x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რატომ უნდა აიკრძალოს ონლაინ-თამაშები
imageთუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტსივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს. ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან. კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე. ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა... ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით და შესაძლებლობისამებრ დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი”, - აღნიშნულია პატრიარქის ეპისტოლეში.

ინტერნეტკაზინოებმა და ვირტუალურმა ტოტალიზატორებმა თავისი ნეგატიური შედეგით სათამაშო ბიზნესის ყველა მიმართულებას გადააჭარბეს. პრობლემა იმდენად სერიოზულად დადგა, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში სათამაშო ბიზნესს “საშიში და სერიოზული პრობლემა” უწოდა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ მისი სრული აკრძალვით გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ სამორინეებისა და ტოტალიზატორების მუშაობა ბიუჯეტისთვის ძალიან მომგებიანია.

როგორც ვხედავთ, პატრიარქმა სწორედ ონლაინ-თამაშების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. ინტერნეტის გავრცელების ზრდის პარალელურად ონლაინ აზარტული თამაშები სულ უფრო მასობრივი ხდება. შესაბამისად, მატულობს ის რისკებიც, რომელიც კაზინოსადმი მიდრეკილებას თან სდევს. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა ონლაინ-თამაშებზე არასრულწლოვნების შეუზღუდავი წვდომაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, არასრულწლოვანთა 70% აზარტულ თამაშებშია ჩართული.

კათალიკოს-პატრიარქის სულისკვეთებას, ერთი შეხედვით, სავსებით იზიარებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე. მისი თქმით, მოსაფიქრებელია ისეთი რეგულაცია, რომელიც ერთდროულად, დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს და არ დააზარალებს ბიზნესს.


ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა მიიჩნევს, რომ პრობლემა მასშტაბური და უკონტროლოა. “ნარკომანთა რიცხვს გადააჭარბა მოთამაშეთა რიცხვმა. თითქოს ასაკობრივი აკრძალვა აქაც არის, მაგრამ სინამდვილეში ნებისმიერი ასაკის ადამიანი ახერხებს თამაშს, როგორც ქუჩაში და ისე ონლაინ სივრცეში. თუ კი არის პათოლოგიური შემთხვევა, მარტო ფსიქოლოგი ვერ შველის, მას სჭირდება ფსიქიატრის ჩართულობა, იმიტომ, რომ მუხრუჭის მექანიზმი თავის ტვინში არის შემსუბუქებული, ანუ ქცევის კონტროლი აღარ შეუძლია ადამიანს. ის არის მთლიანად გატაცებული ამ ლტოლვით, თამაშზე მოთხოვნილება ხდება დომინანტური და ყველაფერი სხვა გადადის მეათე პლანზე”, - აცხადებს კაჭარავა.

“მე ისევე ვეწინააღმდეგები სათამაშო ბიზნესს, როგორც თამბაქოსას! ამ ეტაპზე უნდა შეიქმნას სპეციალური ზონა, რომელიც მოშორებული იქნება დედაქალაქიდან, რათა არ იყოს იმის საშუალება, რომ გაჭირვებული ადამიანები, თუნდაც ახალგაზრდები, წავიდნენ იქა და დაიღუპონ თავი... შესაძლებელია იმაზეც ვიფიქროთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ სამორინეებში შესვლის უფლება. ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელშიც თავიანთ მოქალაქეებს არ უშვებენ სამორინეებში.

რაც შეეხება ბიუჯეტის დაზარალებას, მთავარია, მოქალაქეების კეთილდღეობა და არა ბიუჯეტი! თუ მოსახლეობის კეთილდღეობას სჭირდება, მაშინ ეს სფერო უნდა შეიზღუდოს. ბიუჯეტი უნდა ივსებოდეს ყველა იმ საშუალებებით, რაც, იმავდროულად, მოსახლეობის კეთილდღეობას უწყობს ხელს”, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
მიუხედავად ტყემალაძის ამ განცხადებისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის საპარლამენტო კომიტეტი, რომელსაც ტყემალაძე ხელმძღვანელობს, აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად პრაქტიკულად არაფერს აკეთებს.

სათამაშო ბიზნესის მომხრეთა მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ამ სექტორიდან ბიუჯეტს გარკვეული სარგებელი აქვს. არაოფიციალური მონაცემებით, სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული თანხა საერთო შემოსავლების ერთ პროცენტს, ანუ დაახლოებით 80 მილიონ ლარს, შეადგენს. სამორინეები ყოველწლიურად იხდიან სანებართვო მოსაკრებელს, რომელიც, ტერიტორიის მიხედვით, 250 ათასი ლარიდან 5 მილიონ ლარამდე იცვლება. სამორინეები ასევე იხდიან ფიქსირებულ მოსაკრებელს სათამაშო მაგიდებისა და აპარატების მიხედვით. როგორც ვხედავთ, საგადასახადო სივრცეში საერთოდ ვერ ხვდება ონლაინ-კაზინოები, რაც იმას ნიშნავს, რომ სათამაშო ბიზნესის ყველაზე მსხვილი და მზარდი მიმართულებიდან სახელმწიფოს ფისკალური ეფექტი საერთოდ არ აქვს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ჯერ კიდევ ორი წლის წინათ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის მიზანია მოამზადოს ცვლილებები საქართველოს კანონში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ, თუმცა მას შემდეგ, საქმე ვერაფრით დაიძრა. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი საერთოდ არ შეკრებილა.

