x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მსოფლიოს 10 ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური პრინცესა
სამეფო კარის ეს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ მშვენიერი პრინცესები მხოლოდ ზღაპრებში არ გვხვდებიან. წარმოგიდგენთ ყველაზე მომხიბვლელი, სექსუალური და, ამავდროულად წარმატებული პრინცესების ათეულს.


1. შარლოტ კაზირაგი, მონაკო

image
შარლოტ კაზირაგის დანახვისთანავე გახსენდება მისი ბებია, გრეის კელი. დახვეწილი, 27 წლის შარლოტი იმ სილამაზისა და ელეგანტურობის მატარებელია, რომელმაც 60-ოდე წლის წინ მისი ბებია ჰოლივუდის ბრწყინვალე ვარსკვლავად აქცია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კაზირაგის ღირსება მხოლოდ სილამაზე და გენეტიკა არ არის. შარლოტი არის სორბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და წარმატებული ჟურნალისტი. ვალენტინოსა და კარლ ლაგერფელდის ახლო მეგობარი ამჟამად მონაკოს სამეფო ტახტის მეოთხე რიგის მემკვიდრეა.

2. პრინცესა სირივანავარი, ტაილანდი
image
ერთადერთი რამ, რაც ეგზოტიკურ პრიცესაზე მიმზიდველი შეიძლება იყოს ეს არის ეგზოტიკური პრინცესა 35 მილიარდი დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალით. ტაილანდის მეფის, ხრუმიპონ ადულიადეტის შვილიშვილი, ზღაპრული სიმდიდრის მფლობელი, 27 წლის გოგონა ასევე ცნობილი დიზაინერია, რომლის ტანსაცმლის ხაზმა დიდი მოწონება დაიმსახურა პარიზისა და ბანგკოკის ჩვენებებზე.

გასაკვირი არ არის, რომ ამგვარი წარმომავლობის, წარმატებისა და სიმდიდრის მქონე გოგოზე დაქორწინების მსურველი ძალიან ბევრია.


3. პრინცესა ევგენია, გაერთიანებული სამეფო
image
პრინც ენდრიუს უმცროსმა ქალიშვილმა, პრინცესა ევგენიამ ბრიტანეთში "ცუდი გოგოს" სტატუსი დაიმსახურა: ჯერ იყო და ბიუსტჰალტერების ქურდობაზე დააკავეს, შემდეგ კი ტაილანდში მოგზაურობისას, მეგობარ გოგოსთან ალერსის დროს დააფიქსირეს. ამ ეპიზოდის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ 24 წლის პრინცესა მაინც ვერ "დაწყნარდა": ხშირი სტუმარია სტრიპტიზ ბარების და არც სახალხოდ გაშიშვლებას ერიდება.


4. პრინცესა სონამი, ბუტანი
image
პრინცესა სონამი - კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სილამაზე და ჭკუა ერთმანეთის გამომრიცხავი სულაც არ არის. ბუტანის მეოთხე მეფის 33 წლის მშვენიერმა ქალიშვილმა სტენდფორდის უნივერსიტეტის დიპლომი აიღო საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში და იურისპრუდენციის მაგისტრის ხარისხი მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში.


5. პრინცესა ალექსანდრა, ლუქსემბურგი

image


ლუქსემბურგის ჰერცოგის, ანრის ერთადერთი ქალიშვილი, 23 წლის მომხიბვლელი ალექსანდრა სტუბენვილის ფრანცისკანური უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი ტენისით არის გატაცებული და უნივერსიტეტის გუნდში თამაშობს. ასევე უყვარს ცეკვა, თხილამურებით სრიალი და ცურვა.


6. შარლენ უიტსტოკი, მონაკო

image

იგი ყოფილი ჩემპიონია ცურვაში. 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაში ეს ქერა ლამაზმანი სამხრეთ აფრიკის სახელით გამოდიოდა და მეოთხე ადგილიც მოიპოვა.
თავისი უნაკლო სხეულით მან ადვილად მიიპყრო მონაკოს პრინცის, ალბერტ II-ს ყურადღება და მათ შორის ზღაპრული რომანიც გაჩაღდა. ამას კი შედეგად მოჰყვა 2011 წლის 8 ივლისს გამართული გრანდიოზული ქორწილი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა.


7. პრინცესა მერი, დანია
image
პრინცესა მერი ცოცხალი დასტურია იმისა, რომ ზღაპარი რეალობად შეიძლება იქცეს. ტასმანიაში, ქალაქ ჰობარტში დაბადებული 42 წლის ელეგანტური ქალბატონი ავსტრალიის სარეკლამო სააგენტოში მუშაობდა. ერთ საღამოს, სიდნეის ხალხმრავალ ღამის კლუბში შემთხვევით გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ფრედი. ნახევარი საათის მერე კი, მეგობარმა გააგებინა მერის, რომ ფრედი სინამდვილეში იყო ფრედერიკი, დანიის კრონპრინცი.

წყვილს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდა და ოთხი წლის შემდეგ, 2012 წლის 14 მაისს კოპენჰაგენში მდიდრული ქორწილი გადაიხადეს. მერი ძალიან შეუყვარდათ დანიაში, სადაც მოსახლეობის 75% დარწმუნებულია, რომ იგი შესანიშნავი დედოფალი იქნება.


8. პრინცესა მალდენი, შვეცია

image

შვეციის მეფის, კარლ XVI გუსტავისა და დედოფალ სილვიას უმცროსი ქალიშვილი, 32 წლის ქერა ლამაზმანი ცნობილია თავისი ზედმეტად მოკლე კაბებითა და გამომწვევი დეკოლტეებით. პრინცესა მალდენის ირგვლივ დიდი ხმაური ატყდა, როცა ჩაშალა ნიშნობა იონას ბერგსტრომთან მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ეს უკანასკნელი კოლეჯის სტუდენტთან ღალატობდა.


9. პრინცესა ლეტიცია, ესპანეთი

image

Bloomberg-ისა და CNN+-ის ყოფილი ჟურნალისტი, 2002 წელს ნავთობტანკერის ჩაძირვას აშუქებდა, როცა პირველად შეხვდა ასტურიის პრინც ფილიპეს. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ორი წლის შემდეგ, 2004 წლის 22 მაისს ქორწილიც გადაიხადეს. 2014 წელს, ესპანეთის მეფე, ხუან კარლოს I-მა მეფობაზე უარი განაცხადა, მისი ადგილი დაიკავა მისმა ვაჟმა, ფილიპმა. ამგვარად, პრინცესა ლეტიცია ამჟამად უკვე ესპანეთის დედოფალია.



10. ზარა ფილიპსი, გაერთიანებული სამეფო
image

ზარა ფილიპსი სამეფო ტახტის მეათე რიგის მემკვიდრეა, თუმცა ხალხის იგი სხვებზე გაცილებით მეტად უყვარს. პრინცესა ანასა და მარკ ფილიპსის ერთადერთი ქალიშვილი, 33 წლის ქერა ლამაზმანი 2005 წელს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა ცხენზე ჯირითში, 2006 წელს კი მსოფლიო საცხენოსნო თამაშებში გაიმარჯვა.


2011 წლის 30 ივნისს ზარა ცოლად გაჰყვა რეგბისტს, მაიკ ტინდალას.






0
262
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0