x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საპატრულო პოლიციის ასმეთაურმა უცხოელ ტურისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

imageთვითმხილველების ცნობით, პოლიციელის მხრიდან ტურისტის შეურაცხყოფამდე ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ტურისტს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. კახეთში საპატრულო პოლიციის ასმეთაურმა გიორგი ნასყიდაშვილმა უცხოელ ტურისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ გურჯაანში 6 აპრილს მოხდა.„ტურისტი არ ეთანხმებოდა. ამან შეაგინა და გაარტყა. შემთხვევის ადგილზე გურჯაანის პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ, რის შემდეგაც ტურისტი პოლიციაში წაიყვანეს“, – აღნიშნა თვითმხილველმა.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გიორგი ნასყიდაშვილის მხრიდან მოქალაქის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ინფორმაცია ვრცელდება. გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრები იგორ ჭამიაშვილი ნასყიდაშვილს და მასთან ერთად კიდევ ერთ პოლიციელს ვახტანგ ზატიკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდა. ჭამიაშვილს სხეულის დაზიანებებიც ჰქონდა მიღებული, რაც ექსპერტის დასკვნით მკვრივი ბლაგვი საგნით იყო მიყენებული. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი აცხადებდნენ, რომ ჭამიაშვილმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა გაქცევას ცდილობდა და წაიქცა.ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს შემთხვევის ადგილიდან ახლოს მდებარე ორგანიზაციის თანამშრომლებმაც დაუდასტურეს.შს სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის ასმეთაურის გიორგი ნასყიდაშვილის მიერ ტურისტის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. შსს–ს განმარტებით, პოლიციაში შეტყობინება არ შესულა.

2
321
5-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
321
  
2015, 21 აპრილი, 23:45
ისე ბევრი ტურისტი გაილეშება ხოლმე და მერე "არაკუნებს".
მესტიაში იყო მსგავსი შემთხვევა, მთვრალი ტურისტი პარაშუტს ითხოვდა გინდათ თუ არ გინდათ კოშკიდან უნდა გადმოვხტე და სელფი გადავიღოო.
:))))
0 1 2