x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყველა თბილისშია ჩამოსული და ვისაც მანქანა ჰყავს ტაქსაობს - გოგი თოფაძე

image“მთიანი რეგიონების შესახებ 1999 წელს მიღებული კანონი კანონად დარჩა, არაფერი შეცვლილა.
მთაში უამრავი საშენი მასალაა, წიაღისეულის მოპოვება შეიძლება, ტყის ფონდია. ჩვენი ძალიან ძვირფასი ტყის მასალა ადგილზე უნდა გამოვიყენოთ და ქარხნები გავაკეთოთ, უდიდესი პერსპექტივაა“, - აღნიშნავს თოფაძე.
თოფაძის ცნობითვე, კანონპროექტის თანახმად, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას მნიშვნელოვანი შეღავათი ექნება.საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებით, ხელისუფლება მოსახლეობის მთიან რეგიონებში დასაბრუნებლად მნიშვნელოვან პროგრამას ამუშავებს.თოფაძემ ამის შესახებ გაზეთ “ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.“ვინც მთიან რეგიონში სასტუმროს და საწარმოს გააკეთებს, 10 წლით გადასახადებისაგან გათავისუფლდება. ექიმს, მასწავლებლებს, ტყის მცველებს ხელფასი მინიმუმ 50%-ით მოემატებათ. პროგრამაში არის მიზანი, რომ ხალხი მთაში დავაბრუნოთ.
ყველა ჩამოსულია თბილისში, ვისაც კი მანქანა ჰყავს, ტაქსად ამუშავებს, სოფელში კი დატოვებული აქვს თავისი სახლ-კარი და ეზო-კარმიდამო. ამიტომ, ამ კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ვინც მთაში წავა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი ექნება“, - აცხადებს გოგი თოფაძე.

4
27
6-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
27
  
2015, 23 აპრილი, 15:12
გეთანხმები.. სხვაზე ლაპარაკი ყოველთვის ადვილია
2015, 23 აპრილი, 14:52
დაავიწყდა საიდან ჩამოვიდა. :((
2015, 23 აპრილი, 12:30
სხვა სხვის საქმეში ყოველთვის ბრძენია, არადა იმას კი ვერ ფიქრობენ სამაგალითონი რომ უნდა იყვნენ.
2015, 22 აპრილი, 20:42
მერე წადი და მთას დაუბრუნდი რომ გამოიჯგიმე თბილისში...
0 1 4