x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ მოიქცეოდნენ ზოდიაქოს ნიშნები უკაცრიელ კუნძულზე?

image



წარმოიდგინეთ სიტუაცია - მოხდა რაღაც გაუგებრობა დროსა და სივრცეში და სენ უცებ მოხვდი დაუსახლებელ კუნძულზე. თუმცა მარტო არ ხარ, შენს მეგობრებთან ერთად ხარ. თქვენ ხართ მარტო და ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეთ. როგორ მოიქცეოდით სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნების გადმოსახედიდან?

თხის რქა - " არ ჩავვარდეთ პანიკაში, -თქვა თხის რქამ - ყველაფერი არც თუ ისე ცუდადადაა. მოთით ჯერ დავათვალიეროთ ეს ადგილი, გავარკვიოთ სად ვართ. იქნებ არის რაიმე გზა აქედან გასაღწევად. ყოველ შემთხვევაში, მოვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ აქ."

მერწყული -ის ძალიან განაწყენდა, რომ მოაშორეს ცივილიზაციას და მოუწია ინტერნეტის გარეშე არსებობა. მისი ტვინი და მდიდარი ფანტაზია იტრიალებს კუნძულიდან თავის დაღწევის იდეაზე. მეგობრებში ის გახდება იდეების გენერატორი და შესთავაზებს ყველაზე არარეალურ ხერხებს თემაზე "როგორ დავბრუნდეთ სახლში".

თევზები - დაიწყებს ხტუნვას, რადგან იმედი აქვს, რომ შეამჩნევს ძალიან შორს მოცურავე გემი. საღამოობით დაანთებს კოცონს და იფიქრებს იმაზე, თუ როგორ მიიქციოს დილიდანვე ადამიანების ყურადღება. თევზებს არ მოსწონთ გაუგებრობაში ყოფნა, ამიტომ ყოველ ახალ დღეს, რომელსაც გაატარებენ სახლიდან შორს, უფრო ცუდად იგრძნობენ თავს.

ვერძი გადაწყვეტს, რომ კოლექტივის მობილიზება უნდა გააკეთოს, რათა არ ჩავარდნენ პანიკაში და აქეთ-იქით ხეტიალში დრო არ დაკარგონ. წინამძღოლად სამეგობროს შესთავაზებს საკუთარ თავს, ხოლო იდეები და აქედან გასვლის გეგმები უკვე მზად ექნება.

კურო დაიწყებს ნავის შენებას - ყველანაირ შანსს გამოიყენებს, რომ აქაურობას თავი დააღწიოს! ეს ჯიუტი ნიშანი არაფრით მოეშვება თავის იდეას, მიიყვანს ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ძალიან ნელა მიიწევს წინ. მას ვერაფერი შეაჩერებს!

ტყუპებს სულაც არ აწუხებთ სხვა გარემოში ყოფნა. პირიქით, ეს ცვლილებები ძალიანაც მოსწონთ. სინამდვილეში, გულის სიღრმეში ოცნებობდნენ კიდეც ამაზე. ათასგვარ საზრუნავზე ფიქრის გარეშე დატკბებიან ახალი შეგრძნებებით.

კირჩხიბი სიამოვნებით გასცემს ბრძანებებს. ვიღაცას თევზის დასაჭერად გაგზავნის, ვიღაცას ხილის მოსაგროვებლად, ვიღაცას თავის დამხმარედ დაიყენებს საჭმლის მომზადებაში. ერთი სიტყვით, კირჩხიბი არავის მისცემს უფლებას შიმშილით მოკვდეს.

ლომი გრძნობს პასუხისმგებლობას მთელი სამეგობროს გამო და გააკეთებს ყველაფერს, რათა შეუმსუბუქოს ცხოვრება კუნძულზე ყველა თავის მეგობარს. როგორც არ უნდა იყოს, ეს ხომ თავგადასავალია?! ესე იგი, დაუვიწყარი უნდა იყოს! ყოველ დღე ხომ არ გეძლევა შანსი რობინზონ კრუზო იყო?!

ყველაზე მეტად ქალწულს აღელვებს შემდეგი შეკითხვები: სად დავიძინებთ, რას შევჭამთ, როგორ დავიცვათ თავი ველური ცხოველებისგან და მწერებისგან? ქალწული იმედოვნებს, რომ მალე დაბრუნდება სახლში და ამაში მხოლოდ საკუთარი თავი და ძალები დაეხმარება.

სასწორი არ დაეცემა სულით და არც სხვებს მისცემს ამის უფლებას - მას მოსწონს კუნძულზე ყოფნა. ის გაუთავებლად იხუმრებს და გაერთობა. საღამოობით კი, კოცონთან შეკრების დროს, როცა სასწორი ყვება ანეკდოტებს, შესაძლოა ყველა საფიქრალი დაგავიწყდეთ.

მორიელი დაიწყებს ჯადოქრობას, რომ ყველაფერი დააბრუნოს თავის ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ მისი მცდელობები კრახით დასრულდება, ის მნიშვნელოვანი მორალური და ფიზიკური დამხმარე იქნება კუნძულზე დარჩენილთათვის.

ოპტიმისტ მშვილდოსანს შემდეგი დევიზი აქვს: "შეუძლებელი არაფერია!" მას სჯერა, რომ თვითმფრინავი მოფრინდება მათ გადასარჩენად... ან ეს სულაც სიზმარია ან საოცრება მოხდება ისევ დაბრუნდებიან სახლში.



1
404
5-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
404
  
2017, 21 ივლისი, 13:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1