x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508579
ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი (+ფოტოები)

image

თინა დალაქიშვილი-ეს ნაზი, ლამაზი გოგონა უკვე ქართული კინოს ვარსკვლავად ითვლება.

თინა არაპროფესიონალი მსახიობია.

იგი დაიბადა 1991 წლის 2 თებერვალს, თბილისში. შემოქმედებითი მიდრეკილებები მამისგან მოყვება, მისი მამა მხატვარია, თუმცა მასთან ხშირი ურთიერთობა არ აქვს. იგი დიდიხანია რაც დამოუკიდებლად ცხოვრობს, 14 წლის ასაკიდან დედის გარეშე იზრდებოდა.

24 წლის გოგონა, რომელიც პროფესიით მსახიობი არ არის, უკვე ბევრ ფილმშია გადაღებული და არამარტო ქართულ, არამედ რუსულ ფილმებშიც.


პროფესიით თინა დიზაინერია. 17 წლის იყო, როდესაც ფოტოგრაფმა მეგობრებმა გაუკეთეს პორტფოლიო, თინას ფოტოები მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი გადაიღეს რეკლამაში. სწორედ აქედან შეამჩნიეს კაფანდარა გოგონა და დაიწყეს მისი მიწვევა ფილმებში სხვადასხვა ეპიზოდურ თუ მთავარ როლებზე.

თინა დალაქიშვილი მონაწილეობდა სერიალში "შუა ქალაქში", ითამაშა ქართულ ფილმში "სეზონი", ნათამაშები აქვს როლი ფილმში "ბოლო გასეირნება "(გასეირნება ყარაბაღში 3), რუსეთში გადაღებულ ფილმებში, სომეხი რეჟისორის ანა მელიკიანის ფილმში "ვარსკვლავი" მთავარი როლი ითამაშა, რის შემდეგაც იგი შენიშნა რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილიმა და მიიწვია ფილმში "სიყვარული აქცენტით".

თინა დალაქიშვილი ახლა ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში", ფეხმძიმე ანუკის როლში მოგვევლინა.

აი როგორ ახასიათებენ რუსი ჟუნრალისტები გოგონას-" თხელი, გამჭირვალე გოგონა, მუდამ ღიმილიანი, გრაციოზული და ცოტათი მოუხერხებელი. პარტყუნა ყურებით..."

თინა დალაქიშვილი, როგორც თვითონ აღნიშნა არ მიილტვის პოპულარობისა და ვარსკვლავობისკენ ისე, როგორც მისი მთავარი გმირი ფილმში "ვარსკვლავი".


მას მეგობრებთან ერთად თბილისის ძველ უბანში გახსნილი აქვს კაფე, სადაც თინა ზოგჯერ მიმტანადაც კი მუშაობს. მისი მეგობრები კი ხელოვანი ხალხია: მხატვრები, მუსიკოსები, ფოტოგრაფები, რომელთა ასაკიც 17-დან 30 წლამდეა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას იგი გათხოვილი იყო, მაგრამ წელიწადზე მეტია რაც დაშორდა მეუღლეს. ახლა იგი თავისუფალია და უფრო მეტად თავისი სამუშაო აინტერესებს.

გთავაზობთ თინა დალაქიშვილის ფოტოებს:

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

4
1782
9-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1782
  
2015, 28 აპრილი, 17:45
მართლაც რომ ლამაზი გოგოა, რაღაც ბუნებრივი სილამაზე აქვს. წარმატებებს ვუსურვებ
2015, 27 აპრილი, 16:20
უცხოპლანეტელს გავს... ყურები რომ მოიქნიოს, გაფრინდება :D
2015, 26 აპრილი, 20:02
მეც ზაან მომწონს წარმატებებს უსურვებ ამ გოგოს
2015, 26 აპრილი, 16:20
მომწონს ძაან...
0 1 4