x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ყველაზე არაორდინალური ქართველი წყვილი. ნუკა კვალიაშვილის ახალი გატაცება.
image
ნუკა კვალიაშვილი ცნობილი მომღერლის ეკა კვალიაშვილის ერთადერთი ქალიშვილია. ნუკა საზოგადოებამ მუსიკალური სატელევიზიო პროექტის, "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო. მან მალე დაამახსოვრა ხალხს თავი თავისი განსხვავებული იმიჯით და ძლიერი ხმით. პროექტის განმავლობაში ნუკას გვალიას გვარით იცნობდნენ, მაგრამ შემდეგ იმის გამო რომ მამასთან არ აქვს არანაირი ურთიერთობა, ცნობილი დედის გვარზე დაეწერა.

ნუკა პროექტის ფინალისტი იყო, მაგრამ საბოლოოდ ვერ გაიმარჯვა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში, "ერთი ერთში" მიიღო მონაწილეობა.

ნუკა კვალიაშვილი გათხოვილია, ჰყავს მეუღლე ნიკუშა კობახიძე, წლისა და 2 თვის პატარა ლუკა და მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ. წყვილმა ინტერნეტის საშუალებით გაიცნო ერთმანეთი.

ქართულ სივრცეში შეიძლება ითქვას, რომ მათი წყვილი ყველაზე არაორდინალურია. ცოლსაც და ქმარსაც უყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება. ნუკის მეუღლე ახლა ლამბერსექსუალის იმიჯით არის.


23 წლის ნუკა რომ ხშირად იცვლის იმიჯს და ყოველთვის ცდილობს დაარღვიოს ქართული სტერეოტიპები გარეგნობასთან დაკავშირებით, ეს უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი. იგი ხშირად იცვლის თმის ფერს და ვარცხნილობას, აქვს ტატუები და პირსინგები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში.

გთავაზობთ ფოტოებს მისი "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან:

imageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

ნუკა კვალიაშვილი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელზე. მისი ცინიკური სტატუსები საზოგადების მიმართ ხშირად ინტერნეტ მედიის ყურადღებას იპყრობს.

ახლა მას ახალი გატაცება აქვს. ნუკა თიხისგან ქალის ფიგურის გამოძერწვას ცდილობს და მგონი გამოსდის კიდეც:


"არასოდეს არაფერი არ გამომიძერწავს ჩემს ცხოვრებაში, მითუმეტეს თიხით. ღრმა პატარაობაში მხოლოდ პლასტელინით ვერთობოდი როგორც ყველა ბავშვი, ზედმეტად ნუ გამაკრიტიკებთ მუშაობის პროცესია, თან აზრზე არ ვარ, რას ან როგორ ვაკეთებ..."

imageმისმა ახალმა გატაცებამ დიდი მოწონება გამოიწვია მის ფეისბუქელ მეგობრებს შორის:


image
imageimageimage

0
1849
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1849
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0