x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჯალები - უგემრიელესი და მარტივი ინდური დესერტი
image
ჯალები (Jalebi) - ტრადიციული ინდური დესერტია, რომელსაც ინდოეთში თითქმის ყველგან ამზადებენ - რესტორნებიდან დაწყებული ქუჩით დამთავრებული. ეს ხრტუნა, ტკბილი, შემწვარი სპირალები გულგრილს არავის ტოვებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს მოსწონთ.


ინგრედიენტები:


ფქვილი — 2 ჩ.ჭ.
არაჟანი (შეიძლება მაწონიც) — 1 ს.კ.
წყალი - 1, 1/4 ჩ.ჭ.(ცომისთვის)

წყალი - 2, 2/3 ჩ.ჭ. (სიროფისთვის)
მანანის ბურღული (ან დაფქვილი ბრინჯი) — 2 ჩ.კ.
სოდა (ან გამაფხვიერებელი) — 1/4 ჩ.კ.
შაქარი — 4 ჩ.ჭ.
ლიმონის წვენი — 1 ს.კ.
ზეთი (შესაწვავად)



შეურიეთ ერთმანეთში ფქვილი, მანანი, სოდა, არაჟანი და თბილი წყალი. კარგად აურიეთ ხელის სათქვეფით. უნდა მიიღოთ ბლინების ცომის მსგავსი მასა, ან ოდნავ სქელი.


დადეთ ცომი თბილ ადგილას მინიმუმ 2 საათით. შეიძლება მთელი ღამითაც.


მოამზადეთ შაქრის სიროფი:

შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი მოათავსეთ ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე, ადუღეთ 5 წუთი და გადმოდგით.


ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო შპრიცში ან ტომარაში. აადუღეთ ზეთი ღრმა ტაფაში და სწრაფად "დახატეთ" მასზე ცომით სასურველი ფორმის სპირალები. ცომი ჯერ ჩაიძირება ზეთში, რამდენიმე წამში კი ზედაპირზე ამოტივტივდება.


შეწვით ჯალები ორივე გვერდზე, თითოეულზე დაახლოებით 30 წმ., სანამ ოქროსფერი არ გახდება. ამოიღეთ და დააწყვეთ ლანგარზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.


image

ჩადეთ თითოეული ჯალები შაქრის სიროფში არაუმეტეს 15 წამისა და დააწყვეთ ლანგარზე გასაშრობად.

image









15
29199
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
29199
  
2017, 18 აპრილი, 15:07
საკონდიტრო მასალების ან ჭურჭლის მაღაზიებში, ბაზრობებზეც არის.
2017, 18 აპრილი, 12:18
Sakonditro shprici sad iyideba?
2016, 29 ოქტომბერი, 15:01
მანანის ბურღული იგივეა, რაც მანი, ყველა მაღაზიაში იყიდება. ბრინჯი კი თავად უნდა დაფქვათ, ჩვეულებრივ ყავის საფქვავში.
2016, 29 ოქტომბერი, 11:48
მანანის ბურღული ან დაფქვილი ბრინჯი ხო არ იცით ად შევიძინო? ან რითი შეიძლება ეს შევცვალო?
2016, 27 აგვისტო, 9:02
უფრო სწორად სუფრის კოვზი
2016, 27 აგვისტო, 9:02
სადილის კოვზი. :)
2016, 26 აგვისტო, 18:11
ს.კ რას ნიშნავს
2016, 26 აგვისტო, 15:32
უგემრიელესი იყო ჩემი გაკეთებული ჯალები.კომენტარების ავტორებს შორის დარწმუნებული ვარ ჩემი იყო ყველაზე გემრიელი :)
2016, 3 ივლისი, 12:42
ერთი ჩაის ჭიქა და კიდევ ერთი მეოთხედი. დაახლოებით 250 მლ. გამოდის
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10