x
image
akkai
facebook-ზე საკუთარი პროფილიდან სპამის გაგზავნის დაბლოკვა

ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც აღმოაჩენ რომ ფეისბუკზე საკუთარი გვერდიდან შენდაუნებურად იგზავნება სპამი, რომელიც კომენტარის სახით იდება. ვინც მეგობრის სახელით ამ და სხვა შინაარსის სტატუსებს ხედავს დიდი სანსია თავად გახდეს მისდაუნებურად ამ სპამის გამრცელებელი.

ფეისბუკის პარამეტრებში არის ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა დავბლოკოთ ეს სპამი და თავიდან ავიცილოთ პრობლემა:

ვაკლიკებთ პროფილის ზედა მარჯვენა კუთხეში ბოქლომის სახით გამოსახულ პარამეტრებს, გავშლით ამ მენიუს ჩამონათვალს see more settings, შემდეგ მარცხნივ არსებულ ჩამონათვალში ვირჩევთ apps . აქ არის ყველა იმ პროგრამის სია, რომელსაც თავის დროზე მიეცით წვდომა, ზოგი ვებ საიტია და ზოგიც თამაში.

სწორედ ამ სიაშია ზოგი რამ ზედმეტი, რომელიღაც პროგრამას აქვს უფლება თქვენი სახელით გამოაქვეყნოს ინფორმაცია, სტატუსი, კომენტარი.

ამ სიაში ყოველი აპლიკაციის ბოლოში არის ფუნქცია edit .თუკი შევამოწმებთ ამ ფუნქციის მიხედვით, რომელიმე აპლიკაციას ექნება მითითებული post on your behalf, ანუ ნებართვა თქვენი სახელით გამოაქვეყნოს ინფორმაცია.

კონკრეტული აპლიკაციისთვის მითითებული ყველა ნებართვის გასწვრივ არის ნიშანი x, რომელიც გაძლევთ საშუალებას გააუქმოთ ეს ნებართვა . ამისთვის საჭიროა აპლიკაციის გასწვრივ არსებული "რედაქტირებაში" შესვლის შემდეგ დააჭირეთ remove app-ს და აპლიკაცია გაქრება, შესაბამისად კი სოციალურ ქსელში აღარ გაიგზავნება ტქვენი სახელით საკმაოდ უხამსი ფოტო და ვიდეოები კომენტარებად.

image

0
56
3-ს მოსწონს
ავტორი:akkai
akkai
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0