x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ყველაზე იღბლიანი ადამიანი დედამიწაზე
გაიცანით ადამიანი, რომელიც შვიდჯერ გადაურჩა სიკვდილის, შემდეგ კი ლატარიაში მილიონი მოიგო.


image

ხორვატმა მუსიკის მასწავლებელმა ფრენ სელაკმა თავისი წარუმატებლობების სერია 1962 წელს დაიწყო: მატარებელი, რომლითაც ის მგზავრობდა, რელსებიდან გადავიდა, რამდენჯერმე გადატრიალდა და მდინარეში გადავარდა. 17 ადამიანი დაიღუპა. სელაკმა მოტეხილი ხელით და ნეკნებით მოახერხა ნაპირზე გამოსვლა და გადარჩენა.



ერთი წლის შემდეგ ის თვითმფრინავით მიფრინავდა. 5000 კილომეტრის სიმაღლეზე მოხდა დეჰერმეტიზაცია და სალონის გვერდითა კარები თვითმფრინავს მოწყდა, ჰაერის ტალღამ სელაკი ძირს გადმოისროლა. როდესაც ფრენი გონს ჰოსპიტალში მოვიდა, მას უთხრეს, რომ ის გონდაკარგული იპოვეს თივის ზვინში.


1966 წელს სელაკი კვლავ მოჰყვა ავარიაში, როცა ის ავტობუსით მგზავრობდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ფრენი მსუბუქი დაჟეჟილობით გადარჩა.


შემდეგი წარუმატებლობა სელაკს 1970 წელს შეემთხვა, როცა ის თავის მანქანას მართავდა. უცებ ავტომობილს ცეცხლი მოედო, სელაკი გადმოვიდა და ცეცხლის ჩაქრობა დააპირა. ამ დროს მანქანა აფეთქდა. ფრენი მსუბუქი დამწვრობით გავიდა ფონს.


1973 წელს კიდევ ერთი სააავტომობილო ინციდენტი მოხდა: ამჯერად საწვავი სისტემის გაუმართაობის გამო ცეცხლი თვითონ სალონის შიგნით გაჩნდა. სელაკს თმების დიდი ნაწილი დაეწვა თავზე, თუმცა სხვა არაფერი დაშავებია.


1995 წელს ფრენს ავტობუსი დაეჯახა..ისევ მცირე ტრავმა და დაჟეჟილობა.


1996 წელს, მიდიოდა რა თავისი ავტომობილით მთიან გზაზე, სელაკმა დაინახა სატვირთო, რომელიც დიდი სიჩქარით პირდაპირ მისკენ მოდიოდა. დაჯახება გარდაუვალი იყო. ამიტომ ფრენი იძულებული გახდა, ავტომობილი გზიდან გადაეყვანა და ხრამში გადაეჩეხა, თუმცა ხევში გადავარდნამდე მან მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა. ფრენი ამჯერადაც სრულიად უვნებლად გადარჩა.


2003 წელს, 74 წლის ასაკში, ცხოვრებაში პირველად სელაკმა ლატარიის ბილეთი იყიდა და....მილიონი დოლარი მოიგო!!!

4
324
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
324
  
2015, 13 მაისი, 14:45
სიმართლეაო, იუწყებიან და მე პირადად არ ვიცნობ ამ კაცს :) კი 5000 მეტრი უნდა იყოს
2015, 13 მაისი, 1:37
5000 metri unda iyos albat mand :) 5000 km dzan maglaa. Tumca tavisufali vardnis pirobebshi adamiani tivis zvinma rom ixsna, eg martla saswaulia, tu martla simartlea eg.
2015, 25 აპრილი, 16:45
ადრე მაინც ეყიდა ის ბილეთი?:)
2015, 25 აპრილი, 16:38
ცოტა ადრე მაინც მოეგო...თუმცა ეგეც კაია...
0 1 4