 წლებში.

image

2
1371
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1371
  
2017, 29 ნოემბერი, 0:40
მერვე სურათზე მაგარი ბანძი რაღაცააა
2015, 1 მაისი, 20:33
მაგარია
0 1 2