x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ხუთი ყველაზე ცნობილი ანტიკური მეცნიერი
უამრავი აღმოჩენა, საუკუნეების წინათ გაკეთებული უძველესი მეცნიერების მიერ, ჩვენს მიერ აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, კანონზომიერი მოვლენა, მაგრამ გვავიწყდება ერთი რამ-ისინი გაკეთებული იქნა ძალიან დიდი ხნის წინ, ცივილიზაციის გარიჟრაჟზე და ეს მეცნიერები ნამდვილი გენიოსები იყვნენ, რადგან იმ ეპოქას, რომელშიც ცხოვრობდნენ, ბევრად გაუსწრეს წინ. ანტიკური ფილოსოფოსების მოძღვრებით საუკუნეების მანძილზე ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს კაცობრიობა. პოლიტიკური მოწყობის საკითხები, ეთიკური კითხვები, ქიმიისა და მექანიკის საფუძვლები, სამკურნალო ხელოვნება - ამ სფეროებში არსებული შრომები მნიშვნელოვანწილად აქარწყლებს ჩვენს შეხედულებას ძველ რომში მცხოვრები ადამიანების პრიმიტიულ ცხოვრებაზე. პირიქით, თავისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე მსოფლიო ცივილიზაცია არაერთხელ დაბრუნებია ამ უძველეს წყაროებს, ესოდენ ფუნდამენტალურსა და მნიშვნელოვანს.

მაშ ასე, დღევანდელ პოსტში მინდა მოგითხროთ ხუთი ყველაზე ცნობილი ანტიკური მეცნიერის შესახებ.


პითაგორა


image



პითაგორას წერილობითი ნაშრომები არ დაუტოვებია (ყოველ შემთხვევაში, ისინი დღესდღეობით აღმოჩენილი არ არის). ლეგენდის თანახმად, ის საკმაოდ მდიდარ და ცნობილ ოჯახში დაიბადა. მიაღწია თუ არა სიჭაბუკის წლებს, პითაგორა გაემგზავრა ეგვიპტეში იქაურ ბრძენებთან სასწავლებლად და გამოცდილების მისაღებად. სწორედ იმ პერიოდში ეგვიპტეს თავს დაესხნენ ბაბილონელები. პითაგორა სხვა მრავალ ადამიანთან ერთად დაატყვევეს და ბაბილონში წაიყვანეს, აქ მან დამატებითი ცოდნა შეიძინა ადგილობრივ სწავლულებთან საუბრების შედეგად. მშობლიურ კუნძულ სამოსზე დაბრუნებისას მას უკვე შესრულებული ჰქონდა 50 წელი და სრულფასოვან მეცნიერად ითვლებოდა. მან პირველმა იქადაგა სამყაროს შესაცნობად მეცნიერული მიდგომა, თუმცა ამავე დროს პითაგორა უდიდესი მისტიკოსი იყო. მას მიაწერენ მათემატიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი თეორემის - კათეტების კვადრატების ჯამის ჰიპოტენუზის კვადრატთან ტოლობის აღმოჩენას და დამტკიცებას, თუმცა ამ თეორემის ფორმულის სახით ჩამოყალიბება უკვე მის მოსწავლეებს ეკუთვნის. პითაგორა თავისი დროის უპოპულარულესი ადამიანი იყო, მაგრამ მან არანაირი ნაშრომები და ნაწერები არ დაუტოვა შთამომავლობას. შესაძლებელია, ეს აიხსნება მისი ოკულტიზმით გატაცებით, ეს მოძღვრება კი ქადაგებს, რომ წმინდა სიბრძნე წიგნებს და წერილებს არ უნდა ანდო.



