x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
57

მ თ ვ ა რ ე


მთვარე სადღაც გაპარულა,
თან წაასხა ვარსკვლავთ გუნდი,
შემოაჯდა გამხდარ ულაყს,
ვიდრე გვერდზე გადავბრუნდი,

ტლინკებსა ყრის, აი გავა,
აუტეხავს წკარუნს ნალებს,
ტყუილს ვიტყვი, არვის ვგავარ,
კიც მოვითხოვ პასუხს მალე,

ან ეს მთვარე სად წავიდა,
სად წაასხა ვარსკვლავთ გუნდიც,
ვიდრე სიზმრად წანწალიდან,
უკან, ცხადში არ დავბრუნდი.


ღ მ ე რ თ ო !

მე რომ ვიცოდე მიზეზი,
ძირფესვიანად ამოვთხრი,
აგრერიგ რატომ მიმზერს ის,
ადამს მებაღე სამოთხის,

იქნებ ცოდვათგან განბანილს,
არ მომეკაროს არც ევა,
ჭკუა მოვკითხო აბა ვის,
ცოდვის გუბეს თუ არ ვწევარ?


ვინღა დაეძებს, ღვთის შვილი,
ვწექ რომელი ზღვის ტალღებს, სად?
ღმერთო შენ თუ არ მიშველი,
მაშ ვინ, შენ ხომ ხსნა გაქვს წესად.




0
1
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0