x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავა

imageსამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 4 აბი ტრამადოლი და 11 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 0, 3689 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ომარ ბ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ომარ ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

0
13
5-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0