x
image
worldsport.ge
ნახევარფინალების წინ

image“ბარსელონა”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი” და “რეალი” – ამ გუნდებს სხვადასხვა პერიოდსა და ერაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ყველაზე მეტჯერ უთამაშიათ. პირველად მოხდა, რომ ლიგის საუკეთესო ოთხში სწორედ ეს 4 გუნდი გავიდა.
ნახევარფინალის წილისყრა პარასკევს გაიმართება და გვეცოდინება ვინ ვის შეხვდება, მანამდე კი საინტერესო იქნება გავეცნოთ მცირე სტატისტიკურ მონაცემებს ურთიერთშეხვედრებისა და 1/2 ფინალის შესახებ.
“ბარსელონა” (ესპანეთი)
ნახევარფინალის შედეგები: 6 გამარჯვება – 8 მარცხი
ბოლო ნახევარფინალი: 2012-2013 წლების სეზონი (“ბაიერნი” – 0:7)
მიმდინარე სეზონის შედეგი: 9 გამარჯვება, 0 ფრე, 1 მარცხი, 23 გატანილი, 7 გაშვებული გოლი
საუკეთესო ბომბარდირი: ლიონელ მესი – 8 გოლი
ურთიერთშეხვედრები: “ბაიერნი” – 1 გამარჯვება, 2 ფრე, 5 მარცხი, ბურთების ბალანსი - 9:15
“იუვენტუსი” – 2 გამარჯვება, 2 ფრე, 2 მარცხი, ბურთების ბალანსი – 7:6
“რეალი” – 2 გამარჯვება, 3 ფრე, 3 მარცხი, ბურთების ბალანსი – 10:13
“ბაიერნი” (გერმანია)
ნახევარფინალის შედეგი: 10 გამარჯვება, 6 მარცხი
ბოლო ნახევარფინალი: 2013-2014 წლების სეზონი (“რეალი” – 0:5)
მიმდინარე სეზონი: 7 გამარჯვება, 1 ფრე, 2 მარცხი, 30 გატანილი, 8 გაშვებული გოლი
საუკეთესო ბომბარდირი: თომას მიულერი – 6 გოლი
ურთიერთშეხვედრები: “ბარსელონა” – 5 გამარჯვება, 2 ფრე, 1 მარცხი, ბურთების ბალანსი – 15:9
“იუვენტუსი” – 4 გამარჯვება, 1 ფრე, 3 მარცხი, ბურთების ბალანსი – 11:6
“რეალი” – 11 გამარჯვება, 2 ფრე, 9 მარცხი, ბურთების ბალანსი – 33:31
“იუვენტუსი” (იტალია)
ნახევარფინალის შედეგი: 7 გამარჯვება, 3 მარცხი
ბოლო ნახევარფინალი: 2002-2003 წლების სეზონი (“რეალი” – 4:3)
მიმდინარე სეზონი: 6 გამარჯვება, 2 ფრე, 2 მარცხი, 13 გატანილი, 5 გაშვებული გოლი
საუკეთესო ბომბარდირი: კარლოს ტევესი – 6 გოლი
ურთიერთშეხვედრები: “ბარსელონა” – 2 გამარჯვება, 2 ფრე, 2 მარცხი, ბურთების ბალანსი – 6:7
“ბაიერნი” – 3 გამარჯვება, 1 ფრე, 4 მარცხი, ბურთების ბალანსი – 6:11
“რეალი” – 7 გამარჯვება, 1 ფრე, 8 მარცხი, ბურთების ბალანსი – 18:16
“რეალი” (ესპანეთი)
ნახევარფინალის შედეგი: 13 გამარჯვება, 12 მარცხი
ბოლო ნახევარფინალი: 2013-2014 წლების სეზონი (“ბაიერნი” – 5:0)
მიმდინარე სეზონი: 8 გამარჯვება, 1 ფრე, 1 მარცხი, 22 გატანილი, 6 გაშვებული გოლი
ურთიერთშეხვედრები: “ბარსელონა” - 3 გამარჯვება, 3 ფრე, 2 მარცხი, ბურთების ბალანსი – 13:10
“ბაიერნი” – 9 გამარჯვება, 2 ფრე, 11 მარცხი, ბურთების ბალანსი – 31:33
“იუვენტუსი” – 8 გამარჯვება, 1 ფრე, 7 მარცხი, ბურთების ბალანსი – 16:18
შენიშვნა – სტატისტიკური მონაცემები შედგენილია უეფას ტურნირების მონაცემებით.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0