x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ოკეანის სანაპიროზე ძვირადღირებული ჯიპით "ჯირითი" სავალალო შედეგით დასრულდა.

image აი რატომ არ ღირს ზღვის ან ოკეანის სანაპიროზე მანქანით "ჯირითი".
ჩემთვის ყოველთვის ამოუცნობი გამოცანა იყო, რატომ უნდა გაიმეტო მანქანა, მით უფრო საკმაოდ ძვირადღირებული ათასგვარი უაზრო ექსპერიმენტებისათვის, მათ შორის მეორე მანქანასთან საბუქსირე ბაგირით ჩაბმა და იმის გარკვევა თუ ვისი მანქანაა უფრო მძლავრი ძრავით, ან უფრო ძლიერი გადაცემათა კოლოფით.
ესეც არაფერი, მარილიანი ზღვის ან ოკეანის სანაპიროზე აწყობენ "ჯირითს", რაც ხშირად სანაპიროს ქვიშაზე ჩაფლვით ან სულაც ზღვაში ჩავარდნით მთავრდება.
ასე მოხდა ავსტრალიის კუნძულ ფრეიზერზე, როცა ძალზე ძვირადღირებული მერსედესის ჯიპის მფლობელმა (ამ მოდელის ფასი დაახლოებით 80 000 დოლარია) გამოცდა გადაწყვიტა ოკეანის სანაპიროზე. ერთია რა წერია მანქანის პასპორტში მანქანის მაღალ გამავლობაზე და მეორეა რეალურად რა შეუძლია ამა თუ იმ მანქანას მანქანისათვის ძალზე რთულად გადასალახ დაბრკოლებასთან შეჭიდებისას.
სანაპიროზე "მოჯირითე" მანქანა ნაპირის თავისებურების და მანქანის სიმძიმის გამო ქვიშიან სანაპიროზე ჩაეფლო და მისი საკუთარი ძალებით ამოყვანისას წყლის მოქცევამაც მოუსწრო. საბოლოო ჯამში ჯიპი ამოიყვანეს, მაგრამ ძალზე სავალალო მდგომარეობაში.
იმედია ამ მწარე გამოცდილების მერე მაინც "ისწავლის ჭკუას" მისი მფლობელი.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს აღნიშნულ ჯიპზე.
imageimageimageimageimage


4
479
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
479
  
2015, 28 აპრილი, 17:29
მიბოძებია დასტური. :))
2015, 28 აპრილი, 16:29
მარიაჟებს ასე მოსდით.:))))
0 1 4