x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ამერიკული შოკოლადის ორცხობილა

image

















ამერიკული ორცხობილა ცნობილია მთელ მსოფლიოში. ყველაზე გემრიელი და ამავდროულად ძალიან კალორიულიც, მაგრამ ხანდახან უნდა გავანებივროთ კიდევაც ჩვენი თავი ამგვარი სასუსნავებით.
ორცხობილის მომზადებას შეძლებთ შემდეგი სურათების მეშვეობით, რაც ძალიან გაგიმარტივებთ პროცესს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


ფქვილი - 700 გრ
კარაქი - 450 გრ

კვერცხი - 4 ც
ყავისფერი შაქარი - 725 გრ ( ასევე შესაძლებელია ჩვეულებრივი შაქარიც, მაგრამ ორცხობილა თეთრი გამოვა)
შოკოლადის ჩიპსი - 400 გრ (ასევე შეგიძლიათ შავი შოკოლადი პატარა ნაჭრებად დაჭრათ და 15 წთ შედოთ მაცივარში, თავად ასე ვაკეთებ ხოლმე)
ზღვის მარილი - 15 გრ

ასევე შეგიძლიათ დაამატოთ თხილი, ნიგოზი და ა.შ.

1. კარაქი უნდა იყოს რბილი.
მიქსერით ავთქვლიფოთ და კრემისებრ მასამდე მივიყვანოთ.

image












2. ვყრით შოკოლადს, თხილს, შაქარს და ნელ-ნელა ვამატებთ ფქვილს.
ამ ყველაფერს ვურევთ დაბალ სიჩქარეზე.

image











3. შემდეგ ვურევთ კვერცხს და ყველაზე ბოლოს კი მარილს ვუმატებთ.


imageimage









4. ცომი უნდა იყოს მკვრივი, თუ ფქვილის დამატება დასჭირდა აუცილებლად დაამატეთ. რაც მთავარია ცომი დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან მარილი არ უნდა გადნეს.

imageimage

























5. გააკეთეთ პატარა ბურთულები.

image











6. ბურთულები დადევით საკონდიტრო ქაღანდზე ერთმანეთისგან მოშორებით, რათა არ მიეწებოს ერთმანეთს.
ქურა გააცხელეთ 15 წთ ადრე 180 გრ.

გამოცხობას სჭირდება 20 - 30 წთ.


image












გემრიელად მიირთვით!!!

0
1249
2-ს მოსწონს
ავტორი:თათანიკა
თათანიკა
1249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0