არისტოტელე


image

თავად ლეგენდად ქცეული ეს უდიდესი ფილოსოფოსი კიდევ იმით იყო ცნობილი, რომ მისი მასწავლებელი პლატონი გახლდათ, ხოლო მოსწავლე - ალექსანდრე მაკედონელი. არისტოტელე საბერძნეთის კოლონია სტაგირში დაიბადა. ეს ადგილი ათონის მთასთან ახლოს მდებარეობს. მისი მამა ნიკომახი ცნობილი მკურნალი იყო და მან დიდი გავლენა მოახდინა შვილის ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 367 წელს ის გადავიდა ათენში, სადაც მოხვდა პლატონის აკადემიაში, მოგვიანებით კი თავად დააარსა თავისი სკოლა. არისტოტელე გახდა დიალექტიკისა და ფორმალური ლოგიკის ფუძემდებელი, ამასთანავე სწორედ ამ მეცნიერის დამსახურება იყო, რომ ფილოსოფიური სისტემა გავრცელდა ადამიანის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა სფეროში. საყოველთაოდაა ცნობილი აროსტოტელეს მსჯელობა სახელმწიფოს მოწყობის შესახებ, რომელშიც ის თავის მასწავლებელს- პლატონს ეკამათება. აროსტოტელეს სრულყოფილ სახელმწიფოდ მიაჩნდა კერძო საკუთრებაზე დამყარებული ისეთი წყობა, სადაც დაცული იქნებოდა თითოეული ადამიანის, ინდივიდის უფლებები. თუმცა ამავე დროს, დიდ ფილოსოფოსს მონობა ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდა (როგორც ჩანს, მონებს ადამიანებად არ თვლიდნენ).



არქიმედე


image

არქიმედეს აღმოჩენის შესახებ სკოლამდელი ასაკის ბავშვებმაც კი იციან, მით უმეტეს, რომ სახელგანთქმული ცდის ჩატარება ყველა ადამიანს შეუძლია, ხოლო სიტყვა "ევრიკა" კი ყველასათვის კარგადაა ცნობილი, თუმცა შესაძლებელია ბევრმა არ იცის, რომ ის დიდი სირაკუზელი მეცნიერის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ ეს სიტყვა -"ევრიკა" აღმოხდა ძველბერძნულ აბაზანაში მწოლიარე მეცნიერს, როცა თავისი აღმოჩენა გააკეთა.

არქიმედე სირაკუზაში დაიბადა, კუნძულ სიცილიაზე. მათემატიკოსი - მამის წყალობით ის თავადაც დაინტერესებული იყო ზუსტი მეცნიერებებით. განათლება არქიმედემ ალექსანდრიაში, ეგვიპტეში მიიღო, სადაც ცნობილი მეცნიერები ერატოსთენე და კონონი გაიცნო, თუმცა სრული განათლების მიღების შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა. ცნობილი ისტორია, რომელიც შეძახილით "ევრიკა" დამთავრდა, ლეგენდის თანახმად, დაკავშირებული იყო იმის გარკვევასთან, იყო თუ არა სუფთა ოქროსაგან დამზადებული მეფე ჰერონ II-ის გვირგვინი. გვირგვინის მასის გაგება იოლი იყო, მაგრამ არასწორი ფორმის მქონე სხეულის მოცულობის გამოთვლა იმ დროისათვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ერთხელ, როცა არქიმედე ანტიკურ აბაზანაში იწვა, მას უეცრად გაუელვა აზრმა, რომ წყალში ჩაგდებული სხეული ზუსტად მისი მოცულობის ტოლ სითხეს გამოდევნიდა. ინჟინრული უნარ–ჩვევები არქიმედემ სირაკუზის დაცვის დროსაც გამოიყენა, როცა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 212 წელს, მეორე პუნიკური ომის დროს, ქალაქი ალყაში მოაქციეს რომაელებმა. ის პირადად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, აკონტროლებდა რა პრიმიტიულ, მაგრამ საკმაოდ ეფექტურ ქვის სატყორცნ მანქანებს.



