x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
როგორ ცხოვრობდა საქართველოში თამთა გოდუაძე და როგორ მოიპოვა პოპულარობა საბერძნეთში (+ვიდეო, ამღერებული თამთა)

image
მომღერალი თამთა გოდუაძე საქართველომ დაახლოებით ერთი წლის წინ, პროექტ "X ფაქტორის" მეშვეობით გაიცნო. 34 წლის მომღერალი საბერძნეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოდან 21 წლის ასაკში წავიდა, თავიდან ყველაფერი რთულად დაიწყო, თუმცა გოგონამ ერთ-ერთ პოპულარულ მუსიკალურ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, მეორე ადგილას გავიდა და პოპულარობამაც არ დააყოვნა. მისი ცხოვრება კონკიას თავგადასავალს ნამდვილად არ მოგაგონებთ, წარმატებისთვის ბევრი იშრომა და იბრძოლა. 14 წლის ასაკში გათხოვდა. მისი მეუღლე შმაგი ხაჭვანი გახლდათ. ახალგაზრდებმა ოჯახის შენარჩუნება ვერ შეძლეს. წყვილს ქორწინებდან ერთი ქალიშვილი, ანა ჰყავს. "გარდატეხის ასაკში რომ შვილს გააჩენ, ეს არასოდეს დაგავიწყდება და ეს სრულიად ცვლის შენს ცხოვრებას. ჩემი ცხოვრების სიძნელეებმა და ადრეულ ეტაპზე გადატანილმა ოჯახურმა დრამებმა გამაძლიერა. დღევანდელ ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ არა ის, რაც გადავიტანე, ამდენს ვერ მივაღწევდი. არც ერთი ვიყავით მზად ამ ყველაფრისთვის. 6 წელი ვიცხოვრეთ ერთად და დღეს რომ ვიხსენებ, ბევრ რამეზე მეცინება. ეს არც იყო ოჯახი, ეს იყო თამაში. წარმოიდგინეთ, 14 წლის გოგო, როცა მისი საზრუნავი ხდება ქმარი და შვილი როცა ეს საბოლოოდ გავაცნობიერე, ჩემს შვილს ხელი მოვკიდე და საბერძნეთში წავედი დედასთან"-გვიამბობდა თამთა.

image

მომღერალი საბერძნეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მედია წლების მანძილზე ცდილობდა თამთას ქალიშვილის ფოტოების ხელში ჩაგდებას. როგორც ირკვევა მომღერალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ქალიშვილმა დამოუკიდებლად შეძლოს თავის დამკვიდრება. საქართველოში ცოტამ თუ იცის როგორია თამთა გოდუაძე სცენაზე, ბევრს მისი სიმღერებიც არ აქვს მოსმენილი. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ვიდეოს, რომელშიც ამღერებულ თამთა გოდუაძეს იხილავთ.image

0
1750
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1750
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0