x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ალექსანდრე შათირიშვილი- წლის ბოლომდე თელავის ყველა სოფელს ახალი დიოდური განათება ექნება

ალქსანდრე შათირიშვილითელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიოდური განათება დამონტაჟდება.მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სოფლებში გარე განათების შუქდიოდების (LED) სისტემა აკურიდან იყალთოს ჩათვლით ყველა სოფლის ტრასაზე დამონტაჟდება:
“წლის ბოლომდე მთლიანად შევცვლით გარე განათების სისტემას, რომელიც ჩანაცვლდება შუქდიოდური სანათებით. მინდა აღვნიშნო, რომ დიოდურ სისტემას სჭირდება ნაკლები ელექტროენერგია. ახალ სანათებს აქვს სამწლიანი გარანტია, რომელიც 70 ვატიანია და საკმაოდ კარგი განათება აქვს, ვიდრე 250 ან 400 ვატიან სანათებს. ძველ სისტემას, ამ ეტაპზე, შევცვლით ახალი სანათებით სოფელ აკურის ტრასიდან იყალთომდე, ხოლო ძველ სანათებს დროებით დავამონტაჟებთ სხვა სოფლებში. მომავალ წელს კი, ბიუჯეტში საკმარის თახნას ჩავსვამთ, რათა მთლიანად გადავიდეთ განათების ახალ სისტემაზე"-განაცხადა ალექსანდრე შათირიშვილმა
აღსანიშნავია, რომ დიოდური განათება ეფექტური და ბიუჯეტისათვის ეკონომიურ იქნება.
როგორც გამგებელი ამბობს ამ წუთებშიც მუშაობა სოფელ ვარდისუბანში მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში სოფელი დიოდური განათების სისტემით სრულად იქნება აღჭურურვილი


0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0