"ონლაინ აზარტული თამაშები დღითიდღე პოპულარული და ხელმისაწვდომი ხდება. დღეის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქვს ინტერნეტზე წვდომა, ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს პროცესი ინტერნეტის შეღწევადობის გაზრდის მიზნით, ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მოხდება საქართველოს პრაქტიკულად მთელი ტერიტორიის ინტერნეტით მოცვა, ეს ნიშნავს, რომ ონლაინ-სერვისებს და მათ შორის ონლაინ აზარტულ თამაშებს საქმიანობის არეალი უფართოვდებათ. ჩემი აზრით, არ არის მიზანშეწონილი, რომ ეს სფერო იგივე კანონმდებლობით რეგულირდებოდეს, რომელიც წლების წინ იქნა მიღებული, როდესაც ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის უმცირესობას ქონდა. დღეს ყველაზე პოპულარულ ონლაინ თამაშების საიტებს, დღეში 100 ათასამდე ვიზიტორი ყავს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ტიპის არაერთი ვებ-გვერდი არსებობს, მოთამაშეთა საკმაოდ დიდ ციფრს ვიღებთ. დღეს მოქმედი კანონმდებლო ვერ უზრუნველყოფს და ეფექტიანად ვერ არეგულირებს მოსახლეობის ონლაინ აზარტულ თამაშებში ჩართვის პროცესს, არასრულყოფილი რეგისტრაციის პროცედურების გამო, ონლაინ თამაშებზე ხელი მიუწვდებათ არასრულწლოვნებსაც, შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება, ვინაიდან ყალბი მონაცემებით რეგისტრაცია უპრობლემოდ ხდება, ეს კი კრიმინალის რისკსაც ატარებს. ამ საკითხზე ჩვენს ორგანიზაციას არაერთი საჯარო აქტივობა ჰქონდა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ არსებულ ხარვეზებზე, არსებობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომლებიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში პირების რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს. ამდენად, (მარეგულირებელი გარემო შესაცვლელია, დღეს ონლაინ აზარტული თამაშების სფერო არის რადიკალურად განსხვავებული თუნცად 5 წლის წინ არსებულ სიტუაციასთან შედარებით და მომავალში ის კიდევ უფრო მასშტაბური და გავრცელებული გახდება, როდესაც სექტორში მსგავსი ცვლილებები ხდება, მარეგულირებელი ნორმებიც უნდა შეიცვალოს. )

არასამთავრობო ორგანიზაციის “თაობათა დიალოგის” მონაცემებით, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჩართულია აზარტულ თამაშებში. “ვიყავით ქუთაისის 5 საჯარო სკოლაში და
14-18 წლამდე მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა კვლევაში. გამოკითხულთა 41% ზოგჯერ თამაშობდა აზარტულ თამაშებს, ხოლო 7% კი უკვე არის აქტიური მომხმარებელი.

ოფიციალურად, აზარტული თამაშები გართობის საშუალებაა, თუმცა საქართველოში ეს "დანიშნულება” ყველაზე ნაკლებად მართლდება, სათამაშო ბიზნესმა მონსტრის და უბედურების მომტანის იმიჯი შეიძინა, ამდენად, ჩემი აზრით, სწორედ სწორმა რეგულაციებმა ერთის მხრივ უნდა დაიცვას საზოგადოება იმისგან, რომ არ გახდეს "მსხვერპლი” აზარტული თამაშების, ხოლო მეორეს მხრივ სათამაშო ბიზნესსაც არ ქონდეს ნეგატიური იმიჯი. დღეს, რეგულირების არსებული პრაქტიკა ონლაინ თამაშებში არასრულწლოვნების უკონტროლო ჩართვის და კრიმინალის, უფრო კონკრეტულად კი ფულის გათეთრების რისკების მატარებელია”, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.

სულ გამოვკითხეთ 400-ზე მეტი მოზარდი”, - ამბობს “თაობათა დიალოგის” გენერალური მდივანი, გვანცა თოთაძე.
მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან მოზარდთა ეს ჯგუფი უკვე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების თვალსაზრისით, მაღალი რისკის მატარებელია. გამოკითხულთა 75%-ზე მეტის მეგობარი იყო აზარტული თამაშების მომხმარებელი - ონლაინ ან “სლოტკლუბის”.
აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ერთი ქალაქის - ქუთაისის - მონაცემებია. კიდევ უფრო საგანგაშო მდგომარეობა იქნება დედაქალაქის და მერე უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით.

image
















image

0
224
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0