სოკრატე


image

ეს იყო დაბალი ფენიდან გამოსული ერთი უბრალო მოხუცი, რომელიც მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ პირის ყოველი გაღებისას უდიდეს სიბრძნეს აფრქვევდა. ასეთი იყო სოკრატე-არაჩვეულებრივად ნიჭიერი კაცი და ბრწყინვალე ორატორი, მქადაგებელი და საუცხოო მოკამათე. ხანდახან მას ქრისტესაც კი ადარებენ, იმდენად გავლენიანი ადამიანი გახლდათ ძველ სამყაროში. საკუთარი წიგნები ამ მეცნიერს არ დაუტოვებია, მთელი მისი ნაშრომები დაწერილია მისი მოსწავლეების მიერ. თავის ტრაქტატებში ფილოსოფოსი ცდილობს ახსნას, თუ სახელდობრ რა არის ფილოსოფია, რა არის ცოდნა და შემეცნების რა სახეები არსებობს.

სოკრატე მთელი ცხოვრება როდი იყო ღარიბი. ის მონაწილეობას ღებულობდა პელეპონესის ომში, სადაც ათენელი ლეგენდარული მხედართმთავრის ალკიბიადეს მრჩეველი იყო, მაგრამ დიქტატურის დამყარების შემდეგ თავადვე დაზარალდა. სოკრატე დაადანაშაულეს ახალგაზრდა ჭაბუკების გონების გარყვნაში და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. რადგან მისი, როგორც თავისუფალი მოქალაქის მოკვლის უფლება არ ჰქინდათ, მეცნიერმა თავადვე მიიღო საწამლავი.



ჰიპოკრატე


image

"მედიცინის მამა"-ჰიპოკრატე თავისი ბიოგრაფიით ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ თავისი ცხოვრებისეული და პროფესიონალური პოზიციით მას ყველა იცნობს. ჰიპოკრატე დაიბადა ექიმის ოჯახში დაახლოებით 460 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ კომოზე. მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლის განმავლობაში ის დაკავებული იყო მედიცინით და მკურნალობდა ხალხს, ძალიან ბევრს მოგზაურობდა და ამ მოგზაურობის დროს უანგაროდ ეხმარებოდა ადამიანებს. ჰიპოკრატეს მიერ გაკეთებული უამრავი აღმოჩენა გადმოცემულია სამედიცინო ტრაქტატებში. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები ეჭვქვეშ აყენებენ მის ერთპიროვნულ ავტორობას, ეს სულაც არ აკნინებს ამ დიდი მეცნიერის დამსახურებას. მისი ფუნდამენტალური თხზულებები სახელგანთქმული "ჰიპოკრატეს ფიცით" იწყება. ამ მეცნიერის რევოლუციურობა გამოიხატება იმაში, რომ მან პირველმა აღიარა დაავადებების წარმოშობის ბუნებრივი ხასიათი-არასწორი კვების ან მავნე ჩვევების გამო და არა როგორც ღმერთების სასჯელი, რომლებიც ცოდვილ ადამიანებს უგზავნიდნენ ათასგვარ ავადმყოფობას (სწორედ ასე მიაჩნდათ ძველ სამყაროში). ადამიანის ანატომიის შესახებ იმ დროს ძალიან ცოტა იცოდნენ, რადგან აკრძალული იყო გვამების გაკვეთა, ხოლო წამლის ძიების ერთადერთი გზა არსებობდა - ავადმყოფისათვის ცდილობდნენ ისეთი პირობები შეექმნათ, რომელშიც ორგანიზმი თავად გაუმკლავდებოდა დაავადებას. სწორედ ჰიპოკრატემ ჩაუყარა საფუძველი მეცნიერულ მედიცინას, ამიტომ უსაზღვროა მისი დამსახურება კაცობრიობის წინაშე.

3
649
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
649
  
2015, 13 მაისი, 1:07
Ar dagwydes guli magaze. ;) yvelaferi kargi qveynad ishviatia.
2015, 12 მაისი, 12:57
გმადლობთ :) და რა ცოტას აინტერესებს, არა?
2015, 12 მაისი, 2:54
Kargi statiaa
0 1 3